იესო ქრისტე არის თქვენი მხსნელი
იესო ქრისტე არის ღვთის ძე — ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, რომელიც მოევლინა ყოველი ჩვენგანის გადასარჩენად. მისი წყალობით, თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ სიხარული და სიმშვიდე იმის ცოდნით, რომ შეგიძლიათ გათავისუფლდეთ ცოდვისგან და ოდესმე იცხოვროთ ღმერთთან და თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად მარადიულად.
იესო ქრისტეში იმედის გზავნილი
როდესაც ღმერთმა დედამიწაზე გამოგვგზავნა სწავლისა და ზრდისთვის, მან იცოდა, რომ შეცდომებს დავუშვებდით. ამიტომაც გვიბოძა მხსნელი.
რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
იოანე 3:16
ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტე პირდაპირი მნიშვნელობით არის ღვთის ძე და ღვთაების გამორჩეული წევრი, მამა ღმერთთან და სულიწმინდასთან ერთად. იგი დედამიწას მოევლინა ღვთიური მისიის შესასრულებლად, სადაც მას უნდა:
- განეცადა მიწიერი ცხოვრების განსაცდელები.
- ესწავლა და დაემოწმებინა ღმერთის შესახებ.
- შეესრულებინა დიდებული სასწაულები.
- დატანჯულიყო და მომკვდარიყო ჩვენი ცოდვებისთვის, რამაც ცოდვებისგან განწმენდის საშუალება მოგვცა.
- დაეპყრო სიკვდილი მისი აღდგომის საშუალებით, რამაც ყოველ ჩვენგანს მოგვცა აღდგომის შესაძლებლობა.
იესო ქრისტე იყო წრფელი სიყვარულის უდიდესი მაგალითი. იგი თანაგრძნობით კურნავდა ავადმყოფებსა და ინვალიდებს, კვებავდა მშივრებს, აღადგენდა მკვდრებს, ზრუნავდა ღარიბებზე, მიესალმებოდა სოციალურად გარიყულებს და ემსახურებოდა ყველას, ვინც ერთგულად მიისწრაფოდა მისკენ.
მხსნელი გრძნობს იგივე სიყვარულსა და თანაგრძნობას თქვენს მიმართაც.
როგორც ქრისტიანები, ჩვენ ვცდილობთ, მხსნელის მსგავსი ვიყოთ და ჩვენი ყოველი ქმედება მის სიყვარულს გამოხატავდეს.
მხსნელი გრძნობს იგივე სიყვარულსა და თანაგრძნობას თქვენს მიმართაც.
როგორც ქრისტიანები, ჩვენ ვცდილობთ, მხსნელის მსგავსი ვიყოთ და ჩვენი ყოველი ქმედება მის სიყვარულს გამოხატავდეს.
იესო არის ოსტატი მასწავლებელი. მის მიერ 2000 წლის წინ წარმოთქმული ქადაგებები დღესაც შთააგონებს ადამიანებს მთელ მსოფლიოში უკეთესი ცხოვრებისკენ. იგი ასწავლიდა მასებს, მაგრამ ბიბლია გვასწავლის, რომ ის ასევე დროს უთმობდა ადამიანებთან ინდივიდუალურ კავშირებს.
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, მათ შორის თქვენც, რომ უფრო დიდი სიხარული და სიმშვიდე ვიგრძნოთ იესო ქრისტეს სწავლებების დაცვით. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის თქვენს ადგილობრივ მრევლში ყოველკვირეული წირვები ტარდება, სადაც შეგიძლიათ მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ეს სწავლებები პირადად თქვენზე.მორმონის წიგნი ასევე შეიცავს იესო ქრისტეს სწავლებების ჩანაწერებს, რომლებიც ამდიდრებს ბიბლიაში არსებულს.
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, მათ შორის თქვენც, რომ უფრო დიდი სიხარული და სიმშვიდე ვიგრძნოთ იესო ქრისტეს სწავლებების დაცვით. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის თქვენს ადგილობრივ მრევლში ყოველკვირეული წირვები ტარდება, სადაც შეგიძლიათ მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ეს სწავლებები პირადად თქვენზე.
ქრისტეს მსხვერპლის გამო თქვენ შეიძლება მოგეტევოთ ცოდვები და კვლავ იცხოვროთ
იესო ქრისტეს მსხვერპლი და სიკვდილი
მიუხედავად იმისა, რომ მხსნელი სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობდა, ზოგიერთნი საფრთხეს გრძნობდნენ მისი გავლენის გამო ან ბრაზდებოდნენ, როდესაც იგი მათ თვალთმაქცობაში ამხელდა. მათ შეთქმულება მოაწყვეს იესოს მოსაკლავად.
ჯვარცმის წინა ღამეს, იესო ქრისტე გეთსიმანიის ბაღში გაემგზავრა, სადაც ღვთის ყველა შვილის ტკივილი და ავადმყოფობა განიცადა. ამან მას საშუალება მისცა, ნებისმიერ ვითარებაში დაგვეხმაროს და განგვკურნოს.
შემდეგ ის გასცეს, დააპატიმრეს, სცემეს, დასცინოდნენ და ჯვარზე გააკრეს. სამი დღის შემდეგ იგი აღდგა რა მკვდრეთით, მან დაამარცხა სიკვდილი და ცოდვა. მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტეს სიკვდილი ტრაგიკული და უსამართლო იყო, მისმა ღვთაებრივმა მსხვერპლმა შესაძლებელი გახადა თითოეული ჩვენგანისთვის მიტევება და მკვდრეთით აღდგომა.
იესო ქრისტეს გამოსყიდვის საშუალებით ჩვენ მიტევების შესაძლებლობა მოგვეცა
როცა იესო ქრისტე გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე იტანჯებოდა, მან საკუთარ თავზე იტვირთა ჩვენი ცოდვები. მან გადაიხადა სამართლიანობის საფასური, რათა თოთეულ ჩვენგანს მიეღო გულმოწყალება. როცა გულწრფელად ვინანიებთ, ჩვენ მოგვეტევება.

ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა.
ესაია 1:18.
ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვიცხოვროთ აღდგომის საშუალებით
იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა ჯვარცმიდან მესამე დღეს. მისი წყალობით თითოეულ ჩვენგანს აქვს აღდგომისა და კვლავ ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია ღმერთთან და ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიცხოვროთ სრულყოფილ სხეულში, ავადმყოფობის, მწუხარებისა და ტკივილის გარეშე.

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ.
„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და პოვებთ სულის სიმშვიდეს.“
მათე 11:28-29
გაიცანით იესო ქრისტე
თქვენ შეგიძლიათ პირადი ურთიერთობა გქონდეთ თქვენს მხსნელთან. დაიწყეთ მისიონერებთან ონლაინ ან პირადად საუბრით იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ მიჰყვეთ იესო ქრისტეს.