2018
დების მონაწილეობა ისრაელის შეკრებაში
ნოემბერი, 2018 წ.


გამოსახულება
ministering

პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, ნოემბერი, 2018 წ.

დების მონაწილეობა ისრაელის შეკრებაში

მოგიწოდებთ თქვენ, ეკლესიის ქალებო, წინასწარმეტყველური ვედრებით, შექმნათ უკეთესი მომავალი გაფანტული ისრაელის შეკრებაში დახმარების გაწევით.

შესანიშნავია თქვენთან ყოფნა, ჩემო ძვირფასო დებო. შეიძლება ის, რაც შემემთხვა ბოლო ხანებში, შეგიქმნით წარმოდგენას იმაზე, რას ვგრძნობ თქვენ მიმართ და იმ უზენაეს საშუალებებზე, რომლებითაც შემოსილნი ხართ.

ერთხელ, როცა ვესაუბრებოდი მრევლს სამხრეთ ამერიკაში, ძალიან გავერთე და მნიშვნელოვან მომენტში ვთქვი: „მე, როგორც 10 შვილის დედას, შემიძლია გითხრათ, რომ …“. და შემდეგ გავაგრძელე აზრი.

მე ვერ გავიაზრე, რომ ვთქვი დედა. ჩემმა თარჯიმანმა იფიქრა, რომ შემეშალა და შეცვალა სიტყვა დედა სიტყვაზე მამა, ასე რომ მრევლი ვერც კი მიხვდა, რომ მე საკუთარ თავს ვუწოდე დედა. მაგრამ ჩემმა მეუღლემ, ვენდიმ, გაიგონა ეს და ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩემი ფრეიდული შეცდომის გამო.

იმ მომენტში გულიდან ამოხეთქა ღრმად დამალულმა წადილმა - მოვახდინო მხოლოდ დედებისთვის შესაძლებელი ცვლილება სამყაროში. წლების განმავლობაში, როცა კი არ მეკითხებოდნენ, რატომ ვარჩიე, გავმხდარიყავი ექიმი, ჩემი პასუხი უცვლელი იყო: „რადგან არ შემეძლო, ამერჩია დედობა“.

გთხოვთ, შენიშნოთ, რომ ნებისმიერ დროს, როცა ვამბობ სიტყვას დედა, არ ვგულისხმობ მხოლოდ ქალებს, რომლებმაც გააჩინეს ან იშვილეს ბავშვები. მე ვსაუბრობ ზეციური მშობლების ყველა ზრდასრული ასულის შესახებ. ყოველი ქალი არის დედა თავისი ღვთაებრივი მარადიული ღირსების გამო.

ასე რომ, დღეს საღამოს მე, როგორც 10 შვილის მამა -ცხრა ქალიშვილისა და ერთი ვაჟის, და როგორც ეკლესიის პრეზიდენტი, ვლოცულობ, რათა იგრძნოთ, რაოდენ ღრმა გრძნობები მაქვს თქვენ მიმართ - იმასთან მიმართებაში, რანი ხართ და რამდენი სიკეთის კეთება შეგიძლიათ. ვერავინ ვერ გააკეთებს იმას, რაც მართალ ქალს შეუძლია. ვერავინ ვერ გაიმეორებს დედის გავლენას.

მამაკაცებს შეუძლიათ და ხშირადაც გამოხატავენ მამაზეციერისა და მხსნელის სიყვარულს სხვების მიმართ. მაგრამ ქალებს აქვთ ამისთვის განსაკუთრებული ძღვენი - ღვთიური შემოსვა. თქვენ გაქვთ უნარი, იგრძნოთ ვიღაცის საჭიროება და ის, როდის არის ამის საჭიროება. თქვენ შეგიძლიათ მიწვდეთ, ანუგეშოთ, ასწავლოთ და გააძლიეროთ ვინმე მისთვის კრიტიკულ მომენტში.

ქალებს კაცებისგან განსხვავებული ხედვა აქვთ და ჩვენ ეს ხედვა ძალიან გვჭირდება! თქვენი ბუნების თანახმად თქვენ ჯერ სხვებზე ფიქრობთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა შედეგი მოაქვს ნებისმიერ ქმედებების შედეგს სხვებზე.

