2014
იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მსახური
June 2014


შინა მასწავლებლის მოწოდება, ივნისი 2014

იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მსახური

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ ამ მასალიდან სხვებს. როგორ ზრდის მხსნელის მისიისა და ცხოვრების გაგება თქვენს რწმენას მასში და ლოცავს მათ, ვისაც თქვენ სტუმრობთ შინა მასწავლებლის პროგრამით? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ reliefsociety.lds.org.

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

როცა სხვებს ვემსახურებით, ჩვენ ვხდებით ჭეშმარიტი მიმდევრები იესო ქრისტესი, რომელმაც მაგალითი დაგვიტოვა. პრეზიდენტმა თომას მონსონმა თქვა: „ჩვენს ირგვლივ იმყოფებიან გაჭირვებულები. … ჩვენ აქ, დედამიწაზე, უფლის ხელებს წარმოვადგენთ და გვაქვს დავალება — ვემსახუროთ და ავამაღლოთ მისი შვილები“.1

ლინდა ბერტონი, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი, გვასწავლიდა: „ვარჯიშის შედეგად, თითოეული ჩვენგანი, ღვთის შვილების მსახურებისას, უფრო დაემსგავსება მხსნელს. იმისთვის, რომ უკეთ ვემსახუროთ ერთმანეთს, მინდა შეგახსენოთ ოთხი სიტყვა: ‘ჯერ დააკვირდი, მერე ემსახურე’. … როცა ასე ვიქცევით, ჩვენ ვიცავთ მცნებებს და ჩვენი მსახურება, ისევე, როგორც პრეზიდენტი მონსონის მსახურება, იქნება ჩვენი მოწაფეობის მტკიცებულება.“2

ჩვენ შეგვიძლია ყოველდღე ვილოცოთ იმისთვის, რომ ამოვიცნოთ სხვებისთვის მსახურების საშუალებები. „მამაზეციერი წინ გაგიძღვებათ და ანგელოზები დაგეხმარებიან“, — თქვა ახალგაზრდა კაცების გენერალურმა პრეზიდენტმა დევიდ ლ. ბექმა. „თქვენ მოგეცემათ ადამიანების ცხოვრების დალოცვის და სულების გადაარჩენის ძალა“.3

წმინდა წერილიდან

მათე 20:25–28; 1 ნეფი 11:27–28; 3 ნეფი 28:18

ჩვენი ისტორიიდან

1856 წლის ოქტომბრის გენერალურ კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა (1801–77) გამოაცხადა, რომ პიონერები ხელის ურიკებით ჯერ კიდევ კვეთდნენ ველებს და ყველას უნდა გაეწია მათთვის დახმარება. ლუსი მიზერვი სმითი წერდა, რომ ქალებმა „გაიხადეს ქვედა კაბები, წინდები და ყველაფერი, რისი დაზოგვაც კი შეეძლოთ იქ, კარავში, და ურიკებზე ააკოკოლავეს“.

როცა გადარჩენილმა პიონერებმა დაიწყეს სოლთ ლეიქ სითიში ჩამოსვლა, ლუსიმ დაწერა: „მთელი ცხოვრების განმავლობაში არც ერთი სამუშაოსგან არ მიმიღია ამაზე მეტი სიამოვნება, არ მქონია ასეთი ერთიანობის გრძნობა. საკმარისი იყო მაღაზიაში მისვლა და ჩემს საჭიროებათა შესახებ შეტყობინება; ქსოვილს საერთოდ უფასოდ გასცემდნენ“.4

პრეზიდენტმა ჯორჯ ალბერტ სმითმა (1870–1951) ასე თქვა სხვებისთვის მსახურების შესახებ: „ჩვენი მარადიული ბედნიერება პროპორციულად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ვეხმარებით სხვებს“.5

განიხილეთ შემდეგი

  1. როგორ შეუძლია ლოცვას გაგვხადოს იარაღი უფლის ხელში?

  2. როგორ გვეხმარება მსახურება ჩვენი აღთქმების დაცვაში?

შენიშვნები

  1. თომას ს. მონსონი, “What Have I Done for Someone Today?” ლიახონა, ნოემბერი 2009, 86.

  2. ლინდა კ.ბერტონი, “First Observe, Then Serve,” ლიახონა, ნოემბერი. 2012, 78, 80.

  3. დევიდ დევიდ ლ. ბეკი, “Your Sacred Duty to Minister,” ლიახონა, მაისი 2013, 56.

  4. ჯოზეფ სმითი, წიგნიდან Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 36–37.

  5. ჯორჯ ალბერტ სმითი, Daughters in My Kingdom, 77.