ბავშვები
აირჩიე სიმშვიდე
პრეზიდენტი მონსონი ამბობს, რომ, როცა ვართ სიმშვიდითა და მოწიწებით განმსჭვალულნი, ჩვენ შეგვიძლია უფრო ძლიერი დამოწმება მივიღოთ მამაზეციერის შესახებ და სულიწმინდა უკეთ გვიკარნახებს, თუ როგორ დავეხმაროთ სხვებს.
ჩაიწერეთ ან ისაუბრეთ თქვენს მშობლებთან სიმშვიდის შენარჩუნების ერთ-ერთ ხერხზე. შემდეგ სცადეთ ამ კვირაში ამ ხერხის გამოყენება. ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩაიწეროთ დღიურში ის გრძნობები და კარნახი, რომელიც გაგიჩნდათ.