2012
ჩემი სასუფევლის ქალიშვილები
მარტი 2012


შინა მასწავლებლის მოწოდება, მარტი 2012

ჩემი სასუფევლის ქალიშვილები

შეისწავლეთ ეს მასალა და საჭიროებისამებრ განიხილეთ ის დებთან, ვისაც სტუმრობთ. დაუსვით შეკითხვები, რათა შეძლოთ თქვენი დების განმტკიცება და ასევე იმისათვის, რომ მოწყალების საზოგადოება გახდეს თქვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი.

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

ჩვენ მამაზეციერის ქალიშვილები ვართ. ის გვიცნობს, ჩვენ მას ვუყვარვართ, და მას აქვს ჩვენთვის გეგმა. ამ გეგმის ნაწილია ჩვენი დედამიწაზე მოსვლა და არჩევანის გაკეთება სიკეთეზე და არა ბოროტებაზე. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს ვიცხოვროთ ღვთის მცნებების შესაბამისად, ამით გამოვხატავთ ღვთის მიმართ პატივისცემას და ვაღიარებთ იმ ფაქტს, რომ ვართ მამაზეციერის ქალიშვილები. მოწყალების საზოგადოება გვეხმარება ყოველთვის გვახსოვდეს ეს ღვთაებრივი მემკვიდრეობა.

მოწყალების საზოგადოება და მისი არსებობის ისტორია ძალას გვმატებს და გვერდში გვიდგას. ჯული ბ. ბექი, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი, ამბობს: „თქვენ, როგორც მამაზეციერის ქალიშვილები, ქალური ბუნებითა და მოვალეობებით, ემზადებით მარადიული ვალდებულებებისათვის. ოჯახის, საზოგადოების, ამ ეკლესიის და ფასდაუდებელი ხსნის გეგმის წარმატება დამოკიდებულია თქვენს ერთგულებაზე… (ჩვენმა ზეციერმა მამამ) განიზრახა მოწყალების საზოგადოების შექმნა თავისი ხალხის გასაძლიერებლად და სატაძრო ლოცვა-კურთხევის მისაღებად. მან დააარსა მოწყალების საზოგადოება, რათა მის ქალიშვილებს აქტიური მონაწილეობა მიეღოთ ღვთის სასუფევლის აშენების საქმეში და სიონის ოჯახების გაძლიერებაში.”1

მამაზეციერმა თავისი სასუფევლის ასაშენებლად განსაკუთრებული დავალება მოგვცა. მან ასევე დაგვლოცა სულიერი ძღვენით, რომელიც ამ სამუშაოს შესასრულებლად გვჭირდება. მოწყალების საზოგადოების მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ნობათი ოჯახების განმტკიცებისათვის, გაჭირვებულთა დასახმარებლად და იმისთვის, რომ ვისწავლოთ, როგორ გავხდეთ იესო ქრისტეს მოწაფენი.

პირველ პრეზიდენტთა მეორე მრჩეველმა, დიტერ უქტდორფმა, ასე მოიხსენია მოწაფეობა: „მოწაფეობის გზაზე მოთმინებით სიარულით, ჩვენ ვუჩვენებთ საკუთარ თავს, ჩვენი რწმენის ხარისხს და მზადყოფნას მივანიჭოთ უპირატესობა, ღვთის ნებას.”2

მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ღვთის ქალიშვილები ვართ და ვეცადოთ ვიცხოვროთ ისე, როგორც მის მოწაფეებს შეეფერება. თუ ასე ვიცხოვრებთ, ჩვენ დავეხმარებით ღმერთს დედამიწაზე მისი სასუფევლის აშენების საქმეში და ღირსნი გავხდებით მის გვერდით ცხოვრებისა.

წმინდა წერილებიდან

ზაქარია 2:10; მოძღვრება და აღთქმები 25:1, 10, 16; 138:38–39, 56; „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს” (Liahona და Ensign, ნოემბერი 2010, 129)

ჩვენი ისტორიიდან

1842წ. 28 აპრილს, წინასწარმეტყველმა იოსებ სმითმა მიმართა მოწყალების საზოგადოების დებს: „თქვენ ამჟამად იმყოფებით იმ მდგომარეობაში, როცა შეგიძლიათ იმოქმედოთ იმ ბუნებრივი სათნოების შესაბამისად, რომლითაც ასე უხვად დაგაჯილდოვათ ღმერთმა…თუ თქვენ იცხოვრებთ ამ უპირატესობის გათვალისწინებით, თვით ანგელოზები დაგიდგებიან გვერდში.”3

მოწყალების საზოგადოების მესამე გენერალურმა პრეზიდენტმა, ზინა დ. ჰ. იანგმა, აღნიშნა მოწყალების საზოგადოების ძალა ადამიანებისთვის მსახურებისა და მათი რწმენის გაძლიერების საქმეში. მან დებს 1893წ. ასეთი დაპირება მისცა: „თუ გულის სიღრმეში ჩაიხედავთ, სული წმინდის დახმარებით აღმოაჩენთ ძვირფას მარგალიტს, როგორც ამ საქმის დამოწმებას.”4

შენიშვნები

  1. ჯული ბ. ბექი “‘Daughters in My Kingdom’: The History and Work of Relief Society,” Liahona, ნოემბერი 2010, 112, 114.

  2. დიტერ ფ. უხტდორფი, “The Way of the Disciple,” Liahona, მაისი 2009, 76.

  3. იოსებ სმითი, History of the Church, 4:605.

  4. ზინა დ. ჰ.იანგი “How I Gained My Testimony of the Truth,” Young Woman’s Journal, აპრილი 1893, 319.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. როგორ შემიძლია დავეხმარო დებს, მათი ღვთაებრივ პოტენციალის მოპოვებაში?

  2. როგორ შემიძლია მოვარგო საკუთარ ცხოვრებას მოძღვრება და აღთქმებში 25 მოცემული რჩევა და გაფრთხილება?