2023
პირველი ზიარება
ივნისი, 2023 წ.


„პირველი ზიარება,“ მეგობარი, ივნისი, 2023 წ., გვ. 46-47.

ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , ივნისი, 2023 წ.

მოთხრობები წმინდა წერილიდან

პირველი ზიარება

გამოსახულება
მოციქულებთან ერთად მაგიდასთან მჯდომი იესო

ეიფრილ სტოტის ილუსტრაციები

იესო ქრისტე აღსრულებამდე თავის მოციქულებს შეხვდა. მან ისინი აზიარა.

გამოსახულება
იესო პურით ხელში

იესომ გატეხა პური და მათ დაურიგა. მოციქულებს სთხოვა, პური ეჭამათ, რაც დაეხმარებოდა იმის გახსენებაში, რომ იესომ მათ საკუთარი სიცოცხლე შესწირა.

გამოსახულება
იესო სასმისით

იესომ მოციქულებს სასმისი მიაწოდა. და სთხოვა დაელიათ. ესეც დაეხმარებოდათ მის გახსენებაში.

გამოსახულება
ძველი ქრისტიანები ზიარების დროს

მას შემდეგ, რაც იესო მოციქულებთან აღარ იყო, ზიარება ეხმარებოდა მათ იესოს გახსენებაში. ისინი გრძნობდნენ იესოს სიყვარულს და იცავდნენ მცნებებს.

გასაფერადებელი გვერდი

მე შემიძლია ზიარების მიღება

გამოსახულება
ბიჭი ზიარების დროს

ეიფრილ სტოტის ილუსტრაცია

როცა ზიარებას ვიღებ, მახსოვს იესო და მისი სიყვარული ჩემდამი.