ლიახონა
ჯოზეფ სმითი იღებს ოქროს ფირფიტებს
თებერვალი, 2025


„ჯოზეფ სმითი იღებს ოქროს ფირფიტებს“, მეგობარი, თებერვალი, 2025, 26–28.

„მე ვიქნები მოწმე იმისა, რომ მორმონის წიგნი არის ჭეშმარიტი“, მეგობარი, თებერვალი, 2025, 48.

ყოველთვიური გზავნილი, მეგობარი, თებერვალი, 2025

ჯოზეფ სმითი იღებს ოქროს ფირფიტებს

ეს ამბავი შეგიძლიათ წაიკითხოთ ჯოზეფ სმითი — ისტორია 1:28–60.

ჯოზეფ სმითი იყურება ფანჯრიდან

პირველი ხილვიდან სამი წლის შემდეგ, ჯოზეფ სმითმა ცუდად იგრძნო თავი დაშვებული შეცდომების გამო. ამის შესახებ მან ზეციერი მამისადმი ილოცა.

ჯოზეფ სმითი იჩოქება ლოცვისას

როდესაც ჯოზეფი ლოცულობდა, ნათელმა გაავსო ოთახი. მან დაინახა ანგელოზი, რომელიც იდგა ჰაერში. ანგელოზის სახელი იყო მორონი.

ანგელოზი მორონი ეწვევა ჯოზეფ სმითს თავის ოთახში

მორონიმ თქვა, რომ არსებობდა ოქროს ფურცლებიანი ან ფირფიტებიანი წიგნი. ის დამარხული იყო გორაკზე ჯოზეფის სახლთან ახლოს. წიგნი იყო ადამიანების შესახებ, რომლებიც დიდი ხნის წინ ამერიკაში ცხოვრობდნენ. მორონიმ უთხრა, რომ ღმერთი დაეხმარებოდა ჯოზეფს წიგნის თარგმნაში.

ჯოზეფ სმითი იყურება ორმოში, რათა დაინახოს ოქროს ფირფიტები

ჯოზეფი წავიდა გორაკზე და იპოვა ფირფიტები მძიმე ქვის ქვეშ. მორონი მოვიდა და უთხრა ჯოზეფს, რომ ის ჯერ მზად არ იყო მათ ასაღებად.

ანგელოზი მორონი ესაუბრება ჯოზეფ სმითს

როდესაც ჯოზეფს ასაკი მოემატა, მორონი შეხვდა მას გორაკზე და მისცა ფირფიტები. მორონიმ უთხრა ჯოზეფს, რომ გაჰფრთხილებოდა მათ.

ჯოზეფ სმითი ესაუბრება ოჯახს

ჯოზეფ სმითმა დაიწყო ფირფიტების ინგლისურ ენაზე თარგმნა. ის იყენებდა ღმერთის მიერ ბოძებულ სპეციალურ ხელსაწყოებს, რათა საქმეში დახმარებოდა. წიგნი დაიბეჭდა 1830 წელს როგორც მორმონის წიგნი. ის გვასწავლის იესო ქრისტესა და მისი სახარების შესახებ.

გასაფერადებელი გვერდი

მე შემიძლია ვიყო მოწმე, რომ მორმონის წიგნი არის ჭეშმარიტი

გასაფერადებელი გვერდი – გოგონა იხუტებს მორმონის წიგნს

ქორი ეგბერტის ილუსტრაციები

როგორ შეიძლება დაეხმაროთ სხვებს, ისწავლონ იესო ქრისტეს შესახებ მორმონის წიგნიდან?