2018
სამი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს
February 2018


ახალგაზრდები

სამი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს

სიტყვა გვახსოვდეს ბევრჯერ გვხვდება მორმონის წიგნში. ნეფიმ შეაგულიანა თავისი ძმები, ახსოვდეთ, როგორ გადაარჩინა ღმერთმა მათი წინაპრები. მეფე ბენჯამინი სთხოვდა თავის ხალხს, ახსოვდეთ ღმერთის სიდიადე. მორონიმ კი მისცა რჩევა მკითხველს, ახსოვდეს, რაოდენ მოწყალეა უფალი.

აუცილებელია, გახსოვდეს მხსნელი. ჩვენ ყოველთვის, ზიარების მიღებისას, აღთქმასაც კი ვდებთ, რომ გვემახსოვრება იგი. პრეზიდენტი აირინგი გვიწვევს, გვახსოვდეს ეს სამი რამ ზიარების დროს.

  1. გახსოვდეთ იესო ქრისტე: წაიკითხეთ წმინდა წერილში, როგორ ემსახურებოდა იგი ადამიანებს და გამოხატავდა სიყვარულს მათ მიმართ. როგორ გრძნობთ მის სიყვარულს? როგორ შეგიძლიათ ემსახუროთ სხვებს და გამოხატოთ სიყვარული მათ მიმართ, როგორც ამას მხსნელი აკეთებდა?

  2. გახსოვდეთ, რა უნდა გააუმჯობესოთ: დაფიქრდით გასული კვირის მოვლენების შესახებ მომნანიებელი გულით. აირჩიეთ ერთი რამ, რისი შეცვლაც შეგიძლიათ და ჩაიწერეთ, რა ხერხით გააუმჯობესებთ ამას. დადეთ თქვენი ჩაწერილი მიზანი ისეთ ადგილას, სადაც ხშირად დაინახავთ მას.

  3. გახსოვდეთ მიღწეული წინსვლა: სთხოვეთ ღმერთს, დაგეხმაროთ თქვენი წინსვლის დანახვაში. ჩაიწერეთ, რას გრძნობთ.

ჩვენ არ ვართ სრულყოფილნი, მაგრამ მხსნელმა იცის ეს. აი რატომ გვთხოვს, გვახსოვდეს იგი. როცა იგი გვახსოვს, ეს გვაძლევს იმედს და გვეხმარება, გაგვიჩნდეს სურვილი უკეთესობისკენ შესაცვლელად. მაშინაც კი, როცა გვავიწყდება და არ გვახსოვს უფალი, „მას ყოველთვის ვახსოვართ“, - ამბობს პრეზიდენტი აირინგი.