ბიბლიოთეკა
ძლიერი დამოწმება ღმერთის შესახებ: მორმონის წიგნი


ძლიერი დამოწმება ღმერთის შესახებ: მორმონის წიგნი

მორმონის წიგნი - ღმერთის უდავო მოწმობა იესო ქრისტეს ღვთიურიბის, ჯოზეფ სმითის წინასწარმეტყველური მოწოდებისა და ამ ეკლესიის აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ.

მორმონის წიგნი არის არა მხოლოდ სომის ქვაჩვენი რელიგიისა, არამედ მას შეუძლია გახდეს ჩვენი დამოწმების სომის ქვაც, ასე რომ როცა განსაცდელი ან პასუხის გარეშე მყოფი კითხვა დაგვიპირისპირდება, იგი ჩვენს მოწმობას თავის ადგილას დატოვებს. ეს წიგნი სასწორის ერთ მხარესაა, რომელიც გადაწონის სასწორის მეორე მხარეზე მოთავსებულ ერთად თავმოყრილ კრიტიკოსთა არგუმენტებს. რატომ? იმიტომ, რომ თუ იგი ჭეშმარიტია, მაშინ ჯოზეფ სმითი იყო წინასწარმეტყველი და ეს არის იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესია, მიუხედავად ისტორიული ან სხცა ტიპის საპირისპირო არგუმენტებისა. ამ მიზეზის გამო, კრიტიკოსები ცდილობენ მორმონის წიგნის უარყოფას, მაგრამ აწყდებიან დაუძლეველ წინააღმდეგობებს, რადგან ეს წიგნი ჭეშმარიტია.

პირველ რიგში კრიტიკოსებმა უნდა ახსნან, როგორ შექმნა 23 წლის ფერმაში გაზრდილმა ბიჭმა მწირი განათლებით წიგნი, სადაც ასობით უნიკალური სახელი და ადგილია ნახსენები, აგრეთვე დეტალურად აღწერილი ამბები და მოვლენები. შესაბამისად, მრავალი კრიტიკოსის აზრით იგი იყო შემოქმედი გენიოსი, რომელიც მორმონის წიგნის ისტორიული შინაარსის შესადგენად ეყრდნობოდა უამრავ წიგნს და სხვა ადგილობრივ რესურსებს. მაგრამ მათი მტკიცებულებების საპირისპიროდ არ არსებობს მოწმე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ნანახი ჰყავდა ჯოზეფი თარგმანის დაწყებამდე რომელიმე ამ სავარაუდო რესურსებთან.

ეს არგუმენტი ჭეშმარიტი რომ ყოფილიყო, მაინც ძალიან არასაკმარისია მორმონის წიგნის არსებობის ახსნა. საჭიროა უპასუხო კითხვას: „როგორ წაიკითხა ჯოზეფ სმითმა ყველა ეს სავარაუდო რესურსი, ამოაგდო რაც არ ეხება, დატოვა საჭირო ფაქტები, თანაც თანმიმდევრულად, ვინ, სად და როდის იმყოფებოდა და შემდეგ სრულყოფილად დაიმახსოვრა და უკარნახა ისინი, რამეთუ თარგმანის დროს ჯოზეფს არ ჰქონდა არსად ჩანაწერები. ფაქტობრივად, მისი მეუღლე, ემა, იხსენებდა: „მას არ ჰქონდა არც ხელნაწერი და არც წიგნი, რომლიდანაც წაიკითხავდა. ... რაიმე მსგავსი რომ ჰქონოდა, მე ვერ დამიმალავდა ამას“.1

ასე რომ, როგორ მოახერხა ჯოზეფმა ამ 500-ზე მეტ გვერდიანიწიგნის კარნახი ყოველგვარი ჩანაწერბის გარეშე? ამისთვის არა მხოლოდ გენიოსი უნდა იყო, არამედ ფოტოგრაფიული მეხსიერება უნდა გქონდეს. მაგრამ თუ ეს ასეა, რატომ არ ამახვილებენ კრიტიკოსები ამ არაჩვეულებრივ ნიჭზე ყურადღებას?

