2022
დაცემა ღმერთის გეგმის აუცილებელი ნაწილი იყო
იანვარი, 2022 წ.


„დაცემა ღვთის გეგმის ნაწილი იყო”, ლიახონა, იანვარი, 2022

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , იანვარი, 2022

დაცემა ღმერთის გეგმის აუცილებელი ნაწილი იყო

დაცემის გამო ჩვენ დედამიწაზე ვიბადებით და ერთ დღეს შევძლებთ, დავბრუნდეთ მამაზეციერთან ზეცაში.

გამოსახულება
ადამი და ევა

ადამი და ევა ედემის ბაღში, რობერტ ტ. ბარეტი

ედემის ბაღში ღმერთმა უბრძანა ადამსა და ევას, არ ეჭამათ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან. შემდეგ უთხრა მათ: „[თქვენ] შეგიძლიათ, თავად აირჩიოთ, … მაგრამ გახსოვდე[თ], რომ მე ეს აგიკრძალე[თ]“ (მოსე 3:17). სატანა აცდუნებდა ევას, ეჭამა ხის ნაყოფი. მან უთხრა: „იქნებით ღმერთივით, კეთილის და ბოროტის შემცნობელნი“ (მოსე 4:11). მან იგემა ხილი და ადამს გაუზიარა. ღმერთმა განდევნა ისინი ედემის ბაღიდან.

დაცემა

გამოსახულება
ადამი და ევა

ადამი და ევა განდევნეს ბაღიდან, გარი ლ. კაპი, კოპირება აკრძალულია

როცა ადამი და ევა ედემის ბაღიდან განდევნეს, ისინი აღარ იმყოფებოდნენ ღვთის გარემოცვაში. ღმერთისგან ამ განცალკევებას სულიერი სიკვდილი ეწოდება. ბაღიდან წასვლა ასევე ნიშნავდა იმას, რომ ადამი და ევა მოკვდავები გახდებოდნენ და ამიტომ სიკვდილს ვერ გაექცეოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადამი და ევა აღარ იყვნენ ღმერთთან და მოკვდავები იყვნენ, მათ უხაროდათ და წინსვლის იმედი ჰქონდათ (იხ. მოსე 5:10 -11). „ადამი დაეცა, რათა ადამიანები ყოფილიყვნენ და ადამიანები არსებობენ, რათა განიცადონ სიხარული“ (2 ნეფი 2:25).

გამოცდის დრო

როცა ვიბადებით, ჩვენ ღმერთს ვშორდებით, ისევე როგორც ადამი და ევა დაცემის შემდეგ. სატანა გვაცდუნებს, გავაკეთოთ ცუდი არჩევანი. ეს ცდუნებები გვაძლევს გამოცდის საშუალებას, ასევე კეთილისა და ბოროტის შორის არჩევნის გაკეთების (იხ. ალმა 12:24). ყოველ ჯერზე, როცა ვცოდავთ და არ ვინანიებთ, ჩვენ ვშორდებით მამაზეციერს. მაგრამ თუ მოვინანიებთ, ჩვენ ვუახლოვდებით ზეციურ მამას.

ფიზიკური სიკვდილი

გამოსახულება
სასაფლაო

ჩვენთვის დედამიწა შეიქმნა (იხ. 1 ნეფი 17:36). დაცემამ შესაძლებელი გახადა ადამისა და ევასთვის, შეესრულებინათ ღმერთის მცნება - ეყოლიათ შვილები, რის შედეგადაც ჩვენ შევძელით ფიზიკურ სხეულში დედამიწაზე მოსვლა. ჩვენი სხეულები ოდესღაც მოკვდება, მაგრამ სული გააგრძლელებს არსებობას. ჩვენი სხეული და სული აღდგომისთანავე შეერთდება.

იესო ქრისტეს მიერ გადარჩენილი

გამოსახულება
იესო ქრისტეს აღდგომა

აღდგომა, ჰარი ანდერსენი

იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ ფიზიკურ და სულიერ სიკვდილზე. ქრისტეს აღდგენის გამო ყოველი ადამიანი, რომელის ოდესმე დაბადებულა დედამიწაზე, აღდგება და მარადჟამს იცოცხლებს. და რადგან ქრისტე დაიტანჯა ჩვენი ცოდვებისთვის, ჩვენ შეგვიძლია, მოვინანიოთ, რათა კვლავ შევძლოთ მამაზეციერთან ზეცაში ცხოვრება.