ლიახონა
კვებეთ თქვენი სული ხშირი ლოცვით
აპრილი, 2024 წ.


„კვებეთ თქვენი სული ხშირი ლოცვით“, ლიახონა, აპრ. 2024

ყოველთვიური გზავნილი ლიაჰონა, აპრილი, 2024 წ.

კვებეთ თქვენი სული ხშირი ლოცვით

ჩვენ გვჭირდება სულიერი საზრდო ჩვენს ზეციურ მამასთან ურთიერთობისთვის, კურთხევა ხელმისაწვდომია ყველგან და ყოველთვის.

გამოსახულება
ენოსი ლოცულობს

ფოტოგრაფია, რომელზეც გამოსახულია როგორ განასახიერებს მსახიობი მეტ რეიერი ენოსს

ჩვენ ადრე ყველას განგვიცდია შიმშილი. შიმშილის ტკივილები არის სხეულის გზა, რომელიც გვეუბნება, რომ მას სჭირდება კვება. და შიმშილის დროს კარგად ვიცით რაც უნდა ვქნათ - ვჭამოთ.

ასევე ჩვენს სულსაც შეუძლია გვითხრას როდის გვჭირდება სულიერი საზრდო. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენთვის უფრო ადვილია სულიერი შიმშილის იგნორირება ვიდრე ფიზიკური შიმშილისა.

ისევე როგორც არსებობს საკვების დიდი მრავალფეროვნება, რომელიც შეგვიძლია, მივირთვათ შიმშილის დროს, ჩვენ ასევე შეგვიძლია, ბევრი განსხვავებული რამ მოვიმოქმედოთ სულიერი შიმშილის დროსაც. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, „ვიკვებოთ ქრისტეს სიტყვებით“ (2 ნეფი 32:3) წმინდა წერილებში და წინასწარმეტყველთა სიტყვების დახმარებით. ჩვენ შეგვიძლია, რეგულარულად დავესწროთ ეკლესიას და მივიღოთ ზიარება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 59:9). ჩვენ შეგვიძლია, ვემსახუროთ ღმერთს და მის შვილებს (იხილეთ მოსია 2:17).

მაგრამ არსებობს სულიერი დაპურების სხვა წყარო, რომელიც ყოველთვის ხელმისაწვდომია ჩვენი ცხოვრების თითოეულ მომენტში, გარემოებებისგან დამოუკიდებლად. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ზეციურ მამასთან კომუნიკაცია ლოცვის დახმარებით.

“და ჩემი სული შიმშილობდა”

აჰა, მე ტყეში წავედი მხეცებზე სანადიროდ და სიტყვები, რომლებიც ხშირად მესმოდა მამაჩემისგან მარადიული სიცოცხლისა და წმინდანთა სიხარულის შესახებ, ღრმად ჩამებეჭდა გულში. ეს სიტყვები “ღრმად ჩაიძირა [მის] გულში” (ენოსი 1:3).

რადგან ენოსი იმყოფებოდა ასეთ სულიერ მდგომარეობაში, მას გაუჩნდა ძლიერი სურვილი:“ჩემი სული შიმშილობდა”, თქვა მან (ენოსი 1:4; აქცენტი დამატებულია).

რა გააკეთა ენოსმა როდესაც სულიერი შიმშილი იგრძნო? როცა იგრძნო სულიერი საკვების მოთხოვნილება? „მე მუხლი მოვიყარე ჩემი შემქმნელის წინაშე და შევღაღადე ძლიერი ლოცვითა და ვედრებით ჩემი სულის გამო“. (ენოსი1:4).

იმდენად დიდი იყო ენოსის სულიერი შიმშილი, რომ ის ლოცულობდა „მთელი დღე… და როცა ღამე დადგა [მან] კვლავ აიმაღლა ხმა ისე, რომ ზეცას მიაღწია“ (ენოსი 1:4). საბოლოოდ, ღმერთმა უპასუხა მის ლოცვას და მიუტევა ცოდვები. ენოსმა იგრძნო როგორ განქარვდა მისი დანაშაული. მაგრამ აქ არ დასრულებულა მისი სულიერი დაპურება.

