2022
განსხვავებების დაძლევა და სიონის დაარსება
დეკემბერი, 2022 წ.


რეგიონის ხელმძღვანელობის გზავნილი

განსხვავებების დაძლევა და სიონის დაარსება

ყოველთვის გული მიჩუყდება, როცა ვკითხულობ მორმონის წიგნში, როგორ გამოეცხადა მხსნელი ხალხს ამერიკის კონტინენტზე აღმოსავლეთ ნახევარსფეროში თავისი აღდგომის შემდეგ. მან ასწავლა მათ ღვთის გეგმაში მოცემული გამოსყიდვის მნიშვნელობის, მცნებების კურთხევებისა და აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების მნიშვნელობის შესახებ. იგი სულიერად ემსახურებოდა მათ, სათითაოდ1.

უფალი მათთან მხოლოდ რამდენიმე დღე იყო, მაგრამ მისი ვიზიტის გავლენა ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იგრძნობოდა. „და არ იყო მათ შორის განხეთქილება და დავა; და ყოველი ადამიანი თავის მოყვასს სამართლიანად ექცეოდა. და მათ ყველაფერი საერთო ჰქონდათ, ამიტომ არ იყვნენ მდიდარნი და ღარიბნი, მონები და თავისუფალნი, არამედ ყველანი იყვნენ თავისუფალნი და ზეციური ძღვენის თანამოზიარენი“. ... „და ჭეშმარიტად, ღვთის ხელით შექმნილ ადამიანთა შორის, არ იქნებოდა უფრო ბედნიერი ხალხი. იქ არ იყვნენ ყაჩაღები, არც მკვლელები, არ იყვნენ იქ ლამანიელები ან რაიმე სხვა რჯული; არამედ იყვნენ ერთნი, ქრისტეს შვილები და ღვთის სასუფევლის მემკვიდრეები. და რაოდენ კურთხეულნი იყვნენ! ვინაიდან უფალმა აკურთხა ისინი ყოველ მათ საქმეში“2.

რა გამოიწვევდა ამ ცვლილებას ასეთი ხანგრძლივი ეფექტით? პასუხი მარტივია, თუმცა ღრმა. უფლის სწავლებამ და მისმა სახარებამ შეაღწია მათ გულებში, მათ უარი თქვეს ხორციელ ადამიანზე და გახდნენ იესო ქრისტეს მოწაფეები. მათ გულზე ჰქონდათ დაწერილი უფლის სახელი3 და განავითარეს სიონის ხალხის სული, როგორც ენოქის დღეებში.

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც აღნიშნავს ინდივიდუალიზმს, სადაც ჩხუბი და აზრის გამოთქმა სიცოცხლისუნარიანობის გამოხატულებად ითვლება. ჩვენც კი, როგორც ეკლესიის წევრები, ყოველთვის არ ვართ დაზღვეულნი ამ მოვლენებისგან. პანდემიამ ჩვენი მეურვეობები და ოჯახები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ დავიწყეთ საკუთარი თავის განსაზღვრა ჩვენი განსხვავებების მიხედვით, ისევე, როგორც ადამიანებმა მორმონის წიგნიდან და შევქმენით საკუთარი რჯული. იესო ქრისტეს სახარება და სიონის სული გვეხმარება ამ განსხვავებების დაძლევაში.

„სიონი სიონია მისი მცხოვრებთა ბუნების, თვისებებისა და ერთგულების გამო. გახსოვდეთ, „უფალმა უწოდა თავის ხალხს სიონი, ვინაიდან იყვნენ ერთი გულისა და ერთი გონების და ცხოვრობდნენ სამართლიანად; და არ იყო ღარიბი მათ შორის“4. თუ ჩვენ გვსურს ჩვენს სახლებში, სამრევლოებში, მეურვეობებში და პალოებში სიონის დაარსება, ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ამ სტანდარტამდე. … ჩვენ არ შეგვიძლია, დაველოდოთ სიონის მოსვლას ამის მოსახდენად, სიონი მოვა მხოლოდ მაშინ, როცა ეს მოხდება“5.

მაშ, რას ნიშნავს ეს ჩემთვის პრაქტიკული თვალსაზრისით? საიდან დავიწყო, თუ მსურს განსხვავებების დაძლევა და ერთიანობის განმტკიცება?

1872 წ. წინასწარმეტყველმა ბრიგამ იანგმა წმინდანებს მნიშვნელოვანი რამ შეახსენა, რაც, ალბათ, დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. მან თქვა: „შეჩერდით! მოიცადეთ! როცა დილით ადგებით, სანამ ერთ ლუკმას ჩაიდებთ პირში, … თავი დახარეთ უფლის წინაშე, სთხოვეთ მას, გაპატიოთ ცოდვები და დაგიცვათ მთელი დღის განმავლობაში, დაგიცვათ განსაცდელებისგან და ყოველგვარი ბოროტებისგან. წარმართოს თქვენი ნაბიჯები, რათა იმ დღეს გააკეთოთ ის, რაც სასარგებლო იქნება ღვთის სასუფევლისთვის დედამიწაზე. გაქვთ საამისო დრო“?6.

პოზიტიური ცვლილება იწყება თითოეული ჩვენგანიდან და ჩვენი სურვილით, შევიტანოთ პიროვნული წვლილი, ვიყოთ ერთი გული და ერთი გონება, ვიცხოვროთ სამართლიანად და შეგნებულად ვიზრუნოთ ღარიბებსა და გაჭირვებულებზე. მთავარია უფალი ჩვენი მოკავშირე გავხადოთ ყოველივე ამაში და გავზარდოთ რწმენა, იმედი და ქველმოქმედება. „სიონი იქმნება და ყვავის მისი მცხოვრებთა ღვთის შთაგონებული ცხოვრებისა და შრომის გამო. სიონი მოდის არა როგორც ძღვენი, არამედ იმიტომ, რომ სათნო, აღთქმის ხალხი ერთად იკრიბება და აშენებს მას“7.

შენიშვნები

  1. 3 ნეფი 11

  2. 4 ნეფი 2,3,16-18

  3. მოსია 5:12

  4. მოსე 7:18

  5. დ. ტოდ კრისტოფერსონი, Come to Zion, 2008 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია

  6. Keith B. McMullin, Come to Zion! Come to Zion!, General Conference October 2002

  7. Keith B. McMullin, Come to Zion! Come to Zion!, General Conference October 2002