2017
ქრისტეს გამოსყიდვა ღმერთის სიყვარულის მტკიცებულებაა
February 2017


შინა მასწავლებლის მოწოდება, თებერვალი 2017 წ.

ქრისტეს გამოსყიდვა ღმერთის სიყვარულის მტკიცებულებაა

ლოცვის განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს.

გამოსახულება
მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

იმის წვდომა, რომ მამაზეციერმა შეწირა მხოლოდშობილი ძე, რათა ვიქონიოთ უკვდავება და მარადიული ცხოვრების პოტენციალი, გვეხმარება ვიგრძნოთ ღმერთის უსასრულობა და მისი უსაზღვრო სიყვარული. ჩვენ მხსნელსაც ვუყვარვართ.

„ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს?. …

„და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მყოფადი,

ვერც სიმაღლე, და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში“ (რომაელთა 8:35, 38-39).

უხუცესმა დ. ტოდ კრისტოფერსონმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან ასე თქვა ქრისტეს გამოსყიდვის შესახებ: „მხსნელის ტანჯვა გეთსიმანიის ბაღში და მისი აგონია ჯვარზე გვიხსნის ცოდვისგან, აკმაყოფილებს რა სამართალის მოთხოვნებს, რომლებიცაა ჩვენზედ. იგი პატიობს და წყალობს მათ, ვინც ინანიებენ. იესო ქრისტეს გამოსყიდვა ასევე აკმაყოფილებს სამართალის ვალდებულებებს, რამეთუ გვკურნავს და გვინაზღაურებს ტანჯვას, რომელსაც უდანაშაულოდ ბოლომდე ვუძლებთ. ‘რამეთუ აჰა, იგი იტანჯება ყოველი ადამიანის ტკივილით, დიახ, ყოველი ცოცხალი არსების ტკივილით - კაცის, ქალის, ბავშვის, ვინც ეკუთვნის ადამის ოჯახს’ (2 ნეფი 9:21; იხ. ასევე ალმა 7:11-12).“1

ქრისტემ ამოგვტვიფრა თავის ხელის გულებზე“ (ესაია 49:16). მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა, ლინდაკ. ბერტონმა, თქვა: „ყოველმა ჩვენგანმა უნდა გაუგზავნოს მამაზეციერს სიყვარულის უზენაესი სიყვა ქმედება, რომლის გამოც მუხლმოდრეკილნი მადლობას ვუხდით მამაზეციერს იმისთვის, რომ მან გამოაგზავნა თავისი სრულყოფილი მხოლოდშობილი ძე, რათა წამებულიყო ჩვენი ცოდვებისათვის, გულისტკივილისა და ყოველივე იმის გამო, რაც ცხოვრებაში უსამართლოდ გვეჩვენება“.2

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან და ინფორმაცია

იოანე 3:16; 2 ნეფი 2:6–7, 9; reliefsociety.lds.org

შენიშვნები

  1. დ. ტოდ კრისტოფერსონი,“Redemption,” ლიახონა მაისი 2013, 110.

  2. ლინდა კ. ბერტონი “Is Faith in the Atonement of Jesus Christ Written in Our Hearts?” Liahona, ნოემბერი 2012, 114.