2023
საჭიროა, ახლა ვიყოთ სრულყოფილნი?
თებერვალი, 2023 წ.


„საჭიროა, ახლა ვიყოთ სრულყოფილნი“? ახალგაზრდების გასაძლიერებლად, თებერვალი, 2023 წ.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად თებერვალი, 2023 წ.

საჭიროა, ახლა ვიყოთ სრულყოფილნი?

ამონარიდი მიმართვა 2017 წ. აპრილის გენერალური კონფერენციიდან.

გამოსახულება
ახალგაზრდა კაცი კითხულობს წმინდა წერილს

ემილი ჯონსის ილუსტრაციები

წმინდა წერილები დაიწერა ჩვენს დასალოცად და გასამხნევებლად და ისინი ამ როლს მართლაც ასრულებენ. მაგრამ თუ შენიშნეთ, აქა თუ იქ გვხვდება ამონარიდი, რომელიც გვახსენებს, რომ სრულყოფილებისგან ცოტა შორს ვართ ? მაგალითად: „მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათე 5;48). ამ მცნების გამო გვიჩნდეება სურვილი, საწოლში დავბრუნდეთ და თავზე საბანი დავიფაროთ. ასეთი ზეციური მიზანი მიუღწევლად გვეჩვენება. მაგრამ უფალი არასოდეს არ მოგვცემდა მცნებას, რომლის დაცვასაც ვერ შევძლებდით.

გამოსახულება
ახალგაზრდა ქალი ქოლგით წვიმაში

„დიახ, მოდით ქრისტესტან და გახდით მასში სრულყოფილნი“ - გვევედრება მორონი. „თუ შეიყვარებთ ღმერთს მთელი თქვენი ძალით, გონებითა და სიძლიერით, მაშინ … მისი მადლით შეგიძლიათ სრულყოფილნი იყოთ ქრისტეში“ (მორონი 10:32) ჩვენი ერთადერთი იმედი ჭეშმარიტი სრულყოფილებისთვის არის მისი მიღება ზეციური ძღვენის სახით, სხვაგვარად ვერ „შევიძენთ“ მას.

გამოსახულება
ახალგაზრდა ქალი ლაშქრობაზე ძაღლთან ერთად

იესოს გარდა არავინ არ ყოფილა ამ მიწიერ მოგზაურობაში უნაკლო საქციელისა, ამიტომ ვეცადოთ, დედამიწაზე ყოფნისას ვიმუშაოთ მყარ გაუმჯობესებაზე და თავი ავარიდოთ გადაჭარბებულ მოლოდინებს საკუთარი თავისა და სხვების მიმართ.

გამოსახულება
გემი აღლვებულ ზღვაში

თუ ჩვენ დინჯადმივყვებუთ ასეთ საქციელს, დადგება დრო მარადისობაში, როცა ჩვენი გამოდნობა დასრულდება, რაც ახალ აღთქმაში ნიშნავს სრულყოფილებას.