ლიახონა
ყოველდღიური კულტურის მიტოვება „ქრისტეს გონების“ მოსაპოვებლად
თებერვალი, 2024 წ.


რეგიონის ხელმძღვანელობის შეტყობინება

ყოველდღიური კულტურის მიტოვება „ქრისტეს გონების“ მოსაპოვებლად

მიუხედავად სასწაულების და მორგებული სწავლებისა, იესომ აღმოაჩინა, რომ მისი მოწაფეები კამათობდნენ. ცოტა ხნის წინ პეტრემ, იაკობმა და იოანემ მიიღეს იესოს მოწვევა, შეერთებოდნენ მას მაღალ მთაზე, სადაც ისინი ერთად იხილავდნენ მოსეს და ელიას, ხოლო იესო მათ წინაშე ფერს იცვლიდა. იესოს და მის რჩეულ მოწაფეებს მთიდან ქაოსში მოუწიათ დაბრუნება. მათ აღმოაჩინეს, რომ დანარჩენმა მოწაფეებმა ვერ შეძლეს აღელვებული მამის დახმარება, რომელიც მათ შვილის განკურნებას სთხოვდა. მამის დარწმუნების შემდეგ, იესომ განკურნა ახალგაზრდა ბიჭი და მოგვიანებით, საკუთარ მოწაფეებს პირადად არწმუნებდა, რომ ისინიც შეძლებენ იგივეს გაკეთებას, თუ სრულად მიუძღვნიან თავს „ლოცვასა და მარხვას“1.

ყოველივე ამის შემდეგ, როცა ერთად გაემგზავრნენ გალილეაში და კაპერნაუმში ჩავიდნენ, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: „რაზე მსჯელობდით გზაში?“2 მოწაფეები, რომლებსაც უეცრად კინკლაობა შეაწყვეტინეს და საოცარი ძე კაცისა წინაშე აღმოჩნდენ, დუმდნენ. ისინი ჩურჩულითაც კი ვერ ამბობდნენ მიზეზს, ვინაიდან გზაში ერთმანეთში მსჯელობდნენ: ვინ უფრო დიდიაო?3

მიუხედავად იმისა, რომ ისინი იესოსთან არიან, ეს მოწაფეები ვერ ახერხებენ მისი აზრების გათავისებას ან მისი ქმედებების ასახვას. განკიცხვის გარეშე, მშვიდად დაჯდა იესო და უხმო იმ თორმეტს და უთხრა: „თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იქნება ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური“4. იქ, გზაზე, აშკარად ჩანდა, ყოველ შემთხვევაში საკმარისად ცხადი იყო, რომ რაც „უფრო დიდად“ ითვლებოდა, იესოს მიმდევარი ერთგული მოწაფეები იმავე კამათში ჩაითრიამმართველობის უფლებების შესახებ, რაციოსების ძმები, ლამანი და ლემუელი და ბევრი სხვა წმინდა წერილიდან თუ ყოველდღიური ცხოვრებიდან5. მაგრამ როდესაც იესო ნათელს მოჰფენს მათ კამათს, ყველაფერი იცვლება. რაც მნიშვნელოვანი ჩანდა, უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი, და რაც უხილავი იყო, იმან მთელი სიცხადით გამოანათა.

კორინთელებთან საუბრისას პავლე მოციქული დაამოწმებს, რომ „რწმენა [უნდა] იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით. ... ვლაპარაკობ არა სოფლის სიბრძნეს, არც სოფლის მთავართა, წარმავალთა“6. როგორც იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების მიმდევრებს, ჩვენ გვესმის, რომ „სოფელი“ თავად არ წარმოადგენს პრობლემას. უკანასკნელ დღეთა წმინდანები ითვისებენ „ყველა ჭეშმარიტებას, რომელსაც ღმერთი გადასცემს თავის შვილებს, იქნება ეს სამეცნიერო ლაბორატორიაში თუ მისგან პირდაპირი გამოცხადებით შეძენილი“7. რწმენის მე-13 სიმბოლოსა და პავლე მოციქულის დარიგებების მიხედვით, ჩვენ გვჯერა და იმედი გვაქვს „ყველაფრის“.