ამის გარდა, ეს არგუმენტები ეხება მხოლოდ წიგნის ისტორიულ შინაარსს, რეალობა რჩება: როგორ მოავლინა ჯოზეფმა წიგნი, რომელიც სულიწმინდას ასხივებს და სად იპოვა ასეთი ღრმა დოქტრინა, რომელიც მეტწილად გვიხსნის ანუ უპირისპირდება იმ დროის ქრისტიანულ მრწამსს?

მაგალითად, მორმონის წიგნი გვასწავლის, მრავალი ქრისტიანული მრწამსის საპირისპიროდ, რომ ადამის დაცემა იყო წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯი. იგი გვიმხელს ნათლობის დროს დადებულ აღთქმას რაც არ მოიპოვება ბიბლიაში.

ამის გარდა, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: „საიდან მიიღო ჯოზეფმა ის ძლიერი შთაგონება, რომ ქრისტეს გამოსყიდვის გამო მას შეუძლიაარა მხოლოდ განგვწმინდოს არამედ სრულგვყოს? სად იპოვა რწმენის ეს საოცარი ქადაგება ალმას წიგნში? ან მეფე ბენჯამინის ქადაგება მხსნელის გამოსყიდვის შესახებ, იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი ქადაგებები ამ თემაზე ყველგან წმინდა წერილებშია მოცემული? ან ზეითუნის ხის ალეგორია მთელი მისი სირთულითა და დოქტრინალური სიუხვით? როცა ამ ალეგორიას ვკითხულობ, ჩემთვის ნახაზს ვაკეთებ, რათა ჩახლართულობებში გავერკვიო. ახლა უნდა დავიჯეროთ, რომ ჯოზეფ სმითი თავისით კარნახობდა ამ ქადაგებებს და არსად არ ჰქონდა ჩანაწერები?

ამ დასკვნის საპირისპიროდ, ღმერთის თითების ანაბეჭდები მთელ მორმონის წიგნში ჩანს და ამისდასტურია მისისაოცარი დოქტრინალურიჭეშმარიტება, განსაკუთრებით იესო ქრისტეს გამოსყიდვი სოსტატური ქადაგება.

თუ ჯოზეფი არ იყო წინასწარმეტყველი, მაშინ იმისთვის, რომ ჩაეწერა ეს და მრავალი სხვა გამოჩენილი დოქტრინალური შთაგონება, კრიტიკოსებმა უნდა დაუშვან, რომ იგი ასევე თეოლოგიის დარგში იყო გენიოსი. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა უნდა დაისვას კითხვა: რატომ იყო ჯოზეფი ერთადერთი ქრისტეს მსახურების 1800 წ. შემდეგ, რომელმაც მოავლინა უნიკალური ამომწურავი დოქტრინის ასეთი ფართო მონახაზი? იმიტომ, რომ ამ წიგნის წყარო გამოცხადება და არა გენიოსობა იყო .

დავუშვათ, ჯოზეფი იყო შემოქმედი და გენიოსი თეოლოგიის დარგში, ფოტოგრაფუილი მეხსიერებით. მარტო ამდენი ნიჭიც კი ვერ აქცევდა მას გამოცდილ მწერლად. მორმონის წიგნის არსებობის დასამტკიცებლად კრიტიკოსებმა უნდა ასევე აღიარონ, რომ ჯოზეფი იყო ბუნებისგან დაჯილდოვებული მწერალი 23 წლის ასაკში. სხვაგვარად, როგორ აეწყობოდა ასე თანმიმდევრულად ამდენი სხვადასხვა სახელი და ადგილი? როგორ ჩაიწერდა იგი საომარ სტრატეგიას დეტალებში, მჭერმეტყველურად შეადგენდა ქადაგებებს და მოიფიქრებდა ფრაზებს, რომლებსაც მოინიშნავენ, იზეპირებენ, ციტირებენ, მილიონობით ადამიანი აკრავს მაცივარზე? მაგალითად, „როცა მოყვასს ემსასურები შენ ემსახურები ღმერთს“,(მოსია 2:17) ან „ადამიანები იმისთვის არსებობენ, რომ ჰქონდეთ სიხაული“.(2 ნეფი 2:25). ეს ფრაზები ცოცხალია, ეს არის ის გზავნილები, რომლებიც სუნთქავენ, აქვთ გულისცემა და შთაგვაგონებენ. იმის დაშვება, რომ ჯოზეფ სმითი 23 წლის ასაკში ამ მონუმენტური შრომისთვის საჭირო უნარებს ფლობდა, რათა დაახლოებით 65 სამუშაო დღეში შავი ნაწერის გარეშე იგი დაემთავრებინა, რეალობას ეწინააღმდეგება.

პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი, გამოცდილი და მარჯვე მწერალი, აღიარებს, რომ ბოლო გენერალური კონფერენციისთვის მან გამოსვლა 40 ზე მეტჯერ ჩაასწორა. გვჯერა, რომ ჯოზეფ სმითმა, დამოუკიდებლად, შავი ნაწერისგარეშე, უკარნახა მთლიანი მორმონის წიგნი და მოგვიანებით მასში ძირითად მხოლოდ უმნიშვნელო გრამატიკული ცვლილებები იქნა შეტანილი?

ჯოზეფის მეუღლემ, ემამ, დაგვიმტკიცა, რომ ეს შეუძლებელი იყო. „ჯოზეფ სმითს [ახალგაზრდობაში] არ შეეძლო გამართულად არც წერილის დაწერა და არც კარნახი; მორმონის წიგნზე საუბარი ხომ ზედმეტია“.2

და ბოლოს, გინდაც ვინმემ მიიღოს ყველა ეს არგუმენტი, როგორი საეჭვოც არ უნდა იყოს იგი, კრიტიკოსებს მოუწევთ მეორე უზარმაზარი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩენა. ჯოზეფი ამტკიცებდა, რომ მორმონის წიგნი დაწერილი იყო ოქროს ფირფიტებზე. ეს მტკიცება სულ კრიტიკის ქვეშ იყო, რამეთუ „ყველამ“ იცის, რომ ძველად ყველაფერი პაპირუსზე ან პერგამენტზე იწერებოდა, იქამდე, სანამ მეტალის ფირფიტებს აღმოაჩენდენ ძველი ნაწერებით. ამის გარდა, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ცემენტის გამოყენება, როგორც ეს აღწერილია მორმონის წიგნში, იმ ადრეულ დღეებში ამერიკაში არ ხდებოდა და მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინეს ძველი ცემენტის ნაგებობები. ახლა როგორ ახსნიან ამ და მსგავს აღმოჩენებს? ჯოზეფი, როგორც ხედავთ, ასევე უნდა ყოფილიყო ძალიან, ძალიან იღბლიანი გამომგონებელი. მიუხედავად ყოველივე ამისა, ყოველი არსებული მეცნიერული და აკადემიური ცოდნისა, მან სწორად გამოიცნო, როცა სხვები ცდებოდნენ.

როცა ყველაფერი ნათქვამი და შესრულებულია, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: როგორ დაიჯერებდა ვინმე ყოველივე ამ საეჭვო ფაქტორებს და ძალებს, რასაც კრიტიკოსები სთავაზობენ, რამაც შემთხვევით მოიყარა თავი ისე, რომ მისცეს ჯოზეფს მორმონის წიგნის დაწერის საშუალება და ასეთნაირად სატანური ტყუილის წარმოჩენა. რა აზრი აქვს ამას? ასეთი მტკიცების საწინააღმდეგოდ ამ წიგნმა შთააგონა მილიონობით ადამიანი, უარერყვათ სატანა და ქრისტეს მსგავსად ეცხოვრათ.

