2018
მოვემზადოთ, გავიგონოთ ღმერთის ხმა
March 2018


ახალგაზრდები

მოვემზადოთ, გავიგონოთ ღმერთის ხმა

პრეზიდენტი უხთდორფი გვიხსნის, რომ პირველი, რაც ღმერთმა გააკეთა მას შემდეგ, რაც შექმნა ქალი და მამაკაცი - ესაუბრა მათ და მისცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და რჩევები. ჩვენ ვიღებთ იმავე დალოცვებს აპრილისა და ოქტომბრის გენერალური კონფერენციების დროს, როცა ეკლესიის ხელმძღვანელები მოგვმართავენ და გვაძლევენ იმ რჩევას, რომელიც უფალს სურს, მოგვცეს.

ოდესმე თუ მოგისმენიათ ღმერთის ხმა მისი წინასწარმეტყველების მეშვეობით გენერალური კონფერენციის დროს? ოდესმე თუ გიგრძვნიათ, რომ ერთ განსაკუთრებულ გზავნილს მოუცია თქვენთვის პასუხი, რომელსაც ეძებდით? დღიურში შეგიძლიათ ჩაიწეროთ ეს გამოცდილება და თუ როგორ დაგეხმარათ ის. შემდეგ მოემზადეთ, გაიგონოთ უფლის ხმა ამ მომავალ კონფერენციაზე. ამისთვის ჩაიწერეთ კითხვები, რომლებიც გაგიჩნდათ წმინდა წერილის სწავლის დროს. ილოცეთ მამაზეციერისადმი, სთხოვეთ მას, მოგცეთ პასუხები და შთაგონება ამ კონფერენციის დროს. უფლის მსახურების მოსმენისას, მთელი ყურადღება გადაიტანეთ ინდივიდუალურ კარნახებზე. რა ისწავლეთ? როგორ იგრძენით შთაგონება იმისთვის, რომ შეიცვალოთ? ჩაიწერეთ ეს კარნახები, რადგან ეს სულიწმინდა გესაუბრებათ!

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მამაზეციერს უყვარხართ და იგი სწორი მიმართულებით წაგიყვანთ. როცა ცდილობთ, გაიგონოთ უფლის ხმა წინასწარმეტყველების მეშვეობით, თქვენ მიიღებთ დალოცვას და განათლდებით.