2021
რა არის ღვთაება?
ივნისი, 2021 წ.


„რა არის ღვთაება”, ლიახონა, ნოემბერი 2021 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ივნისი, 2021 წ.

რა არის ღვთაება?

მამაღმერთი, იესო ქრისტე და სულიწმინდა სამი სხვადასხვა არსებაა, რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ.

გამოსახულება
პირველი ხილვა

ფრაგმენტი, პირველი ხილვა, ჯონ მაკნაუტონი

ერთხელ გაზეთის რედაქტორმა ჰკითხა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს, რა სწამდათ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს. ამის პასუხად წინასწარმეტყველმა დაწერა 13 მტკიცებულება მრწამსის შესახებ, რასაც ჩვენ რწმენის სიმბოლოებს ვეძახით. პირველი მტკიცებულება: „ჩვენ გვწამს ღმერთის, მარადიული მამის და მისი ძის, იესო ქრისტესი და სულიწმინდის“ (რწმენის სიმბოლოები 1:1). ესენი წარმოადგენენ, რასაც ვეძახით ღვთაებას.

ღმერთი, მარადიული მამა

ღმერთს აქვს ხორცისა და ძვლებისგან შემდგარი აღმდგარი სხეული. იგი ჩვენი სულების მამაა. მას უყვარს ყოველი თავისი შვილი. ღმერთი სრულყოფილია, მას აქვს ყოველივე ძალა და მან იცის ყოველივე. იგი სამართლიანი, მოწყალე და კეთილია. ჩვენ, როგორც სულები, ვცხოვრობდით ღმერთთან, სანამ დავიბადებოდით. მან დედამიწაზე გამოგვაგზავნა, რათა გვესწავლა და გავზრდილიყავით. ღმერთის ყველაზე დიდი სურვილია, ყოველი მისი შვილი სიკვდილის შემდეგ დაუბრუნდეს მას, რათა კვლავ იცხოვროს მასთან. ღმერთი გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა მივბაძოთ იესო ქრისტეს, რათა დავბრუნდეთ ღმერთის გარემოცვაში.

გამოსახულება
იესო ქრისტე ქადაგებს სულების სამყაროში

ქრისტე ქადაგებს სულების სამყაროში, რობერტ ტ. ბარეტი

იესო ქრისტე

იესო ქრისტეს ასევე აქვს ხორცისა და ძვლებისგან შემდგარი აღმდგარი სხეული. იგი ღვთის პირმშოა. ღმერთმა იგი ჩვენს დაბადებამდე აირჩია, ყოფილიყო ჩვენი მხსნელი. ეს ნიშნავს, რომ იესო მოევლინა დედამიწას, რათა იყოს ჩვენთვის მაგალითი, ასწავლოს თავისი სახარება, გამოისყიდოს ჩვენი ცოდვები და სიკვდილისგან გვიხსნას. იესო ქრისტეს გამო ჩვენ მოგვეტევება ცოდვები, თუკი მოვინანიებთ. იესო ქრისტემ ასევე გამოიარა მრავალი ტანჯვა, რათა შეეძლო, გაეგო ჩვენი მდგომარეობა და დაგვხმარებოდა. იესო ქრისტე მოკვდა და შემდეგ აღდგა, ამით მან შესაძლებელი გახადა ყოველი ჩვენგანისთვის, სიკვდილის შემდეგ კვლავ ვიცხოვროთ.

გამოსახულება
ქრისტეს დაკრძალვა

 სურათი გეტი იმიჯიდან

სულიწმინდა

სულიწმინდა არის ღვთაების ნაწილი, რომელსაც არ აქვს სხეული. იგი სულია. სულიწმინდას შეუძლია, პირდაპირ ესაუბროს ჩვენს სულს. იგი მოწმობს, რომ ღმერთი რეალურია და რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი. სულიწმინდა მოქმედებს, როგორც ღვთის მაცნე, რათა გადმოგვცეს სიყვარულის გრძნობა, წინ გაგვიძღვეს და ნუგეში მოგვგვაროს. ნათლობისა და წევრად დამტკიცების შემდეგ ჩვენ მივიღებთ სულიწმინდის ძღვენს. ნათლობის შემდეგ შესაძლოა, სულიწმინდა მუდამ იყოს ჩვენთან, თუკი დავიცავთ ღვთის მცნებებს.

გამოსახულება
პირველი ხილვა

პირველი ხილვა, უოლტერ რეინი

ჯოზეფ სმითის პირველი ხილვა

დიდი ხნის მანძილზე ადამიანებს არ ჰქონდათ ზუსტი ცოდნა ღვთაების შესახებ. ისინი ბჭობდნენ იმაზე, ვინ იყო ღმერთი, იესო ქრისტე და სულიწმინდა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომ არის პირველი ხილვა და ჯოზეფ სმითი ამდენად მნიშვნელოვანი. მან იხილა ზეციური მამა და იესო ქრისტე, რომ მათ ჰქონდათ სხეული და რომ ისინი იყვნენ ორი სხვადასხვა არსება.

გამოსახულება
მოსმენა

მოსმენა, მაიკლ იარვის ნელსონი

ცალ-ცალკე მაგრამ ერთად

წმინდა წერილი და თანამედროვე წინასწარმეტყველები გვასწავლიან, რომ ღმერთი, იესო ქრისტე და სულიწმინდა სხვადასხვა არსებებია, მაგრამ მათ ერთი მიზანი აქვთ: ჩვენი უკვდავება და მარადიული ცხოვრება (იხ. მოსე 1:39). ისევე, როგორც ერთი გუნდის წევრები, ისინი ერთად მოქმედებენ, რათა ყოველდღე დაგვეხმარონ. ჩვენ შეგვიძლია, უფრო ახლოს ვიგრძნოთ მათთან თავი, როცა ცოდვებს ვინანიებთ და ვაკეთებთ სწორ არჩევანს.

წმინდა წერილი ღვთაების შესახებ

  • მამაზეციერს და იესო ქრისტეს ერთი მიზანი აქვთ (იხ. იოანე 10:30).

  • მამაზეციერმა მიმართა თავის ძეს (იხ. მათე 3:16-17).

  • იესო ქრისტე ესაუბრა თავის მამას (იხ. იოანე 11:41.

  • იესო ქრისტემ ილოცა ჩვენთვის, რათა ერთნი ვიყოთ (იხ. იოანე 17:11).

  • ჯოზეფ სმითმა იხილა მამაზეციერი და იესო ქრისტე. (იხ. ჯოზეფ სმითი - ისტორია 1:17).

  • სულიწმინდა მოწმობს, რომ იესო ქრისტე არის ჩვენი მხსნელი (იხ. იოანე 15:26).