„აღდგა ქრისტე”, ახალგაზრდობის გასაძლიერებლად, სექტემბერი, 2023.
ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად, სექტემბერი, 2023 წ.
აღდგა ქრისტე
გაიგეთ რას ასწავლიდა მოციქული პავლე იესო ქრისტეს აღდგომაზე.
მკვდრეთით აღდგა ქრისტე
იესო ქრისტე გარდაიცვალა ჯვარზე, საფლავში დაასვენეს და მესამე დღეს აღდგა.
განსვენებულთა ნათავარი
ბერძნული სიტყვა ნათავარი ნიშნავს წლის პირველ მოსავალს. პირველი ასაღები მოსავალია - პირველი, რომელსაც მეტი მოჰყვება.
ფრაზა განსვენებულთა ნიშნავს „მათ ვინც გარდაიცვალა”.
იესო ქრისტე იყო პირველი აღმდგარი და მისი აღდგომის შემდეგ - ყველა აღდგება.
კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი
ეს საუბარი ადამზეა. მისი დაცემის გამო ამქვეყნად ყველა მოსული სიკვდილს ექვემდებარება. (იხ. მოსე 4.)
ყველანი გაცოცხლდებიან ქრისტეში
იესო ქრისტეს აღდგომის გამო ყველა აღდგება. ეს გულისხმობს, რომ ყველა, ვისაც უცხოვრია ან იცხოვრებს, აღდგება. ჩვენი სული და სხეული გაერთიანდება და ჩვენი სხეული უკვდავი და სრულყოფილი გახდება. (იხ. ალმა 11:43-45.)
© 2023 ყველა უფლება დაცულია. Intellectual Reserve, Inc. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly For the Strength of Youth Message, September 2023. Language. 19047 131