2022
აღთქმები ღმერთთან გვაკავშირებს
თებერვალი, 2022 წ.


„აღთქმები ღმერთთან გვაკავშირებს“, ლიახონა, თებერვალი, 2022 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა თებერვალი, 2022 წ.

აღთქმები ღმერთთან გვაკავშირებს

აღთქმების დადებასა და დაცვას დალოცვები მოჰყვება.

აღთქმა არის დაპირება ღმერთისა და მის შვილებს შორის. ღმერთი აწესებს პირობებს იმ აღთქმებზე, რომლებსაც მასთან ვდებთ. როცა ვაკეთებთ იმას, რასაც იგი გვთხოვს, ჩვენ მრავალ დალოცვას ვიღებთ. და ეს მხოლოდ მიწიერი დალოცვები არ არის - აღთმების დადებისა და მათი დაცვის შედეგად ჩვენ ერთ დღეს ოჯახებთან ერთად ზეცაში, ღმერთის გარემოცვაში, დავბრუნდებით.

გამოსახულება
ნათლობა

აღთქმები და წეს-ჩვეულებები

ჩვენ გარკვეული წეს-ჩვეულებების მიღების დროს აღთმებს ვდებთ. იმისთვის, რომ ღმერთთან დავბრუნდეთ და მის გარემოცვაში ვიცხოვროთ, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს წეს-ჩვეულებები და დავიცვათ აღთქმები. წეს-ჩვეულებები ტარდება მღვდლობის უფლებამოსილებით. ეს წეს-ჩვეულებები მოიცავს ნათლობასა და წევრად დამტკიცებას, მელქიცედეკის მღვდლობის მიღებას (მამაკაცების მიერ) და იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებსაც ტაძარში ვიღებთ. ზიარების დროს ეკლესიის წევრები ანახლებენ თავიანთ დაპირებებს ღმერთთან (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:77,79).

გამოსახულება
ზიარება

აღთქმები გვეხმარება მართალი ცხოვრებით ცხოვრებაში

ნათლობის დროს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ვივლით იესო ქრისტეს კვალზე, ყოველთვის გვემახსოვრება იგი და დავიცავთ მის მცნებებს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:37). ღმერთი გვპირდება, რომ სულიწმინდა ყოველთვის იქნება ჩვენთან.

მამაკაცები, მღვდლობის მიღებისას, დებენ პირობას, რომ იცხოვრებენ ისე, რომ იქნებიან ღვთის მღვდლობის ძალის ღირსნი. ღმერთი ჰპირდება, რომ დალოცავს მათ. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:33-40.)

გამოსახულება
რეციფეს ტაძარი ბრაზილიაში

რეციფეს ბრაზილიის ტაძრის სურათი, ავტორი - ჯეიმს პორტერი

აღთქმები, რომლებსაც ტაძარში ვდებთ

როცა ეკლესიის წევრები შემოსვას იღებენ, ისინი დებენ პირობას, რომ მართალი ცხოვრებით იცხოვრებენ და სახარებისთვის მსხვერპლს გაიღებენ. მათ ღმერთისგან ძალას ჰპირდებიან (იხ. მოძღვრება და აღთქმები 38:32; 109:22).

სატაძრო ჩაბეჭდვის დროს მეუღლეები სამარადისოდ შეუღლდებიან და დებენ პირობას, რომ იქნებიან ღმერთისა და ერთმანეთის ერთგულნი. ღმერთი ჰპირდება მათ, რომ შეძლებენ მასთან დაბრუნებას და ოჯახთან ერთად სამარადისოდ ცხოვრებას. იხ. მოძღვრება და აღთქმები 132:19-20.)

გამოსახულება
მისიონერები

ჩვენ აღთქმის ხალხი ვართ

ისინი, ვინც უერთდებიან უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას, ხდებიან ღვთის აღთქმის ხალხი. ისინი ასევე მემკვიდრეობით იღებენ აბრამის აღთქმის დალოცვებსა და ვალდებულებებს (იხ. გალატელთა 3:27-29). იყო ღვთის აღთქმის ხალხი ნიშნავს, რომ ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს ქრისტესთან დაახლოების გზაზე. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ღვთის ეკლესიის გაძლიერებაზე დედამიწაზე. როცა აღთქმებს ვიცავთ, ჩვენ შეგვიძლია, ღმერთის ძალა და სიძლიერე ვიპოვოთ.