2021
ღმერთმა გვიბრძანა, მოვინათლოთ
თებერვალი, 2021 წ.


„ღმერთმა გვიბრძანა, მოვინათლოთ“, ლიახონა, თებერვალი, 2021

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა თებერვალი, 2021

ღმერთმა გვიბრძანა, მოვინათლოთ

იესო ქრისტემ გვიჩვენა მაგალითი იმისა, რომ ნათლობა უნდა ჩაატაროს პიროვნებამ, რომელსაც ღვთისგან აქვს უფლებამოსილება ბოძებული.

იესო ქრისტეს პირად ცხოვრებაზე ჩვენ არც თუ ისე ბევრი რამ ვიცით, თუმცა ვიცით ის, რომ იგი მოინათლა 30 წლის ასაკში (იხ. ლუკა 3:23). აი რამდენიმე რამ, რასაც მისი მაგალითიდან ვსწავლობთ ნათლობის შესახებ.

ყოველი ადამიანისთვის

თუ იმ ასაკში ვართ, რომ შეგვიძლია განვასხვავოთ კეთილი ბოროტისაგან, მამაზეციერს სურს, რომ მოვინათლოთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 18:42.). იესო სრულყოფილი იყო, მაგრამ მაინც გააკეთა არჩევანი, მონათლულიყო, რათა დაეცვა ღმერთის მცნებები (იხ. მათე 3:13-17; 2 ნეფი 31:7). უკვე გარდაცვლილებსაც კი შეუძლიათ, მიიღონ ნათლობა. ჩვენ მათ ამას ვთავაზობთ ტაძრებში, როცა მათ ნაცვლად ვინათლებით. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 128:15-18.)

გამოსახულება
ნათლობა

შესრულებულია უფლებამოსილი პირის მიერ

იესო არ მოინათლა შემთხვევითი ადამიანის მიერ. იგი განგებ მივიდა თავის ნათესავთან, იოანესთან, რომელსაც ღმერთისგან ჰქონდა უფლებამოსილება. იესოს სიკვდილისა და მისი მოწაფეების დახოცვის შემდეგ ეს მღვდლობის უფლებამოსილება აღარ არსებობდა დედამიწაზე. 1829 წ, იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა ჯოზეფ სმითს და მისცა მას უფლებამოსილება, მოენათლა ღმერთის სახელით. ამ აღდგენის გამო ჩვენ შეგვიძლია, დღესაც მოვინათლოთ იმავე უფლებამოსილების მქონე პირისგან.

გამოსახულება
აარონის მღვდლობის აღდგენა

ორმხრივი დაპირება

ნათლობა მოიცავს ორმხრივ დაპირებას ანუ აღთქმას ჩვენსა და ღმერთს შორის. ჩვენ ვპირდებით:

  1. ავიღოთ საკუთარ თავზე ქრისტეს სახელი.

  2. ყოველთვის გვახსოვდეს იგი.

  3. ვიცავდეთ მის მცნებებს.

ამის სანაცვლოდ კი ღმერთი გვპირდება, რომ მისი სული ყოველთვის იქნება ჩვენთან. ზიარების ლოცვის სიტყვები გვახსენებს ამ აღთქმას ყოველ კვირას. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79.)

გამოსახულება
ოჯახი ზიარების შეკრებაზე

სულიწმინდის მიღება ნათლობის მნიშვნელოვანი ნაწილია

იესოს ნათლობის შემდეგ სულიწმინდა მოევლინა მას მტრედის სახით (იხ. 2 ნეფი 31:8). დღეს, ნათლობის შემდეგ მონათლულები წევრად მტკიცდებიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი იღებენ განსაკუთრებულ კურთხევას, რომელშიც მათ იწვევენ, მიიღონ სულიერად განმწმენდი სულიწმინდის ძღვენი (იხ 2 ნეფი 31:7). სულიწმინდას შეუძლია, გაგვაფრთხილოს ხიფათის შესახებ, გვანუგეშოს, გაგვაკეთებინოს სწორი არჩევეანი და დაგვეხმაროს, ვიგრძნოთ ღვთის სიყვარული (იხ. მოძღვრება და აღთქმები 39:6).

გამოსახულება
ქალბატონი, რომელიც წევრად მტკიცდება

ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, მოვინანიოთ

ღმერთმა იცოდა, რომ შეცდომებს დავუშვებდით. როგორც არ უნდა გვეცადა, მაინც შევცოდავდით და ვერ მოვახერხებდით ნათლობის დაპირებების შესრულებას. ასე რომ, იგი ყოველ ჩვენგანს აძლევს მონანიების საშუალებას. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 18:13.) ყოველ დღე შეგვიძლია, საუკეთესოდ ვეცადოთ, ბოდიში მოვიხადოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ და ღმერთს მიტევება ვთხოვოთ. მაშინ ზიარების მორჩილი გულით მიღებისას სულიწმინდა შეძლებს ჩვენთან ყოფნას (იხ. 3 ნეფი 18:11).

გამოსახულება
ქალბატონი საწოლთან ლოცულობს

რას ამბობს წმინდა წერილი ნათლობის შესახებ?

მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს ნათლობისთვის მზადებაში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 68:25).

რვა წლის ასაკზე უმცროს ბავშვებს არ სჭირდებათ ნათლობა (იხ. მორონი 8).

ნათლობისას ჩვენ ვპირდებით, რომ „ვიგლოვებთ მათთან ერთად, ვინც გლოვობს … ვანუგეშებთ მათ, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში და ყოველთვის, ყველაფერში და ყველგან, სადაც არ უნდა ვიყოთ, ღმერთის მოწმენი ვიქნებით“ (მოსია 18:9).