წმინდა წერილი
შესავალი


შესავალი

ძვირფასი მარგალიტი არის რჩეული მასალების ნაკრები, რომელიც ეხება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის რწმენისა და მოძღვრების მრავალ მნიშვნელოვან საკითხს. ეს მასალები გადაითარგმნა და დაიწერა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის მიერ და უმრავლესობა გამოცემულ იქნა მისი დროის ეკლესიის პერიოდულ გამოცემებში.

მასალების პირველი კრებული, სახელწოდებით ძვირფასი მარგალიტი, გამოცემულ იქნა 1851 წ. უხუცეს ფრანკლინ დ. რიჩარდსის მიერ, იმჟამად თორმეტ მოციქულთა საბჭოს წევრისა და ბრიტანეთის მისიის პრეზიდენტის. ამ გამოცემის მიზანი იყო, უფრო ხელმისაწვდომი გაეხადათ ზოგიერთი მნიშვნელოვანი სტატია, რომელიც შეზღუდული რაოდენობით იქნა გამოცემული ჯოზეფ სმითის დროს. ვინაიდან ეკლესიის წევრების რაოდენობა გაიზარდა ევროპასა და ამერიკაში, საჭირო გახდა, ეს მასალები გამხდარიყო უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი. ძვირფასი მარგალიტი ფართოდ გავრცელდა და შემდეგ ეკლესიის სანიმუშო ნაშრომად იქნა ცნობილი პირველი პრეზიდენტობის მიერ გენერალურ კონფერენციაზე სოლთ-ლეიქ სითიში, 1880 წ. 10 ოქტომბერს.

წიგნის შინაარსში რამდენიმე ცვლილება იქნა შეტანილი ეკლესიის მოთხოვნების შესაბამისად. 1878 წ. დამატებულ იქნა მოსეს წიგნის ნაწილი, რომელიც პირველ გამოცემაში არ იყო შესული. 1902 წ. წიგნიდან ამოღებულ იქნა ზოგიერთი ნაწილი, სადაც მეორდებოდა მოძღვრება და აღთქმებში გამოცემული მასალები. წიგნის თავებად და შენიშვნებით მუხლებად დაყოფა მოხდა 1902 წ. პირველი გამოცემა სარჩევითა და გვერდზე ტექსტის ორი სვეტით გამოვიდა 1921 წ. სხვა ცვლილებები არ შესულა 1976 წ. აპრილამდე, როდესაც ორი გამოცხადება იქნა დამატებული. 1979 წ. ეს ორი გამოცხადება ძვირფასი მარგალიტიდან გადატანილ იქნა მოძღვრება და აღთქმებში, სადაც ამჟამად ისინი ცნობილია როგორც წიგნის 137-ე და 138-ე ნაწილი. ამ გამოცემაში შეტანილია ცვლილებები, რათა ტექსტი შეესაბამებოდეს წიგნის უფრო ადრეულ გამოცემებს.

ქვევით მოცემულია ამ გამოცემის მოკლე წინასიტყვაობა:

  1. ამონარიდები მოსეს წიგნიდან. ნაწყვეტი ჯოზეფ სმითის მიერ ნათარგმნი ბიბლიის „დაბადებიდან“, რომელზეც მან დაიწყო მუშაობა 1830 წ. ივნისში.

  2. აბრაამის წიგნი. აბრაამის ხელნაწერთა შთაგონებული თარგმანი. ჯოზეფ სმითმა დაიწყო მათი თარგმნა 1835 წ. როდესაც მას ხელში ჩაუვარდა ზოგიერთი ეგვიპტური პაპირუსი. თარგმანი გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ Times and Seasons-ის რამდენიმე გამოცემაში დაწყებული 1842 წ. 1 მარტიდან, ნავუში, ილინოისში.

  3. ჯოზეფ სმითი – მათე. ამონარიდი მათეს დამოწმებიდან ჯოზეფ სმითის მიერ ნათარგმნი ბიბლიიდან (იხ. მოძღვრება და აღთქმები 45:60–61, სადაც ღვთიური მითითებაა მოცემული ახალი აღთქმის თარგმნის დასაწყებად).

  4. ჯოზეფ სმითი – ისტორია. ამონარიდები ჯოზეფ სმითის ოფიციალური დამოწმებიდან და ისტორიიდან, რომლებიც მის მიერ მწერლებთან ერთად იქნა მომზადებული 1838–1839 წ.წ. და რომელნიც გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ Times and Seasons – ის რამდენიმე ნომერში, დაწყებული 1842 წ. 15 მარტიდან ნავუში, ილინოისში.

  5. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრტისტეს ეკლესიის რწმენის სიმბოლოები. 1842 წ. 1 მარტს Times and Seasons-ში ჯოზეფ სმითის მიერ გამოქვეყნებული განცხადება ეკლესიის მოკლე ისტორიასთან ერთად, რომელიც კარგად იყო ცნობილი სახელწოდებით უინტვორტის წერილი.

ამობეჭდვა