2014
შემეძლო ინდეკსირებისგან სიამოვნების მიღება?
June 2014


ახალგაზრდები

შემეძლო ინდექსირებისგან სიამოვნების მიღება?

ავტორი ცხოვრობს მექსიკაში, ვერაკრუზში.

მე ვმონაწილეობდი ჩვენი პალოს მიერ დასახული მიზნის მიღწევაში — ჩაგვეტარებინა 50 000 სახელის ინდექსირება. ზოგიერთ შემთხვევაში ჩემს მიერ ჩატვირთული სახელების ნაწილი წასაკითხად ძნელი იყო ხელნაწერის გამო და ზოგჯერ მიჩნდებოდა სურვილი დამებრუნებინა ეს ნაწილი და სხვა ჩამეტვირთა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყველა ასე რომ მოქცეულიყო, ასეთი სახელები სულ ბოლოში დარჩებოდა. მე წარმოვიდგინე სულების სამყაროში ადამიანთა რიგები და გადავწყვიტე გამეგრძელებინა ამ სახელების წაკითხვა და მათი უშეცდომოთ ტრანსკრიბირება.

მე ამ ადამიანების მიმართ სიყვარულის გრძნობა დამებადა. მე მივხვდი, რომ მათ ნამდვილად ესაჭიროებოდათ დახმარება და ჩვენც ასევე გვესაჭიროებოდა მათგან დახმარება. მე უკეთ გავიგე ის, რომ მამაზეციერის სრულყოფილი გეგმა ყველას ითვალისწინებს. როცა ჩვენ მივყვებით შთაგონებას და ღვთის რჩეულ ხელმძღვანელებს, ჩვენ მისი მადლისა და უსაზღვრო სიყვარულის თვითმხილველნი ვხდებით.

ჩემთვის ინდექსირება სასიამოვნო გამოცდილების მიღება იყო. მე გავიგე ოჯახური ისტორიის სიყვარული და ფასი. მე ასევე მივიღე ძვირად ღირებული ძღვენი უფლისგან უბრალოდ იმის გამო, რომ დავემორჩილე ისეთ მარტივ რამეს, როგორიცაა ინდექსირებაში მონაწილეობა.