2022
რატომ ვიხდით მეათედს
დეკემბერი, 2022 წ.


„რატომ ვიხდით მეათედს“, ლიახონა, დეკემბერი, 2022 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , დეკემბერი, 2022 წ.

რატომ ვიხდით მეათედს

გამოსახულება
ერთმანეთზე დაწყობილი მონეტები

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები ეკლესიას სწირავენ შემოსავლის ერთ მეათედს. ამას ეწოდება მეათედი. ეს ფული გამოიყენება ეკლესიის საქმიანობისთვის მთელ მსოფლიოში.

რა არის მეათედი?

ღმერთის ერთ-ერთი მცნებაა მისი ეკლესიისთვის მეათედის გადახდა, რაც შეადგენს შემოსავლის ერთ მეათედს. მეათედის გადახდით ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას ღმერთისადმი ჩვენი კურთხევებისთვის. ჩვენ გამოვხატავთ უფლის ნდობას და ყველაფერში დავემორჩილების მზაობას.

გამოსახულება
ადამიანებს მოაქვთ შესაწირი მელქიცედეკისთვის, მეათედის სახით.

მელქიცედეკი— საგანძურის მფლობელი, კლარკ კელი პრაისი.

ძველი აღთქმის სწავლება

ღვთის ხალხი ძველი აღთქმის დროიდან იხდიდა მეათედს. მაგალითად, აბრაამი იხდიდა მეათედს (იხ. დაბადება 14:18-20). მეათედის კანონს ასწავლიდნენ ძველი დროის წინასწარმეტყველები, მოსესა და მალაქიას ჩათვლით (იხ. ლევიანთა 27:30–34; ნეემია 10:35–37; მალაქია 3:10).

მეათედის კანონის აღდგენა

1838 წ. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა ჰკითხა უფალს, როგორ უნდა გადაეხადათ ეკლესიის წევრებს მეათედი. უფლის პასუხი ჩაწერილია მოძღვრება და აღთქმები 119-ში, სადაც ნათქვამია, რომ წევრებმა უნდა გასცენ მოგების ერთი მეათედი ღმერთს (იხ. მუხლი 4). ეკლესიის ხელმძღვანელებმა გვასწავლეს, რას ნიშნავს „მოგება“.

გამოსახულება
ადამიანები ხელს ართმევენ ერთმანეთს კონვერტის გადაცემის მომენტში

ჯეიმი დეილ ჯონსონის ფოტო

როგორ გადავიხადოთ მეათედი

მეათედის გადახდა შესაძლებელია ონლაინ შემოწირულობის ფორმის შევსებით საიტზე donations.ChurchofJesusChrist.org. ან შესაძლოა სპეციალური ფორმის შევსება ფურცელზე და თანხის გადაცემა ეპისკოპოსობის ან მრევლის პრეზიდენტისთვის. ყოველი თანხა იგზავნება ეკლესიის სათაო ოფისში, სადაც ეკლესიის ხელმძღვანელები (პირველი პრეზიდენტობა, თრმეტ მოციქულთა ქვორუმი და თავმჯდომარე ეპისკოპოსობა) ლოცვით წყვეტენ, როგორ გამოიყენონ ეს ფული.

ლოცვა-კურთხევანი

უფალი დაგვპირდა, რომ ვინც იცავს ღვთის მცნებებს, აყვავდება მიწიერად და სულიერად. მეათედი ასევე ლოცავს ღვთის ყოველ შვილს საშუალებით, შეიტყონ მის შესახებ და გაიზარდონ სახარებაში.

გამოსახულება
სოლთ- ლეიქის ტაძარი

როგორ გამოიყენება მეათედის ფონდი

მეათედის თანხა გამოიყენება უფლის ეკლესიის შენებისთვის მთელ მსოფლიოში. ეს მოიცავს ტაძრებისა და სხვა შენობების მშენებლობას, წმინდა წერილებისა და სხვა მასალების ბეჭდვას, ეკლესიის მფლობელობაში მყოფი სკოლების დაფინანსებას, ოჯახურ ისტორიაში და მისიონერულ საქმიანობაში დახმარებას.

მეათედის დეკლარაცია

წელიწადში ერთხელ ეკლესიის წევრები ხვდებიან ეპისკოპოსს (ან მრევლის პრეზიდენტს) რათა განაცხადონ, რომ არიან მეათედის სრული გადამხდელები.

რაზე იხარჯება მეათედი

გამოსახულება
ოკლანდის ტაძარი კალიფორნიაში

ოკლანდის ტაძარი კალიფორნიაში, ლონგინ ლონცხინა უმცროსის ფოტო.

გამოსახულება
მორმონის წიგნები სხვადასხვა ენაზე
გამოსახულება
სამლოცველოები