როგორც პრეზიდენტმა აირინგმა მიგვითითა, ეს იყო ჩვენი დიდებული დედა ევა მამაზეციერის გეგმის შორს მჭვრეტველობით, რომელმაც დაუდო საფუძველი იმას, რასაც ვუწოდებთ „დაცემას“. მისმა ბრძნულმა და მამაცურმა არჩევანმა, ასევე ადამის მხარდაჭერამ წინ წაწია ღმერთის ბედნიერების გეგმა. მათ შესაძლებელი გახადეს ყოველი ჩვენგანისთვის დედამიწაზე დაბადება, სხეულის მიღება და დამტკიცება, რომ ახლაც, ისევე, როგორც წინამიწიერ ცხოვრებამდე, გავაკეთებდით არჩევანს და ავირჩევდით ქრისტეს.

ჩემო ძვირფასო დებო, თქვენ გაქვთ განსაკუთრებული სულიერი ძღვენი და მიდრეკილებები. დღეს მინდა შეგაგულიანოთ და მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ილოცებთ, რათა შეიტყოთ თქვენი სულიერი ძღვენი, განავითაროთ იგი, გამოიყენოთ და გაზარდოთ იგი. და როცა ასე მოიქცევით, თქვენ სამყაროს შეცვლით.

თქვენ, როგორც ქალები, შთააგონებთ სხვებს და ადგენთ მისაბაძ სტანდარტს. ნება მიბოძეთ, გაგახსენოთ ორი ძირითადი განცხადება, რომელიც გაკეთდა ბოლო გენერალურ კონფერენციაზე. თქვენ, ძვირფასო დებო, ორივე გეხებათ.

პირველი:; მზრუნველობა. მზრუნველობის უმაღლესი სტანდარტია ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე. როგორც წესი, ქალები ყოველთვის იყვნენ და არიან ამ სტანდარტთან მამაკაცებზე უფრო ახლოს. ჭეშმარიტი მზრუნველობის დროს თქვენ მიჰყვებით გრძნობებს და გსურთ, სხვებმაც იგრძნონ მხსნელის უფრო მეტი სიყვარული. მართალ ქალებში მზრუნველობის მოთხოვნილება ბუნებრივი მოვლენაა. ვიცნობ ქალებს, რომლებიც ყოველ დღე ლოცულობენ: „ვის გსურს, რომ დავეხმარო დღეს“?

სანამ 2018 წ. აპრილში გამოცხადდებოდა სხვებისთვის უფრო წმინდა და ამაღლებული ხერხით ზრუნვა, ზოგიერთ მამაკაცს ჩამოუყალიბდა ტენდენცია, აღნიშნონ შინა მასწავლებლის დავალება როგორც „შესრულებული“ და გადავიდნენ შემდეგ საქმეზე.

მაგრამ როცა თქვენ გრძნობდით, რომ თქვენ დას, რომელსაც სტუმრობთ, დახმარება სჭირდებოდა, თქვენ მაშინვე პასუხობდით ამ საჭიროებას და შემდეგ მთელი თვის განმავლობაში. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, როგორ ასწავლიდით, რამაც შთაგვაგონა, გადავსულიყავით მზრუნველობაზე.

მეორე: ბოლო გენერალურ კონფერენციაზე ჩვენ ასევე ახლად განვასწავლეთ მელქიცედეკის მღვდლობის ქვორუმები. როცა ვცდილობდით, გაგვეგო, როგორ დავეხმაროთ მამაკაცებს ეკლესიაში, იყვნენ უფრო ეფექტურები თავიანთ ვალდებულებებში, ჩვენ გულდასმით განვიხილეთ მოწყალების საზოგადოების როლი.

მოწყალების საზოგადოებაში ერთად იკრიბებიან სხვადასხვა ასაკსა და მდგომარეობაში მყოფი ქალები. ცხოვრების ყოველ დეკადას მოაქვს თავისი უნიკალური სირთულეები მაგრამ თქვენ მაინც ყოველ კვირას ერთად იკრიბებოდით, იზრდებოდით, ასწავლიდით სახარებას და ცვლიდით სამყაროს.

ახლა, თქვენი მაგალითის გამოყენებით, მელქიცედეკის მატარებლები არიან უხუცესთა ქვორუმის წევრები. ეს არიან 18-98 წლის (ზოგჯერ უფრო უფროსი ასაკიც) მამაკაცები, თანაბარი ფართო მასშტაბის სამღვდელოებისა და ეკლესიური გამოცდილების მქონე ადამიანები. ამ მამაკაცებს ახლა შეუძლიათ უფრო ძლიერი ძმური კავშირების დამყარება, ერთად სწავლა და სხვების ცხოვრების უფრო ეფექტურად დალოცვა.

