2012
რისთვის გვჭირდება წინასწარმეტყველები?
მარტი 2012


პირველ პრეზიდენტთა მოწოდება, მარტი 2012

რისთვის გვჭირდება წინასწარმეტყველები?

რადგან მამაზეციერს უყვარს თავისი შვილები, მას ისინი არ მიუტოვებია ამ მიწიერ ცხოვრებაში, თავისი რჩევა-დარიგებების გარეშე. მამაზეციერის სწავლებანი არ გახლავთ, არც მარტივი და არც ჩვეულებრივი, და არც ისეთი რამ, რისი შეძენაც ადგილობრივ წიგნების მაღაზიებშია შესაძლებელი. ეს ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე ზეციური არსების სიბრძნეს წარმოადგენს, იმ არსების, რომელსაც უყვარს თავისი შვილები. მის სიტყვებში დაფარულია ყველა დროის ამ და იმ ქვეყნიური ბედნიერების გასაღები.

მამაზეციერი, თავისი მსახურების, წინასწარმეტყველების მეშვეობით, უმხელს თავის სიბრძნეს დედამიწაზე მცხოვრებ შვილებს (იხ. ამოსი 3:7). ადამიდან დაწყებული, ღმერთი ყოველთვის ესაუბრებოდა თავის შვილებს მის მიერ რჩეულ გულთმისნების მეშვეობით, რომლებსაც ეკისრებოდათ სხვებისთვის ღვთის ნებისა და რჩევადა-რიგების გამხელა. წინასწარმეტყველები შთაგონებული მასწავლებლები არიან და მუდამ წარმოადგენენ იესო ქრისტეს რჩეულ მოწმეებს (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 107:23). წინასწარმეტყველები ესაუბრებიან არა მარტო თავისი ეპოქის წარმომადგენელთ, არამედ ყველა დროის ადამიანებს. მათი ხმა საუკუნეების მანძილზე ექოსავით ვრცელდება მამაზეციერის მიერ თავისი შვილების მიმართ მისი ნების დასამოწმებლად.

უფალს დღესაც ისე უყვარს თავისი ხალხი, როგორც წარსულში. იესო ქრისტეს ეკლესიის აღდგენის ერთ-ერთი შესანიშნავი გზავნილია ის, რომ ღმერთი ახლაც მიმართავს თავის შვილებს. ის ზეცაში კი არ იმალება, არამედ დღესაც, როგორც საუკუნეების წინ, ესაუბრება მათ.

ის, რასაც უფალი უმხელს თავის წინასწარმეტყველებს, მეტ წილად გამიზნულია იმისათვის, რომ არ დაუშვას არც თითოეული ადამიანის, და არც საზოგადოების ცხოვრებაში წუხილი. ღმერთი, როცა არ უნდა გვესაუბრებოდეს, აკეთებს ამას ჩვენი განსწავლის, განწმენდის, გაფრთხილების და სულის ამაღლების მიზნით. როცა ცალკეული ადამიანები და მთელი საზოგადოება ახდენენ მამაზეციერის რჩევა-დარიგებების იგნორირებას, ისინი ტანჯვის და სირთულეების მახეში ებმევიან.

ღმერთს ყოველი თავისი შვილი უყვარს, აი რატომ მოგვმართავს ის ასე დაჟინებით წინასწარმეტყველთა საშუალებით. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ საყვარელ ადამიანებს, მამაზეციერსაც ჩვენთვის ყოველივე სიკითე სურს. აი რატომ არის მისი დარიგებანი სასიცოცხლოდ ასე მნიშვნელოვანი და ზოგჯერ გადაუდებელიც კი. აი რატომ არ მიუტოვებივართ მას დღეასაც და გვამცნობს თავის ნებას წინასწარმეტყველთა მეშვეობით. როგორც ჩვენი, ასევე მთელი მსოფლიოს ბედი დამოკიდებულია იმაზე, მივიღებთ თუ არა ღმერთის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს თავისი შვილების მიმართ.

ღვთის შეუფასებელი რჩევა-დარიგებანი კაცობრიობის მიმართ თავმოყრილია ბიბლიაში, მორმონის წიგნში, მოძღვრება და აღთქმებში და ძვირფას მარგალიტში. ამის გარდა უფალი გვესაუბრება თავისი მსახურების, წინასწარმეტყვ ელების მეშვეობით და იგი კვლავაც მოგვმართავს ჩვენ შემდგომ გენერალურ კონფერენციაზე.

ყოველ ადამიანს, ვისაც ეჭვი ეპარება იმაში, რომ ეს შესაძლებელია, ვისაც დაებადება შეკითხვა: „რამდენად რეალურია ის, რომ ღმერთი დღესაც გვესაუბრება?”, მთელი სულითა და გულით გიწვევთ: „წამოდით და ნახეთ” (იოანე 1:46). წაიკითხეთ ღმერთის სიტყვა წმინდა წერილებში. მოუსმინეთ გენერალურ კონფერენციას სურვილით გაიგონოთ ღმერთის სიტყვა, რომელსაც მისი თანამედროვე წინასწარმეტყველები გადმოგვცემენ. მოდით, მოისმინეთ და იხილეთ გულით, რამეთუ თუ თქვენ ეძებთ სუფთა გულით, წრფელი განზრახვით და ქრისტეს მიმართ რწმენით, ღმერთი სული წმინდის ძალით გაგიმხელთ ჭეშმარიტებას” (მორონი 10:4). ზუსტად ამ ძალის მეშვეობით მე ვიცი, რომ იესო ქრისტე ცოცხალია და თავის ეკლესიას უდგას სათავეში თანამედროვე წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ თომას ს. მონსონის სახით.

დებო და ძმებო, ღმერთი დღესაც მოგვმართავს. მას სურს, რომ მისმა შვილებმა მოისმინონ და გაიგონონ მისი ხმა. თუ ასე მოვიქცევით, უფალი დაგვლოცავს და გაგვაძლიერებს ამქვეყნიურ და იმ ქვეყნიურ ცხოვრებაში.