იესო ქრისტე გვასწავლიდა ერთმანეთის სიყვარულს
იესო ქრისტე არის სიყვარულის უდიდესი მაგალითი მისი მიმდევრობა ნიშნავს ღმერთის სიყვარულს და გარშემომყოფთა მსახურებას.
„შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.
„ეს არის პირველი და დიდი მცნება.
„და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი.”
მხსნელმა ნათლად განაცხადა, რომ მოყვასის სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე შენს მახლობლად მცხოვრები ადამიანების მიმართ სიკეთის გამოხატვა. მისი მიმდევრების პასუხისმგებლობის ნაწილია, გამოავლინონ ქველმოქმედება - ქრისტეს წმინდა სიყვარული - ყველასთვის, მათ შორის მათ მიმართაც, ვისაც შეიძლება თქვენს მტრებად მიიჩნევდეთ.
როგორ გამოხატავს ჩვენი ეკლესია სიყვარულს
ჩვენ გვჯერა, რომ ქრისტესმიერი ქველმოქმედების გამოსავლენად ერთად მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე განმაკურნებელი, სიხარულით აღსავსე და გამაერთიანებელი რამაა, რაც კი მრევლს შეუძლია გააკეთოს. აქ მოცემულია რამდენიმე გზა, როგორ ვთავაზობთ ჩვენს მომსახურებას და მოხარულნი ვიქნებით, თუ შემოგვიერთდებით!
ამ შემოწირულობებით, ადგილობრივ ხელმძღვანელებს შეუძლიათ ადამიანებს ფინანსური დახმარება გაუწიონ საკვების, საცხოვრებლისა და ტრანსპორტირების მხრივ. ეკლესიის ხელმძღვანელები დახმარების მიმღებ ადამიანებს ასევე ეხმარებიან მათი მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმის შედგენაში, ხშირად დამატებითი რესურსების გამოყენებით, როგორიცაა დასაქმების შესაძლებლობები, ოჯახური მომსახურების ფარგლებში კონსულტაციით,თვითუზრუნველყოფის კურსებით და სხვა.
ეს დახმარება საშუალებას აძლევს გაჭირვებულებს, იგრძნონ მხსნელის სიყვარული, ასევე მათი საზოგადოების სიყვარული - განსაკუთრებით რთული ცხოვრებისეული პერიოდისას.
ეკლესია თანამშრომლობს სანდო ორგანიზაციებთან, რათა მოაგვაროს თითოეული სიტუაციიდან გამომდინარე უნიკალური საჭიროებები და იყენებს ადგილობრივ მრევლს ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა შემოწირულობების შეგროვება და დახარისხება, ნარჩენების გატანა და საჭიროების შემთხვევაში საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრის და ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
კეთილდღეობის მომსახურებები
მარხვის დღე, როგორც წესი, მოიცავს 24 საათის მანძილზე საკვებისა და სასმელის გარეშე ყოფნას (თუ ეს ფიზიკურად შესაძლებელია ჩვენთვის). შემდეგ ეკლესიის წევრები იმ თანხას, რომელიც ამ საკვებისთვის იქნებოდა გამოყენებული, გაჭირვებულთა დასახმარებლად სწირავენ.ამ შემოწირულობებით, ადგილობრივ ხელმძღვანელებს შეუძლიათ ადამიანებს ფინანსური დახმარება გაუწიონ საკვების, საცხოვრებლისა და ტრანსპორტირების მხრივ. ეკლესიის ხელმძღვანელები დახმარების მიმღებ ადამიანებს ასევე ეხმარებიან მათი მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმის შედგენაში, ხშირად დამატებითი რესურსების გამოყენებით, როგორიცაა დასაქმების შესაძლებლობები, ოჯახური მომსახურების ფარგლებში კონსულტაციით,
ეს დახმარება საშუალებას აძლევს გაჭირვებულებს, იგრძნონ მხსნელის სიყვარული, ასევე მათი საზოგადოების სიყვარული - განსაკუთრებით რთული ცხოვრებისეული პერიოდისას.
