2021
სიხარული და სიყვარული
იანვარი, 2021 წ.


Area Presidency Message

სიხარული და სიყვარული

საყვარელო ძმებო, დებო და ბავშვებო,

ჩვენ გწერთ ამ გზავნილს სიხარულით, რადგან ვხედავთ თქვენს უფლისადმი სიყვარულს და შესანიშნავ ერთგულებას ქრისტეს დიადი საქმისადმი, რომელიც დღეს ასე არაჩვეულებრივად არის იესო ქრისტეს სახარების მიერ წარდგენილი.

ჩვენ ასევე გიზიარებთ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის, მისი მრჩევლებისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის სიყვარულს. ისინი ლოცულობენ თქვენთვის და ხშირად გამოხატავენ მადლიერებას თქვენი ღვთის სასუფეველში სიკეთისა და მსახურებისთვისთვის.

COVID-19

მართალია, ჩვენ, მთელს მსოფლიოსთან ერთად, 2020 წ. განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოწვევების მოწმენი გავხდით. COVID-19 -თან დაკავშირებული პანდემიამ ყოველ სიცოცხლეზე მოახდინა გავლენა. ზოგი ჩვენი ახლობელი და ნათესავი მიწიერი ცხოვრების საბურველის მეორე მხარეს გადავიდა, სხვები COVID-19 -ით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვოდა, მიუხედავად იმისა, რომ ღვთის წყალობით გადარჩნენ. ჩვენ ასევე ვიხილეთ ამ ვირუსის გავლენის ქვეშ მოქცეული ბიზნესი, სკოლები და თემები აღმოსვლეთ ევროპის რეგიონის ყოველ ქვეყანაში. ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები და ხელძღვანელები, ვევედრებოდით უფალს, დაგვხმარებოდა ამ გამოწვევების დაძლევაში.

თუმცა, ჩვენ ასევე გვწამს, რომ ამ გამოწვევებს მოჰყვება ბევრი სიკეთე. დაფიქრდით ერთი წუთით იმაზე, რამდენად ვუახლოვდებით ერთმანეთს ვიდეო ტექნოლოგიების, ვიდეო კონფერენციებისა და სხვა საშუალებების მეშვეობით. ჩვენი ხელმძღვანელები და წევრები უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, რადგან ყველანი ვეჩვევით იმას, რომ ყოველდღიურად დავუკავშირდეთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.

კიდევ დიდად გვახარებს ის, რომ ჩვენს რიგებს კვლავ შემოუერთდნენ ზოგიერთი ჩვენი წევრები. სხვებმა კი, არა ჩვენი მრწამსის, აღმოაჩინეს იესო ქრისტეს შესანიშნავი აღდგენილი სახარება; ისინი, ჩვენი მრავალი ერთგული წევრის დახმარებით, მისიონერებთან გადიან გაკვეთილებს და ინათლებიან. რამხელა დალოცვაა ეს ჩვენთვის! იმედი გვაქვს, რომ ყველანი მივესალმებით ამ განსაკუთრებულ ახალ წევრებს ჩვენი ეკლესიის წევრების ოჯახში.

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის 2021წ. გეგმა

ჩვენ ვუახლოვდებით 2021 წ. თუმცა გზავნილი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პრეზიდენტობისგან არ შეცვლილა! 2018 წ. პირველად წარდგენილი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის გეგმის მთავარი მიზანი 2021 წელსაც გაგრძელდება. ეს გეგმა დაფუძნებულია უფალ იესო ქრისტესა და მის უკანასკნელ დღეთა წმინდანთა და მოციქულთა სწავლებებზე.

სად ვიპოვოთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის წევრებისთვის განკუთვნილი ბარათი „ჩემი გეგმა“ და ხელმძღვანელებისთვის – აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ხელმძღვანელების ბარათი?

რეგიონალური ოფისი ყოველწლიურად უზრუნველყოფს ამ ბარათებს. ამის გარდა, ჩვენ ახლა ვდებთ ბარათებს ჩემი გეგმა და ხელმძღვანელის ბარათი კონკრეტული ქვეყნისთვის განკუთვნილ ეკლესიის ვებგვერდზე, რომელთა პოვნას შეძლებთ ინტერნეტში მისამართზე The Church of Jesus Christ of Latter-day Saints ეკლესიის გვერდზე churchofjesuschrist.org.

მოწვევა ყოველ წევრსა და ოჯახს

ჩვენ ვიწვევთ ყოველ წევრსა და ოჯახს, გადაიკითხონ ჩემი გეგმა და ლოცვით დაისახონ მიზნები ამ გეგმაში დასახული მიზნების შესასრულებლად.

მოწვევა ხელმძღვანელებს, მეურვეობისა ან მრევლის საბჭოებს

ჩვენ ვიწვევთ ყოველი მრევლის ან მეურვეობის საბჭოს ხელმძღვანელს, ეპისკოპოსისა ან მრევლის პრეზიდენტის ზედამხედველობის ქვეშ, ლოცვით განიხილონ, როგორ დანერგონ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის გეგმა ხელმძღვანელებისთვის. ეს მიდგომა საუკეთესო შედეგს გამოიღებს, თუ ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ წევრებს ან ოჯახებს და არა უბრალოდ სტატისტიკასა და ციფრებს. მზრუნველობის პრინციპი ჩვენი ყველაზე გაჭირვებული წევრების მიმართ მოითხოვს ჩვენს პირად ყურადღებას.

ყოველი წევრისა და ოჯახის მოწვევა ან ვალდებულება, ვინც უფალ იესო ქრისტეს მეორე მოსვლისთვის ემზადება.

