2021
იესო ქრისტემ გვთხოვა, მიგვეღო ზიარება
მარტი, 2021 წ.


„იესო ქრისტემ გვთხოვა, მიგვეღო ზიარება“, Liahona, მარტი 2021 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , მარტი, 2021

იესო ქრისტემ გვთხოვა, მიგვეღო ზიარება

ყოველ კვირას, როცა ვიხსენებთ მხსნელს, ჩვენ ვიწმინდებით და ვიკურნებით.

გამოსახულება
ბოლო სერობა

ბოლო სერობა, კარლ ჰეინრიხ ბლოხი

სიკვდილამდე იესო ქრისტემ საბოლოოდ ივახშმა, რასაც დაერქვა ბოლო სერობა. ამ ვახშმის ბოლოს მან თავის მიმდევრებს გააცნო ზიარება. მან გატეხა პური და დალოცა იგი. „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“ - თქვა მან (ლუკა 22:19). შემდეგ დალოცა თასი ღვინით და გადასცა მათ.

გამოსახულება
ოჯახი იღებს ზიარებას

ყოველკვირეული ღვთისმსახურების ნაწილი

როცა იესო ქრისტეს ეკლესია აღდგენილ იქნა დედამიწაზე, ზიარება გახდა ყოველკვირეული ღვთისმსახურების ნაწილი. საეკლესიო მსახურებების დროს ზიარებას დალოცავენ და ჩამოატარებენ მღვდლობის მქონე პირები. ისინი ლოცულობენ ამ სიტყვებით წმინდა წერილიდან (იხ. მორონი 4; 5). შემდეგ მრევლი ჭამს პურს და სვამს წყალს იესო ქრისტესა და მისი მსხვერპლის მოსაგონებლად, როგორც მან ეს გვთხოვა.

გამოსახულება
ახალგაზრდა ქალი ლოცულობს

ანჟელა სუიტერის ფოტო

ემზადებიან ზიარების მისაღებად

იმისთვის, რომ მოვემზადოთ ზიარების მისაღებად, ჩვენ უნდა გულწრფელად ვიფიქროთ ჩვენს ცხოვრებისა და არჩევანის შესახებ. ჩვენ უნდა მოვინანიოთ გასული კვირის შეცდომები და ცოდვები, ამის გარდა ვთხოვოთ ღმერთს მიტევება. ზიარების მისაღებად არ არის საჭირო, ვიყოთ სრულყოფილნი, მაგრამ გული უნდა დავიმდაბლოთ.

გამოსახულება
ლოცვა გეთსიმანიის ბაღში

ლოცვა გეთსიმანიის ბაღში დილ პარსონის მიერ

იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე პური და წყალი

ზიარების მიღება არის წმინდა დრო. ზიარების ლოცვები გვახსენებს, რომ პურისა და წყლის მიღებისას ჩვენ ვიხსენებთ იესო ქრისტეს სხეულსა და სისხლს. ჩვენ ვპირდებით, რომ მივბაძავთ მას და ვიცხოვრებთ ქრისტიანული ცხოვრებით. ჩვენ ვპირდებით, რომ დავიცავთ ღვთის მცნებებს. ამის ნაცვლად სულიწმინდა გვანუგეშებს, წინ გაგვიძღვება და განგვკურნავს.

გამოსახულება
ნათლობა

აღთქმების განახლება

როცა მონათლული ადამიანი იღებს ზიარებას სუფთა გულით, იგი ანახლებს ნათლობისას დადებულ აღთქმას. ეს მოიცავს სულიწმინდის მიღებას და ცოდვებისგან განწმენდას, ისე, თითქოს თავიდან მოვინათლეთ. ეს არის იმედი და იესოს წყალობა, რომელსაც იგი ყოველ ჩვენგანს სთავაზობს. არასდროს არ არის გვიანი, მოვინანიოთ და მივიღოთ მიტევება.

გამოსახულება
იესო ქრისტე წარუდგენს ზიარებას ნეფიელებს

რათა ყოველთვის გახსოვდეთ, გარი ლ. კაპის მიერ, ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია

რას გვეუბნება წმინდა წერილი ზიარების შესახებ?

ზიარების მიღებამდე ჩვენ უნდა სულიერად შევამოწმოთ საკუთარი თავი, გულწრფელად ჩავიხედოთ შიგნით (იხ. 1 კორინთელთა 11:28).

აღდგომის შემდეგ იესომ აჩვენა თავის ხალხს ამერიკის კონტინენტზე, როგორ უნდა მიიღონ ზიარება (იხ. 3 ნეფი 8).

თანამედროვე წინასწარმეტყველებმა გვითხრეს, რომ ზიარების დროს უნდა გამოვიყენოთ პური და წყალი, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა იმას, რას ვჭამთ ან რას ვსვამთ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 27:2). ალერგიულ ადამიანებს ზოგჯერ ესაჭიროებათ პურის შემცვლელი .

ბოლო სერობა, კარლ ჰეინრიხ ბლოხის მიერ; ახალგაზრდა ქალი ლოცულობს - ანჟელა სუიტერის ფოტო; ლოცვა გეთსიმანიის ბაღში, დილ პარსონის მიერ; რათა ყოველთვის გახსოვდეთ, გარი ლ. კაპის მიერ, ნებართვის გარეშე კოპირება აკრძალულია