2022
ზიარება: ხერხი, რომლის მეშვეობითაც ვიხსენებთ მხსნელს
აპრილი, 2022 წ.


„ზიარება: ხერხი, რომლის მეშვეობითაც ვიხსენებთ მხსნელს, ლიახონა, აპრილი, 2022.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , აპრილი, 2022 წ.

ზიარება: ხერხი, რომლის მეშვეობითაც ვიხსენებთ მხსნელს

გამოსახულება
placeholder altText

ბოლო სერობა, სიმონ დუი

ჯვარზე გაკვრამდე ერთი ღამით ადრე იესო ქრისტემ საბოლოოდ ივახშმა მოციქულებთან ერთად ბოლო სერობაზე. იქ მან პირველად მისცა მათ ზიარება. და აუხსნა, რომ ასე ისინი გაიხსენებდნენ მას. ზიარება არის წეს-ჩვეულება როდესაც ჩვენ პურისა და წყლის მიღებით ვიხსენებთ ქრისტეს გამოსყიდვას. პური წარმოადგენს ქრისტეს სხეულს, წყალი კი - მის სისხლს.

ყოველ კვირას, ზიარების შეკრების დროს, ჩვენ ვიღებთ ზიარებას. ჩვენ ვმღერით ჰიმნს, ამ დროს კი მღვდლობის მატარებელი პირები პურს პატარა ნატეხებად ამტვრევენ.

მღვდლობის მატარებელი პირები ,რომლებიც ამტვრევენ პურს, ამბობენ განსაკუთრებულ ლოცვებს. ეს ლოცვები მოიპოვება მოძღვრება და აღთქმები 20:77,79-ში: ეს ლოცვები გვახსენებს, რა შევპირდით მამაზეციერს და რა დაგვპირდა იგი ჩვენ.

სხვა მღვდლობის მატარებელი პირები ურიგებენ ზიარებას მრევლის ან მეურვეობის წევრებს. ზიარების მიღებისას ჩვენ ვიხსენებთ მხსნელსა და მის ჩვენთვის გაღებულ მსხვერპლს. ჩვენ ასევე თავიდან ვდებთ მამაზეციერთან აღთქმას (დაპირებას).

გამოსახულება
გოგონა იღებს პურს ზიარების შეკრებაზე

ჩვენ მოწიწებით ვიქცევით ზიარეაბის დალოცვისა და დარიგების დროს. ეს არის ის დრო, როცა ვფიქრობთ იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, სწავლებაზე და მის გამოსყიდვაზე. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე, როგორ მივბაძოთ მის მაგალითს.