კატასტროფების შედეგების აღმოფხვრა
როდესაც ხდება სტიქიური უბედურებები, ომი და სხვა კატასტროფები, ეკლესია და მისი წევრები მობილიზებულნი არიან საკვების, სამედიცინო მარაგების, ტანსაცმლისა და სხვა აუცილებელი ნივთების უზრუნველსაყოფად.ეკლესია თანამშრომლობს სანდო ორგანიზაციებთან, რათა მოაგვაროს თითოეული სიტუაციიდან გამომდინარე უნიკალური საჭიროებები და იყენებს ადგილობრივ მრევლს ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა შემოწირულობების შეგროვება და დახარისხება, ნარჩენების გატანა და საჭიროების შემთხვევაში საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრის და ემოციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
ჰუმანიტარული დახმარება
ეკლესიაეს სამუშაო განსხვავდება სხვადასხვა ტერიტორიის სპეციფიკური საჭიროებების მიხედვით. ეკლესია განსაკუთრებით ორიენტირებულია სუფთა წყლზე ხელმისაწვდომობისა და გარემოს დაცვის გაუმჯობესებაზე, დედებისა და ახალშობილების ზრუნვაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სურსათის უვნებლობასა და ლტოლვილების დახმარებაზე.
ამ ინიციატივების განსახორციელებლად სანდო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ეკლესიას ეხმარება მაქსიმალურად გაზარდოს მსახურებისკენ მიმართული ძალისხმევა.
მზრუნველობა
ჩვენს მრევლში წევრები იყოფიან წყვილებად და მათ ევალებათ რამდენიმე ადამინისზე „მზრუნველობა“. მზრუნველობა ორიენტირებულია ქრისტესმიერი მეგობრობების ჩამოყალიბებისკენ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მეგობრობის სისტემა - თქვენი მსახურები არიან დამხმარე სისტემის შიდა ნაწილი, რომელთანაც შეგიძლიათ ურთიერთობა კარგ დროს და ასევე მიმართოთ მათ გაჭირვებისას.ჩემმა ეკლესიის საზოგადოებამ დამანახა, რომ მე არ ვარ მარტო
შეგიძლიათ ასე გამოხატოთ სიყვარული
პირადად თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მოყვასის სიყვარული? აი, რამდენიმე იდეა, თუ როგორ გვიყვარდეს მოყვასი:
JustServe.org მონახულებით
- ილოცეთ, რომ დღის განმავლობაში სიკეთის გამოვლენის შესაძლებლობები გქონდეთ.
- იმუშავეთ იმაზე, რომ აპატიოთ მათ, ვინც, თქვენი აზრით, უსამართლოდ მოგექცათ.
- წინ აღუდექით ჩაგვრას, რასიზმსა და დისკრიმინაციის სხვა ფორმებს
- გაავრცელეთ პოზიტიური გზავნილები და სხვების მიმართ სოციალურ ქსელებში იყავით კეთილგანწყობილნი.
- მოიკითხეთ მეგობრები, რომლებიც რთულ პერიოდს გადიან.
- თქვით გულწრფელი კომპლიმენტები.
- მხარი დაუჭირეთ გაჭირვებულებზე მზრუნველ ორგანიზაციებსა და მსგავს ძალისხმევებს.
მოდი და იმსახურე ჩვენთან ერთად!
თუ თქვენ ეძებთ მოსიყვარულე ადამიანების საზოგადოებას, რომელთაც სურთ სამყარო უკეთეს ადგილად აქციონ, მოხარულები ვიქნებით, თუ შემოგვიერთდებით! ჩვენი ეკლესიის შესახებ მეტის გაგება შეგიძლიათ წევრებისგან, რომლებიც მოხალისეობენ მისიონერებად თქვენს რეგიონში.