ტრანსგენდერი
როგორ დავეხმარო ადამიანს, იგრძნოს საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, დაფასება და საჭიროება?


„როგორ დავეხმარო ადამიანს, იგრძნოს საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, დაფასება და საჭიროება“? ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა (2020)

„როგორ დავეხმარო ადამიანს, იგრძნოს საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, დაფასება და საჭიროება“? ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა

როგორ დავეხმარო ადამიანს, იგრძნოს საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, დაფასება და საჭიროება?

პრეზიდენტმა ჯინ ბ. ბინგამმა გაგვიზიარა: „ჩვენი მოყვასისადმი სიყვარულის გამოხატვის და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა ჩვენი გულუხვი აზრები და სიტყვები მათ მიმართ. … სიტყვებს გასაოცარი ძალა აქვს - როგორც აშენების ასევე ნგრევის. ჩვენ ალბათ ყველას გვახსოვს უარყოფითი სიტყვები, რომლების გამოც ცუდად გვიგრძნია თავი და სხვა სიტყვებიც - სიყვარულით ნათქვამი, რომლების გამოც სული იზრდებოდა. აირჩიო, ისაუბრო მხოლოდ პოზიტიურზე არის ის, რაც აძლიერებს და ამაღლებს ჩვენს ირგვლივ მყოფთ და ეხმარება მათ, მიბაძონ ქრისტეს“ („I Will Bring the Light of the Gospel into My Home,” Liahona, Nov. 2016, 6, 7).

და შერონ იუბენკმა აგვიხსნა, რომ ზოგიერთი ადამიანი არ გრძნობს თავს მიღებულად ან მიღების ღირსად: „ახალ აღთქმაში ვხედავთ, რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდა იესოს, რათა ყველა კატეგორიის ხალხთან დაემყარებინა კონტაქტი: კეთროვნებთან, მებაჟეებთან, ბავშვებთან, გალილეელებთან, მეძავეებთან, ქალებთან, წარმართებთან, ცოდვილებთან, სამარიელებთან, ქვრივებთან, რომაელ მთავარსარდლებთან, მრუშებთან, ფარისევლებთან და რელიგიურად უწმიდურებთან“. თითქმის ყოველ მონათხრობში იგი მიდის ვინმესთან, ვინც ტრადიციულად არ იყო მიღებული საზოგადოების მიერ.… ეს ქრისტიანი მოწაფეებისა და უკანასკნელი დღეთა წმინდანთა ურყევი მოთხოვნაა - გამოამჟავნონ ერთმანეთის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარული“ (“Christ: The Light That Shines in Darkness,” Liahona, May 2019, 74).