2013
სადღეისო სწავლება
ნოემბერი 2013


სადღეისო სწავლება

მეოთხე კვირის მელქიცედეკის მღვდლობისა და მოწყალების საზოგადოების გაკვეთილები უნდა მიეძღნას „სადღეისო სწავლებას“. ყოველი გაკვეთილი შეიძლება მომზადდეს სულ ბოლოს ჩატარებული გენერალური კონფერენციის მასალების გამოყენებით (იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი). პალოსა და ოლქის პრეზიდენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ გამოსვლა ან მისცენ ეს დავალება ეპისკოპოსებსა ან მრევლის პრეზიდენტებს. ხელმძღვანელებმა ხაზი უნდა გაუსვან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ მელქიცედეკის მღვდლობის ძმებმა და მოწყალების საზოგადოების დებმა შეისწავლონ იგივე გამოსვლები იმავე კვირას.

ისინი, ვინც მეოთხე კვირის გაკვეთილებს ესწრებიან, უნდა გავამხნევოთ შეისწავლონ და გაკვეთილზე მოიტანონ ჟურნალებში გამოქვეყნებული ბოლო კონფერენციის მასალები.

რჩევები კონფერენციის მასალებით გაკვეთილების მოსამზადებლად

ილოცეთ მასზედ, რომ თქვენი კონფერენციების მასალების შესწავლისა და გადმოცემის დროს, სული წმინდა თქვენთან იმყოფებოდეს. შესაძლოა გაგიჩნდეთ ცდუნება მოამზადოთ გაკვეთილი სხვა მასალების გამოყენებით, მაგრამ კონფერენციის გამოსვლები მოწონებულია სასწავლო პროგრამით. თქვენი დავალებაა დაეხმაროთ სხვებს ისწავლონ სახარება და იცხოვრონ მისი პრინციპების მიხედვით ისე, როგორც ეს გვასწავლეს ეკლესიის ბოლო გენერალურ კონფერენციაზე.

განიხილეთ გამოსვლები, ეძიეთ მათში ის პრინციპები და სწავლებანი, რომლებიც აკმაყოფილებენ მსმენელთა მოთხოვნილებებს. მოიძიეთ მოთხრობები, წმინდა წერილების ნაწყვეტები და გამოსვლებიდან ის მტკიცებულებანი, რომლებიც დაგეხმარებათ ამ ჭეშმარიტებების სწავლებაში.

თქვენთვის შეადგინეთ გეგმა, თუ როგორ ასწავლოთ პრინციპები და მოძღვრება. ჩართეთ შეკითხვები, რომლებიც დაეხმარება მოწაფეებს:

  • გამოსვლებში ეძიონ პრინციპები და მოძვღრება.

  • იფიქრონ მათ მნიშვნელობაზე.

  • გაუზიარონ სხვებს იდეები, გამოცდილება და დამოწმებანი.

  • მოარგონ ეს პინციპები და მოძღვრება მათ ცხოვრებას.

თვეები, რომლებშიც გაკვეთილები ტარდება

მეოთხე კვირის გაკვეთილის მასალა

ოქტომბერი 2013–აპრილი 2014

გამოსვლები 2013 წ. ოქტომბრის გენერალურ კონფერენციაზე*

აპრილი 2014–ოქტომბერი 2014

გამოსვლები 2014 წ. აპრილის გენერალურ კონფერენციაზე*

  • აპრილისა და ოქტომბრის მეოთხე კვირის გაკვეთილებისთვის შეგიძლიათ ამოირჩიოთ გამოსვლები წინა ან ბოლო კონფერენციიდან. ეს გამოსვლები მრავალ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ conference.lds.org.