როცა ვინმე აირჩევს კრიტიკოსების დაჯერებას, ჩემი წარმოდგენით ეს სულიერი და ინტელექტუალური ჩიხია. ეს რომ დავიჯერო, ზედიზედ ერთი მეორეზე უნდა მივიღო დაუმტკიცებელი ვარაუდი, ამის გარდა, უნდა უარვყო 11 მოწმის 3 დამოწმებები, რომლებიც ამ მოწმობის ერთგულნი დარჩნენ ბოლო დღემდე; ასევე უნდა უარვყო ღვთიური დოქტრინა, რომლიც ჭეშმარიტებაც ამ წმინდა წიგნის ყოველ გვერდზეა; უნდა უარვყო ის ფაქტი, რომ მრავალი ადამიანი, ჩემი ჩათვლით, მოუახლოვდა ღმერთს ამ წიგნის წაკითხვით უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა წიგნის მეშვეობით და რაც ყველაზე მთავარია, უნდა უარვყო სულიწმინდის დამადასტურებელი ჩურჩული. ეს იქნებოდა საპირისპირო ყოველივე იმისა, რაც ვიცი, არის ჭეშმარიტი.

ჩემმა ერთ-ერთმა კარგმა გონიერმა მეგობარმა ცოტა ხნით დატოვა ეკლესია. მან ასე მომწერა დაბრუნებისას: „თავიდან მინდოდა, რომ მორმონის წიგნი დაემტკიცებინათ ჩემთვის ისტორიულად, გეოგრაფიულად, ლინგვისტურად და კულტურის თვალსაზრისით. მაგრამ როცა ფოკუსირება მოვახდინე იმაზე, რას ასწავლის იგი იესო ქრისტე სახარებისა და მისი ხსნის მისიის შესახებ, მე მისი ჭეშმარიტების მოწმობა მივიღე. .. ერთხელ, მორმონის წიგნის კითხვისას ჩემს ოთახში, მე გავჩერდი, დავიჩოქე და გულით ვილოცე და ცხადად ვიგრძენი, რომ მამაზეციერმა ჩასჩურჩულა ჩემს სულს, რომ ეკლესია და მორმონის წიგნი ჭეშმარიტი იყო. ჩემი 3.5 წლიანი ეკლესიის კვლავ აღმოჩენამ დამაჯერებლად და სრულად დამაბრუნა მის ჭეშმარიტებაში“.

თუ ვინმე არ დაიზარებს და მორჩილად წაიკითხავს და დაფიქრდება მორმონის წიგნის შესახებ, როგორც ეს ჩემმა მეგობარმა გააკეთა და ყურს დაუგდებს სულიწმინდის ნაყოფს, მაშინ იგი საბოლოოდ მიიღებს სასურველ მოწმობას.

მორმონის წიგნი არის ღმერთის ერთ-ერთი ფასდაუდებელი ძღვენი ჩვენთვის. იგი არის ფარიცა და ხმალიც, რადგან ღვთის სიტყვას უშვებს ბრძოლაში მართალთა გულების დასაცავად და ამავდროულად გახლავთ ჭეშმარიტების დაცვის უმაღლესი საშუალება. ჩვენ, როგორც წმინდანებს, გვაკისრია არა მხოლოდ პრივილეგია - დავიცვათ მორმონის წიგნი, არამედ საშუალებაც, მივიღოთ გამოწვევა - ძლიერად ვიქადაგოთ მისი ღვთიური დოქტრინა და დავამოწმოთ მისი დამაგვირგვინებელი სიტყვა იესო ქრისტეს შესახებ.

მე საზეიმოდ ვმოწმობ, რომ მორმონის წიგნი ითარგმნა ღმერთის ძღვენითა და ძალით, იგი არის ღმერთის ძლიერი დამოწმება იესო ქრისტეს, ჯოზეფ სმითისა და ეკლესიის აბსოლუტური ჭეშმარიტებისა. დაე, იგი გახდეს ჩვენი დამოწმებების სომის ქვა, რათა ჩვენზეც ითქვას ისე, როგორც მოქცეულ ლამანიელებზე, რომ „ისინი არასდროს არ ჩამოშორდნენ სწორ გზას“. (ალმა 23:6). იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. Emma Smith, in “Last Testimony of Sister Emma,” Saints’ Herald, Oct. 1, 1879, 289, 290.

  2. Emma Smith, in “Last Testimony of Sister Emma,” 290.

  3. See “The Testimony of Three Witnesses” and “The Testimony of Eight Witnesses,” Book of Mormon.