2021
გენერალური კონფერენცია: საერთაშორისო საეკლესიო შეხვედრა
სექტემბერი, 2021 წ.


გენერალური კონფერენცია: საერთაშორისო საეკლესიო შეხვედრა“, ლიახონა, სექტემბერი, 2021 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა სექტემბერი, 2021 წ.

გენერალური კონფერენცია: საერთაშორისო საეკლესიო შეხვედრა

გენერალური კონფერენციის დროს ჩვენ ვუსმენთ წინასწარმეტყველებსა და ეკლესიის სხვა ხელმძღვანელებს. ისინი გვასწავლიან იმას, რაც ღმერთს სურს, რომ გავიგონოთ.

გამოსახულება
საკონფერენციო დარბაზი

ყოველი წლის აპრილსა და ოქტობერში ეკლესია ატარებს შეხვედრების სერიას, რასაც უწოდებენ გენერალურ კონფერენციას. ხელმძღვანელები გვასწავლიან და მოწმობენ იესო ქრისტესა და მისი სახარების შესახებ. გენერალური კონფერენცია ტარდება სოლთ ლეიქ სითიში, იუტაში (აშშ) და გადაეცემა მთელ მსოფლიოში 80 ენაზე. ყველა წევრსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს ვიწვევთ, მოუსმინონ გამოსვლებს.

გამოსახულება
საკონფერენციო ცენტრის ინტერიერი

ეკლესიის პირველი კონფერენციები

ეკლესია ოფიციალურად დაარსდა 1830 წ. 6 აპრილის შეხვედრაზე (იხ. მოძღვრება და აღთქმებში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20). პირველი გენერალური კონფერენცია ჩატარდა 1830 წ. 9 ივნისს. იმის შემდეგ გენერალური კონფერენციები ტარდებოდა ეკლესიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით იქ, სადაც წევრები მოახერხებდნენ შეკრებას. 1840 წ. ხელმძღვანელებმა დაიწყეს კონფერენციების ჩატარება წელიწადში ორჯერ.

გამოსახულება
პრეზიდენტი ნელსონი კათედრასთან

დღეს როგორ ხდება კონფერენციების მოწყობა

გენერალური კონფერენციაზე სიტყვით გამოდიან პირველი პრეზიდენტობა, თრმეტ მოციქულთა ქვორუმი და ეკლესიის სხვა ხელმძღვანელები. ტაბერნაკალური გუნდი სატაძრო მოედნიდან და სხვა საეკლესიო გუნდები უზრუნველყოფენ მუსიკას. ყოველი კონფერენცია შედგება ხუთ სესიისგან: სამისგან შაბათს და ორისგან კვირის. აპრილში მესამე სესია შაბათს ეძღვნება აარონისა და მელქიცედეკის მღვდლობის ქვორუმებს. ოქტომბერში იგ ეძღვნება მოწყალების საზოგადოებისა და ახალგაზრდა ქალების წევრებს.

ხელმძღვანელების სწავლებები

კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ეკლესიის ხელმძღვანელები ლოცულობენ იმის თაობაზე, რა უნდა ასწავლონ. უფალი შთააგონებს მათ, თუ რაზე უნდა ისაუბრონ. ისინი ასწავლიან სახარების ჭეშმარიტებებს და გვიწვევენ, დავიცვათ ღვთის მცნებები. ისინი ასევე მოწმობენ იესო ქრისტეზე და გვაგულიანებენ, ვიაროთ მის კვალზე.

ვისწავლოთ გენერალური კონფერენციიდან

გენერალური კონფერენციის დაწყებამდე ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ, რათა გავიგოთ, რა სურს უფალს, რომ ვისწავლოთ. გამოსვლების მოსმენისას სულიწმინდა გვასწავლის იმას, რაც უნდა ვიცოდოთ. კონფერენციის შემდეგ გამოსვლები ქვეყნდება საიტზე ChurchofJesusChrist.org, სახარების ბიბლიოთეკის აპლიკაციაში და ლიახონაში. ჩვენ შეგვიძლია, ლოცვით შევისწავლოთ გამოსვლები, რათა მეტი შევიტყოთ იესო ქრისტესა მისი სახარების შესახებ.

წმინდა წერილიდან

იესო ქრისტე გვასწავლიდა, რომ ხშირად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს (იხ. 3 ნეფი 18:22).

როცა ეკლესიის წევრები ერთად სცემენ თაყვანს ღმერთს, უფალი მათთან არის (იხ. მათე 18:20).

უფალმა უბრძანა ეკლესიის წევრებს, „ერთმანეთს უნდა ასწავლოთ და დაარიგოთ“ (მოძღვრება და აღთქმები 43:8).

როცა ეკლესიის წევრები ავლენენ რწმენას ქრისტეში, შეხვედრების დროს მისი სული იქნება მათთან (იხ. მოძღვრება და აღთქმები 44:2).