„ნეფი იხილავს ყრმა იესოს“, მეგობარი, დეკემბერი, 2024 წ, 26–27.
ყოველთვიური გზავნილი ჟურნალიდან მეგობარი , დეკემბერი, 2024
ნეფი იხილავს ყრმა იესოს
ილუსტრაციები შესრულებულია ენდრიუ ბოსლის მიერ
ნეფის მამამ, ლეხიმ, ხილვაში იხილა იესო ქრისტე. ნეფისაც სურდა ამ ხილვის ხილვა. მან ილოცა და ითხოვა ენახა ის, რაც მისმა მამამ იხილა.
სულიწმინდამ აჩვენა ნეფის იგივე ხილვა. ნეფიმ იხილა ახალგაზრდა ქალი, სახელად მარიამი. სულიწმინდამ თქვა, რომ ის იქნებოდა ღვთის ძის, იესო ქრისტეს დედა.
ნეფიმ იხილა ყრმა იესო მარიამთან ერთად. სულიწმინდამ თქვა, რომ იესო მოვიდოდა დედამიწაზე მამაზეციერის შვილების დასახმარებლად.
ნეფიმ იხილა იესო ქრისტეს ცხოვრება. მან დაინახა, რომ იესო ემსახურებოდა და ასწავლიდა ხალხს. ნეფიმ ბევრი რამ შეიტყო მხსნელის შესახებ. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიტყოთ მის შესახებ წმინდა წერილებიდან.
გასაფერადებელი გვერდი
შობის დღესასწაული არის იესოს შესახებ
ილუსტრაცია შესრულებულია ადამ კოფორდის მიერ
„რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა“ (ესაია 9:6).
© 2024 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly Friend Message, December 2024. Georgian. 19350 131