მან შეიტყო იესო ქრისტესადმი რწმენის ძალის შესახებ და მთელი სული დაღვარა თავისი ხალხის, თუნდაც მისი მტრების, სახელით. მან აღთქმა დადო უფალთან და უზრუნველყო მისგან დაპირებები. და ენოსის ძლიერი ლოცვის შემდეგ, ის წავიდა თავის ხალხში, წინასწარმეტყველებდა და ამოწმებდა იმას, რაც მოისმინა და ნახა. იხილეთ (ენოსი 1:5-19.)

ყველა ლოცვას ასე დრამატულად არ უპასუხებენ, მაგრამ ჩვენი გამოცდილება ლოცვასთან დაკავშირებით მაინც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და გამოიწვიოს ცხოვრების შეცვლა. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ენოსის ლოცვის გამოცდილებიდან. მაგალითად:

  • სახარებით სრულად ცხოვრებისკენ სწრაფვა დაგვეხმარება ჩვენი სულიერი შიმშილის შეგრძნებაში.

  • ჩვენს სულიერ შიმშილს შეუძლია და უნდა დაგვაჩოქოს, რათა ვეძიოთ ზეციური მამის დახმარება.

  • ზეციური მამისადმი ლოცვა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი სულიერი შიმშილის დაკმაყოფილებაში და არა მხოლოდ ეს.

  • ჩვენ შეგვიძლია ლოცვა ყველგან და ყოველთვის.

  • ლოცვას შეუძლია დაგვეხმაროს მონანიებაში.

  • ლოცვას შეუძლია განამტკიცოს ჩვენი რწმენა იესო ქრისტეში.

  • ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ პირადი მოწმობა, რომ ჩვენი ზეციერი მამა გვისმენს და აცნობიერებს ჩვენი არსებობის შესახებ.

  • მოწმობა და ძალა, რომელსაც ვიღებთ ლოცვით, დაგვეხმარება მსახურებაში და სხვების სულიერად განმტკიცებაში.

გამოსახულება
უხუცესი სოარესი ყმაწვილობაში

ჩემი გამოცდილება ლოცვის ძალასთან მიმართებაში

როგორც ენოსმა, მეც პირადი გამოცდილებით გავიარე იგივე ცხოვრებისეული გაკვეთილები. ჩემი მშობლები შეუერთდნენ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას, როდესაც მე ვიყავი ახალგაზრდა ბიჭი და მე მოვინათლე, როდესაც რვა წლის ვიყავი. მე ყოველთვის მქონდა გულში კარგი, თბილი გრძნობა ჩემი ზეციური მამისადმი და იესო ქრისტეს მიმართ, მისი აღდგენილი სახარებისა და მისი ეკლესიის მიმართ. მაგრამ თითქმის 16 წლის ასაკამდე ვერ შევძელი, რომ მელოცა ამ საკითხების ჭეშმარიტების შესახებ.

ჩემმა შთაგონებულმა ეპისკოპოსმა მთხოვა, მესწავლებინა ახალგაზრდების საკვირაო სკოლის კლასისთვის. მე უნდა ჩამეტარებინა გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია მივიღოთ მოწმობა სახარების შესახებ ლოცვით. ჩემი ეპისკოპოსის ამ დავალებამ უფრო ღრმად დამაფიქრა ჩემს პირად მოწმობაზე. მე დრო გამოვყავი მორმონის წიგნის შესასწავლად და ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეკლესია ჭეშმარიტი იყო. მე ყოველთვის მწამდა მხსნელის, იესო ქრისტეს, მაგრამ არასოდეს მიმიღია გულთან ახლოს მორონის დაპირება, რომლის ნახვაც შეიძლება აქ მორონი 10:4–5. მე არასოდეს მილოცია სახარების ჭეშმარიტებაზე.

