2022
ცოცხალი წინასწარმეტყველების წინამძღოლობა
სექტემბერი, 2022 წ.


„ცოცხალი წინასწარმეტყველების წინამძღოლობა“, ლიახონასექტემბერი, 2022.წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა სექტემბერი, 2022 წ.

ცოცხალი წინასწარმეტყველების წინამძღოლობა

გამოსახულება
ეკლესიის ხელმძღვანელები ქრისტეს ქანდაკების წინ

წინასწარმეტყველები არიან ის ადამიანები, რომლებიც მამაზეციერმა მოიხმო თავისი სიტყვების გასაჟღერებლად. ისინი მოწმობენ იესო ქრისტეს შესახებ და ასწავლიან მის სახარებას. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს სწამთ ძველი და ახალი წინასწარმეტყველები.

ღმერთი წინასწარმეტყველების მეშვეობით საუბრობს.

წინასწარმეტყველები ღმერთისგან იღებენ გამოცხადებებს. როცა წინასწარმეტყველები იღებენ შთაგონებას ჩვენი განსწავლის შესახებ, ეს იგივეა, ღმერთი რომ გვესაუბრებოდეს მოძღვრება და აღქმები 1:38). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ისინი გვეუბნებიან იმას, რაც ღმერთს სურს, რომ ვიცოდეთ.

გამოსახულება
მორმონი ოქროს ფირფიტებით

მორმონი ამოკლებს ჩანაწერებს ფირფიტებზე, ტომ ლოველი

წინასწარმეტყველები ასწავლიან იესო ქრისტეს შესახებ

ყველა წინასწარმეტყველი მოწმობს იესო ქრისტეს შესახებ. ისინი გვასწავლიან, რომ იგი არის ძე ღვთისა. ისინი გვასწავლიან მისი ცხოვრების, მაგალითისა და გამოსყიდვის შესახებ. და ისინი გვიჩვენებენ, როგორ ვიაროთ მის კვალზე და დავემორჩილოთ მის მცნებებს.

წინასწარმეტყველის ვალდებულებები

წინასწარმეტყველები გვასწავლიან იესო ქრისტეს სახარების შესახებ. ისინი გვიხსნიან, რა დალოცვებს ვიღებთ, როცა ვემორჩილებით მცნებებს და შედეგებს, როდესაც არ ვემორჩილებით მათ. ზოგჯერ ისინი იღებენ შთაგონებას, გვიამბონ მომავალი მოვლენების შესახებ.

გამოსახულება
მოსე და დაფები

მოსე და დაფები, ჯერი ჰარსტონი

ძველი დროის წინასწარმეტყველები

ღმერთი დასაბამიდან ასწავლიდა ხალხს წინასწარმეტყველების მეშვეობით. ძველი დროის წინასწარმეტყველთა შორის არიან ადამი, ნოე, აბრამი, მოსე, ესაია და სხვები. იყვნენ ასევე წინასწარმეტყველები მორმონის წიგნის ხალხთა შორის. ამ წინასწარმეტყველთა შორის არიან ლეხი, მოსია, ალმა და მორონი. ჩვენ, წმინდა წერილის წაკითხვით, შეგვიძლია ვისწავლოთ, რას ასწავლიდნენ ისინი.

თანამედროვე წმინდანები

ჯოზეფ სმითი იყო თანამედროვე დროის პირველი წინასწარმეტყველი. მან აღადგინა იესო ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე. რასელ მ. ნელსონი არის ეკლესიის დღევანდელი წინასწარმეტყველი და პრეზიდენტი. მისი მრჩევლები პირველ პრეზიდენტობასა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმში ასევე არიან წინასწარმეტყველები, წინასწარმჭვრეტები, და განმცხადებლები.

გამოსახულება
შეუღლებული წყვილი უყურებს კონფერენციას ტელეფონში

წინასწარმეტყველის მოსმენა

წინასწამეტყველი გვესაუბრება გენერალური კონფერენციის დროს და სხვა დროსაც. იგი გვასწავლის, რა სურს ღმერთს, რომ ვიცოდეთ და როგორ ვიაროთ იესო ქრისტეს კვალზე ჩვენს დროში. ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ მისი სწავლებები ლიახონაში და ChurchofJesusChrist.org.

დალოცვები, რომლებიც მოდის, როცა წინასწარმეტყველს მივყვებით

ჩვენ მივიღებთ დალოცვებს, თუ მივყვბეით წინასწარმეტყველის სწავლებებს. როცა მოვყვები წინასწარმეტყველს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვაკეთებთ იმას, რასაც ღმერთი გაგვაკეთებინებდა. ჩვენ შეგვიძლია, ვიგრძნოთ სიმშვიდე ცხოვრებაში და უფრო ახლოს მივიდეთ იესო ქრისტესთან.