ჩვენ, როგორც რეგიონის პრეზიდენტობა, გიწვევთ, ინდივიდუალურად თუ ოჯახთან ერთად, ასევე ხელმძღვანელობას პრეზიდენტობებში, საბჭოებში, ზიარების შეკრებებზე, სულიერების საათზე და სხვა ღონისძიებებზე, განიხილოთ შემდეგი ოთხი წინასწარმეტყველური მტკიცებულება. როცა ასე მოვიქცევით, მეტი ნათელი და ძალა მოგვეცემა იმ აღთქმის გზაზე, რომელსაც უკვდავებისა და მარადიული ცხოვრებისკენ მივყავართ.

უფალი იესო ქრისტესგან, მისივე სიტყვებით :

„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია.

ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმენდს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.

თქვენ უკვე განწმედილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით.

თქვენ ჩემში დარჩით, მე კი – თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით

მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ.

ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება.

თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.

ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით.

როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში.

თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებესი და ვრჩები მის სიყვარულში.

ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს“. (იოანე 15: 1-11)

პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონისგან:

„ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მოწაფეებს, იმისთვის, რომ მას ვუსმიონოთ, გვმართებს უფრო მეტი ძალისხმევა, ვიდრე ოდესმე“. საჭიროა შეგნებული, თანმიმდევრული ძალისხმევა, რათა ჩვენი ცხოვრება ავავსოთ მისი სიტყვებით, მისი სწავლებებით, მისი ჭეშმარიტებით“. („მას უსმინეთ“ რასელ მ. ნელსონი 2020 წ. 5 აპრილის 190-ე ყოველწლიური კონფერენციის კვირის დილის სესია)

მორონისგან, ბოლო წინასწარმეტყველისგან მორმონის წიგნიდან

„და კვლავ გეუბნებით, თქვენ, რომლებიც უარყოფთ ღმერთის გამოცხადებებს და ამბობთ, რომ ისინი შეწყდა, აღარ არის გამოცხადებები და წინასწარმეტყველებები, არც არანაირი ძღვენი, განკურნება, არც ენებზე ლაპარაკი და არც ენებიდან თარგმნა;

აჰა, გეუბნებით, ვინც ყოველივე ამას უარყოფს, არ იცის ქრისტეს სახარება; დიახ, არ წაუკითხავს წმინდა წერილი; თუ წაუკითხავს, მას ის არ ესმის.

ვინაიდან, ნუთუ არ ვკითხულობთ, რომ ღმერთი არის უცვლელი გუშინ, დღეს და უკუნისამდე და მასში არ არის გარდაქმნა და არც ცვლილების ჩრდილი?

და ახლა, თუ წარმოიდგინეთ თქვენთვის ღმერთი, რომელიც იცვლება, რომელშიც არის ცვლილების ჩრდილი, მაშინ წარმოდგენილი გაქვთ ღმერთი, რომელიც არ არის სასწაულმოქმედი ღმერთი.

მაგრამ, აჰა, მე დაგანახებთ სასწაულმოქმედ ღმერთს, ღმერთს აბრაამისა და ისააკისა და იაკობის ღმერთს; და იგივე ღმერთმა შექმნა ზეცა და მიწა და ყოველივე, რაც არის მასზედ“.

„და მიზეზი, რის გამოც შეწყვიტა მან სასწაულების მოხდენა ადამიანთა შვილებს შორის, არის ის, რომ ისინი გადაშენდნენ ურწმუნოებაში და მიატოვეს სწორი გზა და არ იციან ღმერთი, რომელიც უნდა სწამდეთ.

აჰა, მე გეუბნებით, რომ ვისაც სწამს ქრისტე და არ ჭოჭმანობს, რაც არ უნდა სთხოვოს ქრისტეს სახელით მამას – მიეცემა; და ეს არის დაპირება ყველასთვის, დედამიწის კიდით კიდემდე“. (მორმონი 9:7–11, 20–21)

პრეზიდენტ დალინ ჰ. ოუქსისგან

ჩვენ გვწამს, რომ პირველი პრეზიდენტობის პირველი მრჩევლის, პრეზიდენტ დალინ ჰ. ოუქსის სიტყვები, ეკუთვნის არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებს.

„მე ვაცხადებ ჩემს რწმენას იმაში, რომ … ჩინეთი [აღმოსავლეთ ევროპა] … უკვე გახსნილია, ეს ჩვენ ვართ დაკეტილები… ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი აზროვნების სტილი, … დავიცვათ მათი კანონები და მივბაძოთ მათი მოთმინების მაგალითს. ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ვიყოთ მათი მეგობრები … ჩვენი მამაზეციერი ,,,მოავლენს თავის მიზნებს ამ დიადი ერისთვის „თავის დროზე, თავისი ხერხით, თავისი საკუთარი ნების თანახმად“ (დალინ ჰ. ოუქსი, „Getting to Know China,“ March 12, 1991, BYU Speeches)

დაე, ჩვენმა საყვარელმა მამაზეციერისა და მისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს, უხვი კურთხევები გადმოიღვაროს თქვენსა და თქვენს ოჯახზე, ეკლესიაზე და თემებზე, რომლებშიც თქვენ ცხოვრობთ, როცა ჩვენ ყველანი თავმდაბლად, ერთგულად და სიხარულით ვემსახურებით იესო ქრისტეს სახარებას და ვცხოვრობთ მის მიხედვით.

სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით,

უხუცესი კრისტოფელ გოლდენი
უხუცესი ჰანს ტ. ბუმი
უხუცესი კირილო პოხილკო

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პრეზიდენტობა