მახსოვს, გულში ვგრძნობდი, რომ თუ ვაპირებდი ამ ახალგაზრდების სწავლებას, როგორ მოეპოვებინათ მოწმობა ლოცვით, მე თვითონ უნდა მელოცა ამ მოწმობისთვის. ჩემი სული შიმშილს განიცდიდა - შესაძლოა, ენოსისგან განსხვავებულად, მაგრამ მაინც სულიერ მოთხოვნილებას ვგრძნობდი.

გაკვეთილის მომზადებისას დავიჩოქე და ჩემი გულის სურვილი შევთავაზე ჩემს ზეციურ მამას, დაემტკიცებინა ჭეშმარიტება, რომელსაც შინაგანად ვგრძნობდი. დიდ გამოცხადებას არ ველოდი. მაგრამ როცა ვკითხე უფალს, არის თუ არა სახარება ჭეშმარიტი, გულში გამიჩნდა ძალიან ტკბილი გრძნობა - ეს ჯერ კიდევ მცირე ხმა, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ის იყო ჭეშმარიტი და რომ უნდა გავაგრძელო იმის კეთება, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

გრძნობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერასდროს მოვახდენდი ამ პასუხის იგნორირებას და ვერ ვიტყოდი, რომ არ ვიცოდი. მთელი დღე საოცარ ბედნიერებაში გავატარე. ჩემი გონება ზეცაში იყო და ჩემი გული მშვენიერმა გრძნობებმა აავსო.

მომდევნო კვირას დავდექი ჩემი სამი-ოთხი კლასელის წინ, რომლებიც ჩემზე უმცროსები იყვნენ. მე დავარწმუნე ისინი, რომ ზეციური მამა უპასუხებდა მათ ლოცვას, თუ მათ ექნებოდათ რწმენა.

გამოსახულება
უხუცესი სოარესი

პასუხგაცემული ლოცვა, რომელიც უხუცესმა სოარესმა მიიღო ახალგაზრდობაში, მიეცა დამოწმება - როგორც მისიონერს (ზემოთ), მამას და ქმარს და მოციქულს, - მამაზეციერი უპასუხებს რწმენით წარმოთქმულ ლოცვებს.

ამის შემდეგ, მოწმობა მუდამ ჩემთან იყო. ეს მეხმარებოდა გადაწყვეტილებების მიღებაში, განსაკუთრებით, როცა წინ გამოწვევები ჩნდებოდა. ამ ლოცვამ იმ დღეს სხვა დამატებით მოწმობებთან ერთად, რომლებიც მივიღე წლების განმავლობაში, საშუალება მომცა, დარწმუნებით დამემოწმებინა ხალხთან, რომ ისინი მიიღებდნენ პასუხს ზეციური მამისგან თუ ილოცებდნენ რწმენით. ეს მე დავამოწმე, როგორც მისიონერმა, როგორც ეკლესიის ლიდერმა, როგორც მამამ და ქმარმა და დღესაც კი, როგორც მოციქულმა.

როდის და რაზე უნდა ვილოცოთ

რასაკვირველია, ჩვენ არ ვლოცულობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის განსაკუთრებული სულიერი მოთხოვნილება გაგვაჩნია. მაშ, როდის უნდა ვილოცოთ? და რაზე უნდა ვილოცოთ? მოკლე პასუხია, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ რამეზე.

