2012
„ის აღსდგა’—წინასწარმეტყველის დამოწმება
აპრილი 2012


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, აპრილი 2012

„ის აღსდგა”

წინასწარმეტყველის დამოწმება

„ქრისტიანებისათვის მკაფიო მოწოდებით” პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა გამოაცხადა, რომ იესო ნაზარეელი მკვდრეთიდან აღსდგა. „აღდგომა ყველას აძლევს იმ მშვიდობას, რომელიც აღემატება ჩვენს გაგებას” (იხილეთ ფილიპიელთა 4:7).1

ქვევით მოყვანილ ციტატებში, პრეზიდენტი მონსონი გვიზიარებს მის დამოწმებას და მადლიერებას იესო ქრისტეს აღდგომისადმი და აცხადებს, ვინაიდან ღვთის ძემ დაამარცხა სიკვდილი, მამაზეციერის ყველა შვილები, რომლებიც მოევლინენ დედამიწას, სიკვდილის შემდეგ კვლავ იცოცხლებენ.

სიცოცხლე მოკვდავების მიღმა

„მე მწამს, რომ არცერთ ჩვენგანს არ შეუძლია, ბოლომდე ჩასწვდეს იმის მნიშვნელობას, რაც იესო ქრისტემ გააკეთა ჩვენთვის გეცემანიის ბაღში, მაგრამ, მე ჩემი ცხოვრების ყოველი დღე მადლიერი ვარ მის მიერ, ჩვენთვის მისი გამომსყიდველი მსხვერპლშეწირვისათვის.

„ბოლო წუთს, მას შეეძლო უკან დაეხია. მაგრამ, მან ეს არ გააკეთა. მან გადაიტანა ყველაფერი, იმისათვის, რომ ყველა გამოეხსნა. ამით, მან გვიბოძა სიცოცხლე, რომელიც გაგრძელდება სიკვდილის შემდეგ. მან გვიხსნა ადამის დაცემისაგან.

„მთელი ჩემი სულით მე ვარ მადლიერი მისადმი. მან გვასწავლა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. მან გვასწავლა თუ როგორ უნდა მოვკვდეთ. მან აიღო თავის თავზე ჩვენი ხსნა.”2

სიკვდილის ბნელეთის გაფანტვა

„ზოგიერთ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი ავადმყოფობით იტანჯება, სიკვდილი ევლინება, როგორც მისი მოწყალე ანგელოზი. მაგრამ უმეტესწილად, მას აღვიქვავთ, როგორც ადამიანის ბედნიერების მტერს.

„სიკვდილის ბნელეთი, შეიძლება გაიფანტოს, ნაბოძები ჭეშმარიტების შუქით. უფალმა სთქვა, ‘მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე.’ ‘ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე.’

„ეს დაპირება და ჭეშმარიტი წმინდა აღთქმა, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე, ჩვენ გვაძლევს მხსნელის მიერ დაპირებულ მშვიდობას, რომელიც მან აღუთქვა მოწაფეებს: ‘მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი, რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული, და ნურც შეშინდება.’”3

ის აქ არ არის.

„ჩვენი მხსნელი კვლავ ცოხცხალი იყო.” ყველაზე ბრწყინვალე, მანუგეშებელი და დამაიმედებელი, რაც ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში იყო სიკვდილზე გამარჯვება. გეთსიმანიის და გოლგოთას ტკივილი და აგონია დამთავრდა. კაცობრიობის ხსნა განხორციელდა. ადამის დაცემა გადალახული იქნა.

„ცარიელი აკლდამა, აღდგომის დილას, იყო პასუხი იობის შეკითხვაზე, ‘როცა მოკვდება კაცი, განა გაცოცხლდება?’ მათ ვისაც ესმით ჩემი ხმა, ვუცხადებ რომ, როცა მოკვდება კაცი, იგი გაცოცხლდება. ჩვენ ვიცით, რადგან გვაქვს სინათლე გამოცხადებული ჭეშმარიტებისა. …

„ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ჩვენი ღრმა მწუხარების ჟამს, შეგვიძლია მივიღოთ ჭეშმარიტი მშვიდობა, აღსდგომის დილას ნათქვამი ანგელოზის სიტყვებიდან, ‘აქ არ არის, ვინაიდან აღდგა.’”4

ყველა ადამიანი აღსდგება

„ჩვენ ვიცინით, ვტირით, ვშრომობთ, ვთამაშობთ, გვიყვარს, ვცოცხლობთ.” და შემდეგ ვკვდებით. …

„და მკვდრები ვიქნებოდით, რომ არა ერთი ადამიანი, დიახ იესო ნაზარეველი და მისი მისია. …

„მთელი ჩემი გულით და სულით, მე ვიმაღლებ ხმას გიზიარებთ ჩემს განსაკუთრებულ დამოწმებას და ვაცხადებ, რომ ღმერთი არის ცოცხალი. იესო არის მისი მხოლოდშობილი ძე, სისხლით და ხორცით. ის არის ჩვენი მხსნელი, მამაზეციერთან ჩვენი შუამავალი. ის იყო, რომელიც გარდაიცვალა ჯვარზე ჩვენი ცოდვებისათვის. ის გახდა აღდგომის ნათავარი. რადგან ის მოკვდა, ჩვენ კვლავ ვიცოცხლებთ.”5

პირადი დამოწმება

„მე ვაცხადებ ჩემს პირად დამოწმებას, რომ სიკვდილი იქნა დამარცხებული და გამარჯვება საფლავზე მოპოვებულია. დაე მის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომელიც აღასრულა, ყველამ გაიაზროს და გაითავისოს. გახსოვდეთ ისინი. სათუთად მოუარეთ. დააფასეთ. ის აღსდგა.6

შენიშვნები

  1. “He Is Risen,” Liahona, აპრილი 2003, 7.

  2. “At Parting,” Liahona, მაისი 2011, 114.

  3. “Now Is the Time,” Liahona, იანვარი 2002, 68; იხილეთ ასევე იოანე 11:25–26; 14:27.

  4. „იგი აღსდგა,” Liahona, მაისი 2010, 89, 90; იხილეთ ასევე იობი 14:14; მათე 28:6.

  5. “I Know That My Redeemer Lives!” Liahona, მაისი 2007, 24, 25.

  6. Liahona, აპრილი 2003, 7.

ამ მოწოდების სწავლება

როდესაც გაუზიარებთ პრეზიდენტ მონსონის მოწოდებიდან ციტატებს, აღნიშნეთ ის დამოწმება, რომელიც გამოხატავს აღდგომის ჭეშმარიტებას. ოჯახის წევრებს თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვები: „რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც ცოცხალი წინასწარმეტყველი მოწმობს ამ ჭეშმარიტებების შესახებ დღეს? როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი თქვენს ცხოვრებაში?” შეგიძლიათ დაუმატოთ თქვენი დამოწმება.