2022
ღარიბთა და გასაჭირში მყოფთა დახმარება - ამონარიდები
ნოემბერი, 2022 წ.


ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ნოემბერი, 2022 წ.

ღარიბთა და გასაჭირში მყოფთა დახმარება - ამონარიდები

ამონარიდები

გამოსახულება
ოუქსის პოსტერის ციტატა

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია და ჩვენ, როგორც მისი წევრები, ვასწავლით და ვახორციელებთ ჩვენი მოყვასისადმი კეთილდღეობასა და ჰუმანიტარულ მსახურებას. მაგალითად, ყოველი თვის დასაწყისში ჩვენ ვშიმშილობთ და ვწირავთ, სულ მცირე, იმ თანხას, რომელსაც დავხარჯავდით საკვებზე, რათა დავეხმაროთ ჩვენს მრევლს. ეკლესიას ასევე უზარმაზარი წვლილი შეაქვს ჰუმანიტარულ და სხვა პროექტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

მიუხედავად იმისა, რასაც ჩვენი ეკლესია უშუალოდ აკეთებს, მსოფლიოში ღვთის შვილებისთვის ჰუმანიტარული მსახურების უმეტესი ნაწილი ხორციელდება იმ პირებისა და ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც არ აქვთ ოფიციალური კავშირი ჩვენს ეკლესიასთან. …

იესო ქრისტეს ეკლესია ერთგულად ემსახურება გასაჭირში მყოფ ადამიანებს, იგი ასევე ერთგულად თანამშრომლობს სხვებთან ამ მცდელობაში. …

თანამედროვე გამოცხადება გვასწავლის, რომ ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე, არის „ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც ანათლებს ყოველ ადამიანს, რომელიც ამაქვეყნად მოდის“ [მოძღვრება და აღთქმები 93:2]. ასე რომ ღვთის ყოველი შვილი ნათდება, რათა ემსახუროს მას და ერთმანეთს თავიანთი ცოდნისა და შესაძლებლობის ფარგლებში. …

… უფრო მეტმა ჩვენგანმა უნდა აღიაროს სხვების მიერ გაკეთებული სიკეთე და მხარი დაუჭიროს მას, შესაბამისად არსებული დროისა და საშუალებებისა. …

მე ვმოწმობ იესო ქრისტეზე, რომლის სინათლე და სული წინ უძღვის ღვთის ყოველ შვილს მათ მცდელობებში, დაეხმარონ ღარიბებსა და გასაჭირში მყოფ ადამიანებს მთელ მსოფლიოში.