შინა მასწავლებლის მოწოდება, მარტი 2013
გააქტიურება
ლოცვით შეისწავლეთ ეს მასალა და საჭიროებისამებრ განიხილეთ ის იმ დებთან, რომლებთანაც სტუმრობთ. გამოიყენეთ კითხვები, რათა გააძლიეროთ დები და გახადოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი reliefsociety.lds.org.
რწმენა • ოჯახი • მოწყალება
ჩვენმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა, წაგვაქეზა „მივწვდეთ იმათ, ვისაც ესაჭიროება ჩვენი დახმარება და ამოვიყვანოთ ისინი უფრო მაღალ საფეხურზე ან დავაყენოთ უკეთეს გზაზე. … ეს უფლის სამუშაოა და როცა ჩვენ უფლის სამსახურში ვიმყოფებით … ჩვენ გვენიჭება უფლება მივიღოთ უფლის დახმარება.“1
მრავალი წლის წინ ლავინ ქოლი და მისი შინა მასწავლების პროგრამის დობილი სტუმრობდნენ ნაკლებად აქტიურ დასთან. როცა მათ კარზე დააკაკუნეს დაინახეს ხალათში გამოწყობილი ახალგაზრდა დედა. თავიდან მათ მოეჩვენათ, რომ იგი ავად იყო, მაგრამ სულ მალე მიხვდნენ, რომ მისი პრობლემა ალკოჰოლი იყო. შინა მასწავლებლები ახალგაზრდა გაჭირვებულ დედას გაესაუბრნენ.
როცა იქიდან წამოვიდნენ, მათ თქვეს: „ის ღვთის შვილია. ჩვენ მასზე პასუხისმგებელნი ვართ.“ მათ უფრო ხშირად დაიწყეს მასთან სტუმრობა. ყოველი მისვლის შემდეგ ისინი უკეთესობისკენ ცვლილებებს ხედავდნენ. მათ სთხოვეს დას დასწრებოდა მოწყალების საზოგადოების გაკვეთილებს. თავიდან უხალისოდ, შემდგომ კი რეგულარულად, მან დიწყო გაკვეთილებზე სიარული. შეგულიანების შემდეგ ქალბატონი, მისი მეუღლე და შვილი ეკლესიაში მოვიდნენ. მისმა ქმარმა სულიწმინდა იგრძნო. მან თქვა: „მე ისე მოვიქცევი, როგორც ეპისკოპოსი მირჩევს“. ახლა ისინი ეკლესიის აქტიური წევრები არიან და ტაძარშიც კი ჩაიბეჭდნენ. 2
წმინდა წერილებიდან
ჩვენი ისტორიიდან
დავეხმაროთ მათ, ვინც გზას გადაუხვია, დაუბრუნდნენ ისინი იესო ქრისტეს სახარებას, ყოველთვის იყო უკანასკნელი დღეების წმინდანთა და მოწყალების საზოგადოების წევრის მოვალეობა. პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა (1801–77) თქვა: „მოდით შევიწყალოთ ერთმანეთი … და ნება მივცეთ თვალხილულთ გაუკვლიონ გზა უსინათლოებს, სანამ ისინი თვითონ შეძლებენ საკუთარი გზის გაკვლევას.“3
ელიზა რ. სნოუ, მოწყალების საზოგადოების მეორე გენერალურმა პრეზიდენტმა, მადლიერებით აღნიშნა აშშ-ს იუტას შტატის, ოგდენის დების ურთიერთგაძლიერების ძალისხმევა. „მე კარგად ვიცი, რომ მსახურების დიდი ნაწილი არ მოხვდა ჩანაწერებში“, მაგრამ, როცა დები ახერხებენ მიწვდნენ მათ, ვინც გახდა გულგრილი, ასეთი სამუშაოს შესახებ ჩანაწერები ზეციურ წიგნში გაკეთდება. მან თქვა: „პრეზიდენტმა ჯოზეფ სმითმა თქვა, რომ ეს საზოგადოება შეიქმნა სულების გადასარჩენად. … თქვენი რწმენა, სიკეთე, კეთილი საქმეები და სიტყვები სხვა ჩანაწერშია. … არაფერი არ იკარგება.“4
© 2013 Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. დაბეჭდილია გერმანიაში. ინგლისურად დამტკიცებულია: 6/12. თარგმანი დამტკიცებულია: 6/12. თარგმანი Visiting Teaching Message, January 2013. Georgian. 10663 131
რა შემიძლია გავაკეთო?
-
მყოფნის გამბედაობა საიმისოდ, რომ ვთხოვო ნაკლებად აქტიურ დას ჩემთან ერთად დაესწროს მოწყალების საზოგადოების გაკვეთილს?
-
გრძნობენ დები, რომლებთანაც ვსტუმრობ, თავს თავისუფლად, საიმისოდ, რომ დამისვან შეკითხვები სახარების თაობაზე?