2017
ერთნი გულით
September 2017


შინა მასწავლებლის მოწოდება, სექტემბერი 2017

ერთნი გულით

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ მოამზადებს მოწყალების საზოგადოების მიზნის გააზრება ღვთის ასულთ, მარადიული ცხოვრების დალოცვებისთვის?

გამოსახულება
მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

‘და უწოდა უფალმა თავის ხალხს სიონი, რადგან ისინი იყვნენ ერთი გულითა და გონებით და ცხოვრობდნენ მართლად; და არ იყვნენ მათ შორის ღარიბნი“ (მოსე 7:18). როგორ შეგვიძლია გავხდეთ ასეთნი?

უხუცესმა მ. რასელ ბალარდმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან თქვა: “ინგლისური სიტყვის atonement (გამოსყიდვა) შუაგულში მოთავსებულია სიტყვა one (ერთი). ეს რომ კაცობრიობას ესმოდეს, არ იქნებოდა ადამიანები, რომელის მიმართაც გულგრილნი დავრჩებოდით, მიუხედავად მათი ასაკის, ეროვნების, სქესის, რელიგიის, სოციალური თუ ეკონომიური მდგომარეობისა. ჩვენ ვეცდებოდით, მიგვებაძა ქრისტესთვის და არასდროს არ ვიქნებოდით ბოროტნი, გულგრილნი, უპატივისცემლო ან ყურმძიმენი სხვების მიმართ“.1

პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი, პირველი პრეზიდენტობის პირვეელი მრჩეველი, გვასწავლიდა: „იქ, სადაც ხალხში სულიწმინდაა, შეუძლიათ ჰარმონიის იმედი ჰქონდეთ. … ღვთის სული არასდროს არ წარმოქმნის კამათს (იხ 3 ნეფი 11:29). …ამას მივყავართ პირადი სიმშვიდისა და სხვებთან ერთობის გრძნობისკენ“.2

ოჯახურ სირთულეებზე საუბრისას გენერალური პრეზიდენტობის მოწყალების საზოგადოების პირველმა მრჩეველმა, ქეროლ მ. სტეპენსმა, თქვა შემდეგი: „მე არ გამომივლია გაყრა, არ გამომიცდია მიტოვებული ქალის ტკივილი და დაუცველობის გრძნობა, არც მარტოხელა დედასთან დაკავშირებული ვალდებულებები. არ გამომიცდია შვილის სიკვდილი, უნაყოფობა ან იგივე სქესის მიმართ ლტოლვა. არ ამიტანია ძალადობა, არ მქონია ქრონიკული დაავადებები და მავნე ჩვევები. ასე რომ, ამ სირთულეების გამო არ დამჭირვებია ზრდა.

“… მაგრამ ჩემი პირადი გამოცდებისა და გასაჭირის გამო … კარგად გავიცანი ის ერთადერთი, ვისაც ესმის ჩვენი. …და ბოლოს: გამოვცადე ყოველივე ეს ნახსენები მიწიერი გამოცდა დედის, ქალიშვილის, დის, დეიდისა და მეგობრის როლში.

„ჩვენთვის, როგორც აღთქმის დამცველი ღვთის შვილებისთვის მოცემული საშუალება მხოლოდ ის კი არაა, რომ საკუთარ სირთულეებისგან ვისწავლოთ, არამედ ის, რომ გავერთიანდეთ თანაგრძნობაში და შებრალებაში, როცა ღვთის ოჯახის სხვა წევრებს მხარში ვუდგებით მათი დაბრკოლებების დროს“.3

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან და ინფორმაცია

იოანე 17:20–23; ეფესელთა 4:15; მოსია 18:21–22; 4 ნეფი 1:15;

reliefsociety.lds.org

შენიშვნები

  1. M. Russell Ballard, “The Atonement and the Value of One Soul,” Liahona, May 2004, 86.

  2. ჰენრი ბ. აირინგი, „That We May Be One,“ Ensign, May 1998, 67.

  3. ქეროლ მ. სტეპენსი, “ოჯახი ღვთისაა”, ლიახონა, მაისი 2015, 11-12.