2023
ტაძარში მისასვლელად მზადება
დეკემბერი, 2023 წ


„ტაძარში მისასვლელად მზადება“, ლიახონა, დეკ., 2023 წ.

ყოველთვიური გზავნილი, ლიახონა დეკემბერი, 2023 წ

ტაძარში მისასვლელად მზადება

ხალხი მიდის ოგდენის (იუტას) ტაძარში

ოგდენის (იუტას) ტაძრის სურათი, ავტორი: მარკ ბრუნსონი

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ტაძრებში შეგვიძლია მივიღოთ წმინდა აღთქმები და წეს-ჩვეულებები ჩვენთვის და ჩვენი წინაპრებისთვის. ტაძარში დავდივართ, რათა ზეციური მამისა და იესო ქრისტეს მიმართ სიყვარული და მადლიერება გამოვავლინოთ. ჩვენ ტაძარში მისასვლელად ვემზადებით შემდეგნაირად — ვსწავლობთ იესო ქრისტეს სახარებას და ვცხოვრობთ მის მიხედვით. ტაძრების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ სახარების საფუძვლების სტატია „სატაძრო სამუშაო“, 2021 წლის ოქტომბრის გამოცემა, ლიახონა.

სიტყვები დურბანის (სამხრეთ აფრიკის) ტაძრის ფასადზე

დურბანის (სამხრეთ აფრიკის) ტაძრის სურათი, ავტორი: მეთიუ რეიერი

უფლის სახლი

ტაძრებს „უფლის სახლს“ უწოდებენ. ეს არის წმინდა ადგილები, სადაც ვგრძნობთ ღმერთის სულსა და მის ჩვენდამი სიყვარულს. ტაძარი ასევე ის ადგილია, სადაც აღთქმებს ვდებთ და წეს-ჩვეულებებს ვიღებთ, რომელნიც მარადიული სიცოცხლისათვის გვამზადებს. (აღთქმები არის წმინდა დაპირებები ღმერთსა და მის შვილებს შორის.) აღთქმების ერთგულება და აღნიშნული წეს-ჩვეულებების მიღება გვეხმარება განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებაში ზეციურ მამასთან და იესო ქრისტესთან…

ახალგაზრდები დგანან გუაიაკილის (ეკვადორის) ტაძრის გარეთ

გუაიაკილის (ეკვადორის) ტაძრის სურათი, ავტორი: ჯენე ბინგემი

ვის შეუძლია ტაძარში სიარული?

ეკლესიის წევრებს შეუძლიათ გარდაცვლილთათვის ნათლობა იმ წლიდან, როდესაც ისინი 12 წლის გახდებიან. წევრს შეუძლია მიიღოს შემოსვა თუ ის არის მინიმუმ 18 წლის, იყო ეკლესიის წევრი სულ მცირე ერთი წელი და სურს დადოს და დაიცვას ტაძრის აღთქმები (იხ. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება, 27.2.2, ChurchofJesusChrist.org). კაცსა და ქალს, რომელთან უკვე მიღებული აქვთ სატაძრო შემოსვა, შეუძლიათ ტაძარში ჩაიბეჭდონ (დაქორწინდნენ) მარადიულად.

აღთქმები და წეს-ჩვეულებები

თქვენ დადებთ აღთქმებს და მიიღებთ წეს-ჩვეულებებს ტაძარში. „ღმერთთან აღთქმით დადებული ურთიერთობა ისე გვაკავშირებს, რომ ყველაფერი მარტივი ხდება ცხოვრებაში“ (რასელ მ. ნელსონი, „დაძლიე სამყაროს სიძნელეები და იპოვე სიმშვიდე“, ლიახონა, ნოემ., 2022 წ., 97). წეს-ჩვეულება წმინდა ფიზიკური ცერემონიალია, რომელსაც მღვდლობისუფლებამოსილების მქონე პირი ატარებს. წეს-ჩვეულებებს სულიერი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, როდესაც წეს-ჩვეულებაში მონაწილეობთ, ამით აჩვენებთ ღმერთს, რომ გსურთ მიიღოთ და დაიცვათ მისი მცნებები.

პირადი მომზადება

მოემზადეთ სულიერად, მიჰყევით იესო ქრისტეს სწავლებებს და დაიცავით ღმერთთან ნათლობისას დადებული აღთქმები. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეისწავლოთ საეკლესიო რესურსები, როგორიცაა წმინდა წერილები და გენერალური კონფერენციის მოხსენებები. Temples.ChurchofJesusChrist.org გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოთ ტაძარში სიარულისას. ის ასევე შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სატაძრო აღთქმების, წეს-ჩვეულებებისა და სიმბოლიზმის შესახებ.

ნავუს (ილინოისის) ტაძრის გარეთ

ნავუს (ილინოისის) ტაძრის სურათი, ევა ტუფტი

სიმბოლიზმი

უფალი სწავლებისას ხშირად იყენებს სიმბოლიზმს. მაგალითად, ნათლობა — წყალში ჩასვლა და ამოსვლა — იგივეა, რაც თქვენი ძველი „მეს“ სიკვდილი და ახალი „მეს“ დაბადება (იხ. რომაელთა 6:3–6). სატაძრო წეს-ჩვეულებები მიუთითებს იესო ქრისტეზე და მის გამოსყიდვაზე. ტაძარში პირველად მისვლისას შეიძლება რთული იყოს ყველა სიმბოლოს გაგება, მაგრამ თქვენ მთელი ცხოვრება გექნებათ, რათა მიხვიდეთ ტაძარში და მეტი ისწავლოთ.

სატაძრო რეკომენდაცია

ტაძარში მისასვლელად მომზადებული და ამის ღირსი უნდა იყოთ. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სატაძრო რეკომენდაცია თქვენს ეპისკოპოსთან ან მრევლის პრეზიდენტთან და პალოს ან მისიის პრეზიდენტთან გასაუბრების შემდეგ. აღნიშნული ხელმძღვანელები დაგისვამენ რამდენიმე კითხვას, რათა დარწმუნდნენ, რომ იესო ქრისტეს სახარების მიხედვით ცხოვრობთ. თქვენი ხელმძღვანელი შეიძლება ამ შეკითხვებზე მანამდეც გელაპარაკოთ.

ტაძარში დაბრუნება თქვენი წინაპრებისთვის

ზეციურ მამას სურს, რომ მისმა ყველა შვილმა დადოს აღთქმა მასთან და მიიღოს წმინდა წეს-ჩვეულებები. ეს წეს-ჩვეულებები — ნათლობა და შემოსვა — უნდა შესრულდეს ტაძრებში მათთვის, ვინც სახარების მიღების გარეშე გარდაიცვალა. შეგიძლიათ ტაძარში დაბრუნდეთ, რათა თქვენი გარდაცვლილი ოჯახის წევრებისთვის ეს წეს-ჩვეულებები შეასრულოთ.