2012
გიყვარდეთ, იზრუნეთ და განამტკიცეთ
აპრილი 2012


შინა მასწავლებლის მოწოდება, აპრილი 2012

გიყვარდეთ, იზრუნეთ და განამტკიცეთ

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა, და შესაფერ დროს იმსჯელეთ მასზე თქვენს დებთან, მათთან სტუმრობისას. გამოიყენეთ მოცემული კითხვები, რათა განამტკიცოთ თქვენი დები და გადააქციოთ მოწყალების საზოგადოება თქვენი საკუთარი ცხოვრების აქტიურ ნაწილად.

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

როგორც მხსნელი, შინამასწავლებლები ასწავლიან სათითაოდ (იხილეთ 3 ნეფი 11:15). ჩვენ ვიცით, მაშინ ვართ წარმატებულები ჩვენი სწავლების დროს, როდესაც ჩვენს დებს შეუძლიათ სთქვან (1) ჩემი შინამასწავლებელი მეხმარება სულიერ ზრდაში, (2) მე ვიცი, რომ ჩემი შინამასწავლებელი ჭეშმარიტად ზრუნავს ჩემზე და ჩემს ოჯახზე და (3) თუ მე მაქვს რაიმე პრობლემა, ვიცი რომ ჩემი შინამასწავლებელი ჩემი თხოვნის გარეშე მიიღებს სათანადო ზომებს.1

ჩვენ, როგორც შინამასწავლებლებს, როგორ შეგვიძლია გვიყვარდეს, ვიზრუნოთ და განვამტკიცოთ ჩვენი და? ქვევით მოყვანილია ცხრა რჩევა, რომელიც შეგვიძლია წავიკითხოთ წიგნის მე-7 თავში Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society იმისათვის, რომ შინამასწავლებელი ემსახუროს თავის დებს:

  • ილოცეთ ყოველდღიურად მისთვის და მისი ოჯახისათვის.

  • ეცადეთ მიიღოთ შთაგონება მისთვის და მისი ოჯახისათვის.

  • ეწვიეთ დას რეგულარულად, რათა გაიგოთ თუ როგორ არის ასევე, რომ დაამშვიდოთ და განამტკიცოთ.

  • ხშირად ეკონტაქტეთ მას, სტუმრობით, ტელეფონით, წერილებით, იმეილებით, ტექსტური შეტყობინებით და თავაზიანობის უბრალო გამოვლინებებით.

  • მიესალმეთ დას საეკლესიო შეკრებებზე.

  • დაეხმარეთ დას, როდესაც ის გაჭირვებაშია, ავად არის ან სასწრაფოდ სჭირდება რაიმე დახმარება.

  • ასწავლეთ მას სახარება წმინდა წერილებიდან და შინამასწავლებლის მოწოდებიდან.

  • შთააგონეთ მას კარგი მაგალითით.

  • შეატყობინეთ მოწყალების საზოგადოების ხელმძღვანელს, დის სამსახურის, ასევე მისი სულიერი და მატერიალური კეთილდღეობის შესახებ.

წმინდა წერილებიდან

ლუკა 10:38–39; 3 ნეფი 11:23–26; 27:21

ჩვენი ისტორიიდან

„შინამასწავლებლის პროგრამა, უკანასკნელი დღეების წმინდანი ქალებისათვის, მთელს მსოფლიოში, არის სიყვარულის, ზრუნვის და სამსახურის საშუალება იმ სულის ძახილის მიხედვით, რომელიც ღმერთმა დათესა ჩვენს გულებში, ისე როგორც გვასწავლიდა იოსებ სმითი.”2

ახლად დაქვრივებულმა დამ, მის შინამასწავლებლებზე სთქვა: „ისინი მისმენდნენ. მათ მანუგეშეს. მათ იტირეს ჩემთან ერთად. და ჩამეხუტნენ … ისინი დამეხმარნენ, რომ დამეძლია ღრმა სასოწარკვეთილება და დეპრესია, მარტოობის პირველ თვეებში.”3

მატერიალური დახმარება არის ასევე სწავლების ერთერთი ფორმა. 1856 წლის ოქტომბერში გენერალურ კონფერენციაზე, პრეზიდენტმა ბრიგემ იანგმა გამოაცხადა, რომ ხელის ურმებით მომავალი პიონერები ჩარჩენილები იყვნენ ღრმა თოვლში 435–595 კილომეტრის მოშორებით. მან მოუწოდა უკანასკნელი დღეების წმინდანებს სოლთ ლეიქ სიტში, რომ წასულიყვნენ მათ საშველად და ასევე „გაამახვილეთ ძალისხმევები მხოლოდ მათ მატერიალურ საჭიროებებზე.”4

ლუსი მესერვი სმითის ჩანაწერების მიხედვით, ქალებმა იქვე შესწირეს თავიანთი თბილი სამოსელი, ტაბერნაკლის დარბაზში დატვირთეს ურმებზე და გაუგზავნეს თოვლში ჩარჩენილ გაყინულ პიონერებს. მათ ასევე შეაგროვეს თეთრეული და ტანსაცმელები, მათთვის, ვინც მოვიდოდა მცირე ბარგით. როდესაც ხელის ურმებით მომავალმა პიონერებმა მოაღწიეს, ქალაქში შენობა „სავსე იყო მათთვის მომზადებული საქონელით.”5

შენიშვნები

  1. იხილეთ ჯულია ბ. ბექი, “What I Hope My Granddaughters (and Grandsons) Will Understand about Relief Society,” Liahona, ნოემბერი 2011, 113.

  2. Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 112.

  3. Daughters in My Kingdom, 119–20.

  4. ბრიგემ იანგი, “Remarks,” Deseret News, ოქტომბერი 15, 1856, 252.

  5. იხილეთ Daughters in My Kingdom, 36–37.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. როგორ შემიძლია გავიგო თუ რა სჭირდებათ ჩემ დებს?

  2. როგორ გაიგებენ ჩემი დები, რომ მე ღრმად ვზრუნავ მათზე?