თუმცა, იესოს ურთიერთობა თავის მოწაფეებთან გვიჩვენებს, რომ ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბუნებრივი ვარაუდებისგან, რათა მას მივცეთ საშუალება გვასწავლოს ყოფნის ახალი გზები, ახალი კულტურა. „აი, მიწიერი ადამიანი“, განმარტავს პავლე მოციქული, „არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგან არის: ვინაიდან უგუნურებად მიიჩვენს და არც ძალუძს შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი. ... რადგან ვინ შეიცნო უფლის აზრი, რათა ასწავლოს მას? ჩვენ კი გვაქვს ქრისტეს აზრი“8.

ყოველ თაობაში ჩვენ გვყავს ცოცხალი წინასწარმეტყველები, რომლებიც გვხელმძღვანელობენ და გვასწავლიან, როგორ მოვაშოროთ ჩვენი გონება ყოველდღიურობას და „გვქონდეს ქრისტეს გონება“. სწორედ ამას აკეთებს დღეს ჩვენი ცოცხალი წინასწარმეტყველი, პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი. ისინი, ვინც მოუსმენენ მას და გამოიყენებენ მის რჩევებს, აღმოაჩენენ, რომ იშორებენ შეზღუდულ დამოკიდებულებას და ავითარებენ ქრისტეს აზროვნებას მშვიდობის დამყარებისას9, ინარჩუნებენ სულიერ იმპულსს10, უთმობენ დროს უფალს11, დადიან ტაძარში12, უთმობენ ღმერთს პირველობას მათ ცხოვრებაში13, უსმენენ მას14, ინანიებენ15, ეძიებენ და იღებენ გამოცხადებას16 და „ცელესტიალურად აზროვნებენ“ (რაც სინამდვილეში „ნიშნავს სულიერად აზროვნებას“)17. ჩვენ ვპოულობთ საკუთარი თავისა და გონების სიახლეს, როცა ვკითხულობთ ხსნისა და ამაღლების შესახებ იესო ქრისტეს შეცნობითა და სიყვარულით, სხვების საჭიროებებზე ზრუნვით, ყველას მოხმობით - მიიღონ იესო ქრისტეს სახარება, შეასრულონ საქმე და გააერთიანონ ღმერთის ყველა შვილი მარადისობისთვის.

შენიშვნები

  1. მარკოზი 9:2–29.

  2. მარკოზი 9:33.

  3. მარკოზი 9:34.

  4. მარკოზი 9:35.

  5. იხ. მაგ., დაბ. 37, 2 ნეფი 5:3.

  6. 1 კორ. 2:5–6.

  7. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „რა არის ჭეშმარიტება?“, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2022 წ.

  8. 1 კორ. 2: 14, 16.

  9. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „საჭიროა მშვიდობისმყოფელები,“ გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2023 წ.

  10. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „სულიერი იმპულსის ძალა,“ გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2022 წ.

  11. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „დაუთმეთ დრო უფალს, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2021 წ.

  12. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „ტაძარი და თქვენი სულიერი საფუძველი,“ გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2021 წ.

  13. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „დაე, ღმერთმა გაიმარჯვოს, გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2020 წ.

  14. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „უსმინე მას,“ გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2020 წ.

  15. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „ვიმოქმედოთ უკეთ და ვიყოთ უკეთესი,“ გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2019 წ.

  16. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „გამოცხადება ეკლესიისთვის, გამოცხადება ჩვენი ცხოვრებისთვის,“ გენერალური კონფერენცია, აპრილი, 2018.

  17. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, „იაზროვნეთ ცელესტიალურად!“ — გენერალური კონფერენცია, ოქტომბერი, 2023 წ.