2022
გამხნევების მემკვიდრეობა -ამონარიდები
ნოემბერი, 2022 წ.


ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ნოემბერი, 2022 წ.

გამხნევების მემკვიდრეობა

ამონარიდები

გამოსახულება
ქაღალდის თვითმფრინავი და თვითმფრინავის აჩრდილი

როგორც დედა მეუბნებოდა, როცა ვწუწუნებდი, როგორი ძნელი იყო რაღაც: „ჰალ, რა თქმა უნდა, ძნელია. ასეც უნდა იყოს. ცხოვრება გამოცდაა“.

მას ამის თქმა შეეძლო მშვიდად, ღიმილით, რადგან ორი რამ იცოდა: ბრძოლის მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვანია შინ, მამაზეციერთან დაბრუნება. და მან იცოდა, რომ ეს შესაძლებელი იყო მხოლოდ მხსნელის რწენით. …

გამხნევების მემკვიდრეობა რომელიც მან დაგვიტოვა, უკეთ აღწერილია მორონი 7-ში, სადაც მორმონი ამხნევებს თავის შვილს მორონის და მის ხალხს. …

იგი წინ აყენებს იესო ქრისტეს, ისევე როგორც ყველანი, ვინც წარმატებით ამხნევებს მათ, ვისაც უჭირს ზეციური სახლისკენ მიმავალ გზაზე სიარული. …

მორმონი ხედავდა თავმდაბლობას, როგორც მათი რწმენის ძალის დასტურს. …

შემდეგ მორმონი ამხნევებს მათ, მოწმობს, რომ ისინი არიან თავიანთი გულის ძღვენის მიღების გზაზე, არიან რა აღვსილნი ქრისტეს წმინდა სიყვარულით. …

უკან რომ ვიხედები ვხედავ, როგორ აძლიერებდა, წინ უძღვოდა, მხარს უჭერდა და ცვლიდა დედაჩემს გულმოწყალების ეს ძღვენი - ქრისტეს წმინდა სიყვარული სირთულეებთან ბრძოლაში, შინ მიმავალ გზაზე. ….

 …მხსნელმა დაწვრილებით იცის თქვენი სირთულეების შესახებ. მან იცის თქვენი რწმენაში, იმედში და გულმოწყალებაში ზრდის დიდი პოტენციალი.

მცნებები და აღთქმები, რომლებსაც იგი გთავაზობთ, არ არის თქვენი მართვის ტესტი. ისინი არის ის საჩუქარი, რომელიც აგამაღლებთ ღმერთის ყველა ძღვენის მისაღებად და შინ, მამაზეციერთან და უფალთან, დაბრუნებისკენ, რომლებსაც უყვარხართ.