საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
რატომ იყენებს საიტი ტერმინს „საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა“?


„რატომ იყენებს საიტი ტერმინს „საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ინფორმაცია (2020)

„რატომ იყენებს საიტი ტერმინს „საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ინფორმაცია

რატომ იყენებს საიტი ტერმინს „საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა“?

„საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა“ ნიშნავს ემოციურ, ფიზიკურ, რომანტიკულ ან სექსუალურ მიზიდულობას საკუთარი სქესის პიროვნების მიმართ. პიროვნებებმა, რომლებსაც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა გააჩნიათ, საკუთარი თავის დახასიათების მიზნით შეიძლება არჩიონ, გამოიყენონ ან არ გამოიყენონ სექსუალური ორიენტაციის იარლიყი. ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარი სქესის მიმართ ლტოლვა გახლავთ ტერმინი, რომელიც აღწერს მდგომარეობას და არა აწებებს იარლიყს. ეს ვებგვერდი იყენებს ამ ტერმინს, რათა მოიცვას ადამიანები, რომლებიც არაკომფორტულად გრძნობენ თავს იარლიყის გამოყენებით და არა იმიტომ, რომ უარყოფს გეების, ლესბოსელებისა და ბისექსუალების იდენტიფიცირებას.

ყველაზე გავრცელებული იარლიყებია ლესბოსელი (ქალის ლტოლვა ქალის მიმართ), გეი (მამაკაცის ლტოლვა მამაკაცის მიმართ) და ბისექსუალი (მამაკაცი ან ქალი, რომელიც ორივე სქესის მიმართ იჩენს ლტოლვას). ზოგი ქალი ასევე იყენებს ტერმინს გეი საკუთარი თავის დასახასიათებლად. ადამიანებს შეუძლიათ სხვა იარლიყების გამოყენება, თუმცა ზოგიერთი პიროვნება, რომელიც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ იჩენს ლტოლვას ირჩევს, არ გამოიყენოს იარლიყი საკუთარი თავის დახასიათებისთვის. დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს ის, როგორ ახდენენ ადამიანები საკუთარი თავის იდენტიფიცირებას.