2018
ეცადეთ, უკეთ გაიცანით იგი და მისი ოჯახი
February 2018


სტუმრად მოსული მასწავლებლის პროგრამა, თებერვალი, 2018 წ.

უკეთ გაიცანით იგი და მისი ოჯახი

სტუმრად მოსული მასწავლებელი გულწრფელად უნდა ეცნობოდეს ყოველ დას და შეიყვაროს იგი, რათა დაეხმაროს მას რწმენის გაძლიერებაში და ემსახუროს მას.

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

რიტა ჯეფესონი და მისი სტუმრად მოსული მასწავლებელი დამეგობრდნენ მაშინ, როცა საუბრობდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს სახარების პრინციპებს. მაგრამ მათი საუბარი ასევე სიტყვების თამაშს მოიცავდა. რიტას ეს ყველაზე მეტად მოსწონს სტუმრად მოსული მასწავლებლის როლში, რადგან იცის, რომ ისინი მეგობრები არიან და ეს სტუმრობა არაა მხოლოდ ფორმალობა. იმდენი რამაა, რისი კეთებაც დებს ერთბოლივად შეუძლიათ, მაგ. ერთად გასეირნება ან ბაღში მუშაობა, სანამ ბავშვები თამაშობენ.

თორმეტ მოციქულთა ქვორუმის მოციქულმა, უხუცესმა ჯეფრი რ ჰოლანდმა, თქვა: “იფიქრეთ საკუთარ თავზე, როგორც უფლის შვილებთან გამოგზავნილ დესპანებზე. … ჩვენ იმედი გვაქვს … რომ თქვენ ჩამოაყალიბებთ გულწრფელობის, სახარებაზე ორიენტირებულ ხანას წევრთათვის, ერთმანეთზე იზრუნებთ და დაეხმარებით ერთმანეთს, უპასუხებთ ერთმანეთის სულიერ და მიწიერ საჭიროებებს ნებისმიერი შესაძლო ხერხით“.1

უფალმა, მოსეს მეშვეობით, უბრძანა ისრაელის შვილებს: “მკვიდრი თქვენს შორის, ისე იყოს თქვენთან ხიზანი და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი”(ლევიანები 19:34). დები, რომლელბსაც ვსტუმრობთ, შეიძლება იყვნენ „უცხონი“ ჩვენი მსახურების დასაწყისში, მაგრამ როცა უკეთ გავიცნობთ მათ და მათ ოჯახს, გაიზრდება ჩვენი სურვილი, ვატაროთ ერთმანეთის ტვირთი, რათა შევამსუბუქოთ იგი“ და “დავაკავშიროთ გულები ერთიანობასა და ერთმანეთის მიმართ სიყვარულში“ (მოსია 18:8, 21).

რეინა ი. აბურტო, მოწყალების საზოგადოების მეორე მრჩეველი გენერალური პრეზიდენტობიდან, იხსენებს დროს, როცა იგი იყო ახლად გაცილებული ეკლესიის წევრი. „ჩემი სტუმრად მოსული მასწავლებლები მეწვივნენ სახლში“, - თქვა მან, და „მათ ჩემს გულში სიყვარულის გრძნობა შემოიტანეს“.2

განიხილეთ შემდეგი

იმ დების ოჯახებში, რომლებთანაც სტუმრობთ, რომელი მნიშვნელოვანი თარიღები უნდა გახსოვდეთ?

შენიშვნები

  1. ჯეფრი რ.ჰოლანდი “Emissaries to the Church,” Liahona, 2016 წ. ნოემბერი, გვ. 62.

  2. Reyna I. Aburto, “What Has Relief Society Been for Me?” Brigham Young University Women’s Conference, May 5, 2017, LDS.org.