2023
ახალგაზრდებისა და ბავშვების რესურსები
თებერვალი, 2023 წ.


„ახალგაზრდებისა და ბავშვების რესურსები“, ლიახონა, თებერვალი 2023.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა თებერვალი, 2023 წ.

ახალგაზრდებისა და ბავშვების რესურსები

მშობლები ვაჟთან ერთად კითხულობენ წმინდა წერილს

მშობლებს აკისრიათ ძირითადი ვალდებულება, ასწავლონ შვილებს იესო ქრისტესა და მისი სახარების შესახებ. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას აქვს ორგანიზაციები, პროგრამები და სხვა რესურსები იმისთვის, რომ დაეხმარონ მშობლებს ამ ძალისხმევაში. მშობლები, ეკლესიის ხელმძღვანელები და მეგობრები ერთად დაეხმარებიან ყველა ბავშვს და მოზარდს, მოვიდნენ ქრისტესთან.

დაწყებითი საზოგადოების ბავშვები

ბენ ჯონსონის ფოტო

დაწყებითი საზოგადოება

დაწყებითი საზოგადოება არის ეკლესიის ორგანიზაცია 18 თვიდან 11 წლამდე ბავშვებისთვის. დაწყებით საზოგადოებაში ბავშვები, გაკვეთილების, მუსიკისა და ღონისძიებების მეშვეობით სწავლობენ იესო ქრისესა და მისი სახარების შესახებ. დაწყებითი საზოგადოება ეხმარება ბავშვებს, იგრძნონ ღმერთის სიყვარული მათ მიმართ.

აარონის მღვდლობისა და ახალგაზრდა ქალების კლასები

იმ წლის იანვარში, როდესაც ბავშვი 12 წლის გახდება, ის გადადის აარონის მღვდლობის ქვორუმში (ბიჭი) ან ახალგაზრდა ქალების კლასში (გოგონა). ქვორუმებსა და კლასებში ახალგაზრდები აგრძელებენ თავიანთი დამოწმებების გაძლიერებას და სხვებისთვის მსახურებას.

ვიღაცის ხელები ხატავენ სურათს

ბავშვები და ახალგაზრდების პროგრამა

ახალგაზრდა წლებში იესო ქრისტეს „ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე”(ლუკა 2:52). ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამა ეხმარება ახალგაზრდა წევრებს, მიბაძონ ქრისტეს მაგალითს. ისინი იზრდებიან და სწავლობენ ცხოვრების ყველა სფეროში - სულიერად, საზოგადოებრივად, ფიზიკურად და ინტელექტუალურად.

საეკლესიო ჟურნალები

ჟურნალი მეგობარი გახლავთ ეკლესიის ჟურნალი ბავშვებისთვის. ჟურნალიახალგაზრდების გასაძლიერებლად განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის. ეს ჟურნალები მოიცავენ ისტორიებს, სწავლებებსა და ღონისძიებებს, რომლებიც დაწერილია კონკრეტულად ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის.

მითითებების წიგნის ყდა ესპანურად

მითითებების წიგნიახალგაზრდების გასაძლიერებლად

ახალგაზრდების გასაძლიერებლად: არჩევანის გაკეთების გზამკვლევი ასწავლის ახალგაზრდებს სახარების ჭეშმარიტებას. იგი ასწავლის მათ, როგორ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც დაეხმარება მათ, მიბაძონ იესო ქრისტეს. იგი ასევე მოიცავს პასუხებს კითხვებზე, რომლების შესაძლოა გაუძნდეთ ახალგაზდებს იმის შესახებ, როგორ იცხოვრონ სახარების მიხედვით.

სახარების ბიბლიოთეკა

სახარების ბიბლიოთკას აქვს მრავალი ციფრული რესურსი, ვიდეოს, მუსიკის, წმინდა წერილის ისტორიებისა და ღონისძიებების ჩათვლით. იგი ასევე მოიცავს რესურსებს, რომლებიც დაეხმარება მშობლებსა და ხელმძღვანელებს სახარების პრინციპების სწავლებაში. ეს რესურსები შეგიძლიათ იპოვოთ სახარების ბიბლიოთეკაში ChurchofJesusChrist.org და სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციაში.

ა.გ. კონფერენციები

იმ წლიდა, როცა 14 წელი შეუსრულდებათ, ახალგაზრდებს იწვევენ კონფერენციაზე „ახალგაზრდების გასაძლიერებლად“ (ა.გ). ეს ღონისძიებები მოიცავს აქტივობებსა და გაკვეთილებს, რომლებიც ეხარებიან იესო ქრისტეს რწმენის გაძლიერებაში და სულიერ, საზოგადოებრივ და ინტელექტუალურ ზრდაში.