ღმერთი ჩვენი ზეციური მამაა. ამის გააზრება ცვლის იმას თუ როგორ ვლოცულობთ. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმიტმა გვასწავლა: „როდესაც გაგვაჩნია ღმერთის გააზრება, ჩვენ ვიწყებთ იმის ცოდნას, თუ როგორ უნდა დავუახლოვდეთ მას და როგორ მოვითხოვოთ და მივიღოთ პასუხი. როდესაც მასთან მისასვლელად მზად ვიქნებით, ისიც მზად არის ჩვენთან მოსასვლელად.”1

ჩვენი ზეციური მამა ყოველთვის მზადაა მოგვისმინოს და სურს რომ რეგულარულად და ხშირად მივმართოთ ლოცვებით. ჩვენ უნდა “ვითხოვოთ რჩევა უფლისგან ყველა [ჩვენი] მოქმედებისთვის” ალმა 37:37 და ვილოცოთ დღისით, შუადღის და ღამით. ჩვენ უნდა ვილოცოთ სახლში, სამსახურში, სკოლაში - ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ჩვენს წამოწყებაში (იხ. ალმა 34:17–26).

ჩვენ უნდა ვილოცოთ ჩვენს ოჯახებში (იხ. 3 ნეფი 18:21). ჩვენ უნდა ვილოცოთ “ხმამაღლა და [ჩვენს] გულში, საჯაროდ და მარტო ყოფნისას” (მოძღვრება და აღთქმები 81:3) და “როდესაც [ჩვენ] არ შევღაღადებთ უფალს, დაე, ავივსოთ [ჩვენი] გულები მისადმი განუწყვეტელი ლოცვით თქვენი კეთილდღეობისათვის, ასევე მათი კეთილდღეობისათვის, ვინც [ჩვენ] გარშემოა” (ალმა 34:27). და ჩვენ ყოველთვის უნდა ვილოცოთ ზეციური მამისთვის იესო ქრისტეს სახელით (იხ.3 ნეფი 18:19–20).

გამოსახულება
ჯოზეფ სმითი ახალგაზრდობაში

უოლტერ რეინის მიერ შესრულებული ჯოზეფ სმითის ილუსტრაცია, კოპირება არ არის დაშვებული

მივუახლოვდეთ ჩვენს ზეციურ მამას

ჩვენს ზეციურ მამას სურს ჩვენი კურთხევა. და ის აუცილებლად იზამს, თუ ამას ვთხოვთ. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა გვასწავლა, “დაიმახსოვრეთ რომ თუ არ მოვითხოვეთ არაფერს მივიღებთ; ამიტომ, ითხოვეთ რწმენით და მიიღებთ ისეთ კურთხევებს, როგორსაც ღმერთი მიზანშეწონილად თვლის რომ მოგცეთ”2

ჩვენი რეგულარული და ხშირი ლოცვები არის სულიერი საზრდოს ბალანსირებული დიეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი მშიერი სულებისთვის. კავშირი ზეციური მამასთან ლოცვის დახმარებით ხელმისაწვდომია და მისაღებია ყველგან და ყოველთვის.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წმინდა წერილი გვასწავლის, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს ზეციურ მამას, როცა მუხლებს ვეყრებით ლოცვისთვის: „იყავი თავმდაბალი; და უფალი, შენი ღმერთი, ხელჩაკიდებული გაგიძღვება წინ და ლოცვებზე გიპასუხებს.“(მოძღვრება და აღთქმები 112:10) როდესაც ვართ თავმდაბალნი და მორჩილნი, ზეციური მამა ჩვენთან იქნება. ის ხელს ჩაგვჭიდებს და წინ გაგვიძღვება. ის შთაგვაგონებს იმაზე თუ სად წავიდეთ და რა გავაკეთოთ. ის გასცემს პასუხს ჩვენს ლოცვებს მისი ნებით, გზით, დროით და აბსოლუტური ცოდნით იქიდან გამომდინარე, თუ რა იქნება ჩვენთვის საუკეთესო.

უნდა გვახსოვდეს ეს და დავაფასოთ ღმერთის ტახტთან მიახლოების შესაძლებლობები და მივიღოთ კურთხევა მისი ხელიდან.

შენიშვნები

  1. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2011), 40, 41.

  2. Teachings: Joseph Smith, 131.