2023
4 ხერხი, რომლითაც იესო ქრისტე გაძლიერებთ თქვენ
იანვარი, 2023 წ.


„4 ხერხი, რომლითაც იესო ქრისტე გაძლიერებთ თქვენ“, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, იანვარი 2023 წ.

ყოველთვიური ახალგაზრდების გასაძლიერებლად გზავნილი, იანვარი, 2023

4 ხერხი რომლითაც იესო ქრისტე გაძლიერებთ თქვენ

ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.
ფილიპელთა 4:13.

გამოსახულება
კაირნი

მთელ მსოფლიოში ქრისტიანები ხარობენ ამ ამონარიდით: „ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში“.(ფილიპელთა 4:13).

როცა ადამიანებს ეს ესმით, ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს ნიშნავს, რომ მათ ნებისმიერი გამოცდის ჩაბარება, ნებისმიერი თამაშის მოგება და ყოველი სურვილის ახდენა შეუძლიათ. მაგრამ ეს ნაწყვეტი სულ სხვა რამეს გვასწავლის.

იგი პავლე მოციქულმა დაწერა ციხეში ყოფნის დროს. პავლეს, როგორც პატიმარს, ბევრის გაკეთება არ შეეძლო, მაგრამ მან იცოდა, რომ იესო ქრისტეს შეეძლო მისი გაძლიერება იმის გასაკეთბლად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

თქვენს შეთხვევაშიც იგივე ითქმის!

1 ქრისტე გაძლიერებთ, რათა იცოდეთ

იესო ქრისტემ მოგცათ რამდენიმე მნიშვნელოვანი ხერხი იმისთვის, რომ გაიგოთ, რა არის ჭეშმარიტება. მან ყველას გვასწავლა, ყოველთვის ვილოცოთ (იხ. 3 ნეფი 18:18) და ვიკითხოთ, რა არის ჭეშმარიტი (იხ. მორონი 10:4-5). თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიგოთ, რა არის ჭეშმარიტი წმინდა წერილის შესწავლის მეშვეობით.

ლოცვა და წმინდა წერილის შესწავლა იზიდავს სულიწმინდას თქვენს ცხოვრებაში. სულიწმინდას შეუძლია, ესაუბროს „თქვენს გონებასა და … გულს“ (მოძღვრება და აღთქმები 8:2), „აავსოს თქვენი სული სიხარულით“ და „გაგინათოთ გონება“ (მოძღვრება და აღთქმები 11:13).

ამგვარად, თქვენ შეძლებთ „მას უსმინოთ“ - ისმინოთ მხსნელის სიტყვები და შეასრულოთ მისი ნათქვამი. პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა, რომ ეს არის „წარმატების, ბედნიერებისა და სიხარულის ნიმუში ამ ცხოვრებაში“.1

2 ქრისტე გაძლიერებთ, რათა იმოქმედოთ

ძალა მოდის თქვენთან, როცა ცდილობთ მცნებების დაცვას და კარგი არჩევნის გაკეთებას, რასაც მიჰყავხართ მშვიდობისა და ბედნიერებისკენ. იესო ქრისტე გაძლიერებთ, გააკეთოთ ეს მაშინაც კი, როცა ამ არჩევნის გაკეთება ძნელია. ზოგჯერ შეიძლება ცუდი არჩევანი გააკეთოთ. საბედნიეროდ, მხსნელი გამოსყიდვა მონანიებას შესაძლებელს ხდის. იესო ქრისტეს გამო თქვენ შეგიძლიათ, განიწმინდოთ და ჰპოვოთ სიხარული. მას შეუძლია, მოგცეთ ძალა იმისთვის, რომ უკეთ „იმოქმედოთ და იყოთ უკეთესნი“2 ყოველ დღე.

3 ქრისტე გაძლიერებთ, რათა დაძლიოთ

ციხეში ყოფნისას პავლე მოციქული წერდა: „ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაცა მაქვს.

„ვიცი ხელმოკლეობაში ცხოვრება და ვიცი სიუხვეში ცხოვრებაც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს“ (ფილიპელთა 4:11-12).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლემ ისწავლა, რომ ქრისტეს მეშვეობით მას შეეძლო, დაეძლია და ესწავლა სირთულეებისგან და გამოწვევებისგან. იესო ქრისტეს შეუძლია, თქვენც გაგაძლიეროთ იმავეს გასაკეთებლად.

მხსნელა აიტანა „ყოველგვარი ტკივილი და ტანჯვა და ცდუნება“. მან აიღო საკუთარ თავზე ჩვენი უძლურება რათა „მან შეიცნოს … როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მისივე უძლურების შესაბამისად“.(ალმა 7:11-12). რის წინაშეც არ უნდა დადგეთ, იესო ქრისტეს შეუძლია, გაგაძლიეროთ, რათა ბოლომდე გაძლოთ და შეასურლოთ ყოველივე, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებდით მარტო.

4 ქრისტე გაძლიერებთ, რათა დაემსგავსოთ მას

იესო ქრისტემ ყველასთვის შესაძლებელი გახადა აღდგომა და იგი შესაძლებელს ხდის მარადიულ სიცოცხლეს მათთვის, ვინც მოინანიებს, მიიღებს აუცილებელ წეს-ჩვეულებებს და დადებს მათთან დაკავშირებულ მცნებებს. ქრისტეს გარეშე ჩვენ ვერ შევასრულებთ იმას, რაც მამაზეციერს ყველაზე მეტად სურს - დავემსგავსოთ მას და მის ძეს, იესო ქრისტეს და მარად მათთაც ვიყოთ.

გამოსახულება
იესო ქრისტე

თქვენ შეგიძლიათ, უფრო დაემსგავსოთ იესო ქრისტეს, როცა ისწავლით მის შესახებ, დაეყრდნობით მას და გექნებათ ნდობა და მიჰყვებით მის მაგალითს. ეს მიგიყვანთ იქამდე, რომ იცხოვრებთ მეტი რწმენით, იმედით, მოწყალებით, მოთმინებით, თავმდაბლობით, სიწმინდითა და მორჩილებით. ყოველივე ეს ქრისტეს თვისებაა.

როცა ცდილობთ, მიბაძოთ იესო ქრისტეს, იგი იქნება თქვენი იმედი და სინათლე, რომელიც გაგიძღვებათ წინ და დაგეხმარებათ გახდეთ ისეთი, როგორიც მან იცის, რომ შეგიძლიათ გახდეთ. და თქვენც, პავლე მოციქულთან ერთად, შეძლებთ თქმას: „ყოველივე ძალმიძს ქრისტეს მეშვეობით, რომელიც მაძლიერებს“.

შენიშვნები

  1. Russell M. Nelson, “Hear Him,” Apr. 2020 general conference (Ensign or Liahona, May 2020, 89).

  2. See Russell M. Nelson, “We Can Do Better and Be Better,” Apr. 2019 general conference (Ensign or Liahona, May 2019, 67).