თქვენ გახსოვთ, რომ გასულ წელს, ივნისში, მე და და ნელსონმა მივმართეთ ეკლესიის ახალგაზრდობას. ჩვენ მოვიწვიეთ ისინი, ჩაეწერონ უფლის ახალგაზრდების ბატალიონში, რათა დაეხმარონ საბურველის ორივე მხარეს ისრაელის შეკრებაში. ეს შეკრება არის“უდიდესი სირთულე, უდიდესი მიზეზი და უდიდესი სამუშაო დღეს დედამიწაზე“!1

ამ საქმეში აუცილებელია ქალები, რადგან ისინი ქმნიან მომავალს. დღეს მოგიწოდებთ თქვენ, ეკლესიის ქალებო, წინასწარმეტყველური ვედრებით, შექმნათ უკეთესი მომავალი გაფანტული ისრაელის შეკრებაში დახმარების გაწევით.

საიდან დაიწყოთ?

გთავაზობთ ოთხ მიმართლებას:

პირველი: გიწვევთ, მიიღთ მონაწილეობა 10 დღიან მარხვაში სოციალურ მედიისგან და ნებისმიერი სხვა მედიისგან, რომელიც ბადებს ნეგატიურ და არაწმინდა აზრებს თქვენს თავში. ილოცეთ იმისათვის, რათა გაიგოთ, რა ზემოქმედება მოიცილოთ მარხვის დროს. თქვენი 10 დღიანი მარხვის ეფექტი გაგაკვირვებთ. რას შეამჩნევთ მას შემდეგ, რაც შეისვენებთ ამასოფლის გავლენისგან, რომელიც აზიანებდა თქვენს სულს? ახლა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ მეტი დრო და ენერგია. რას გინდათ, დაახარჯოთ იგი? შეიცვალა თქვენი რომელიმე პრიორიტეტები. ცოტათი მაინც? მოგიწოდებთ, ჩაიწეროთ ყოველი შთაბეჭდილება და შემდეგ იმოქმედოთ მის მიხედვით.

მეორე: მოგიწოდებთ, წლის ბოლომდე წაიკითხოთ მორმონის წიგნი. როგორი შეუძლებელიც არ უნდა გეგონოთ ეს დავალება, რადგან იმდენი რამ უნდა მოასწროთ დღის განმავლობაში, თუ გულის სრული წადილით მიიღებთ ამ დავალებას, უფალი დაგეხმარებათ და გაპოვნინეთ საამისო გზას. და როცა ლოცვით შეისწავლით მას, მე გპირდებით, რომ ზეცა გაიხსნება თქვენთვის. უფალი დაგლოცავთ გაღრმავებული შთაგონებითა და გამოცხადებით.

კითხვის დროს მონიშნეთ ყოველი მუხლი, სადაც ნახსენები უფალი. შემდეგ, იქონიეთ სურვილი, ისაუბროთ ქრისტეს შესახებ, იხაროთ ქრისტეში და იქადაგოთ ქრისტეზე ოჯახებში და მეგობრებთან.2 ამ პროცესში თქვენც და ისინიც უფრო ახლოს მიხვალთ ქრისტესთან. და დაიწყება ცვლილებები, საოცრებიც კი.

ამ დილით გაკეთდა განცხადება ახალი საკვირაო განრიგის შესახებ და ეკლესიის მიერ მოწონებული ოჯახებზე ორიენტირებულ პროგრამაზე. თქვენ, ჩემო ძვირფასო დებო, ხართ ამ ახალი, დაბალანსებული, კოორდინირებული სახარების სწავლების მცდელობისა. გთხოვთ, ასწავლეთ საყვარელ ადამიანებს ის, რასაც სწავლობთ წმინდა წერილიდან. ასწავლეთ მათ, როგორ მიმართონ მხსნელს განკურნებისა და განწმენდის ძალის მისაღებად, როცა ისინი შეცოდავენ. და ასწავლეთ მათ, როგორ დაეყრდნოთ მის ძალას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მესამე: შეიმუშავეთ ტაძარში სიარულის რეგულარული ცხრილი. ეს ალბათ დამატებით მსხვერპლს მოითხოვს თქვენგან. ტაძარში გატარებული დამატებითი დრო მისცემს უფალს იმის საშუალებას, გასწავლოთ, როგორ დაეყრდნოთ მის მღვდლობის ძალას, რომლითაც თქვენ შეიმოსეთ მის ტაძარში. მათ, ვინც ტაძრიდან შორს ცხოვრობს, ვიწვევ, ლოცვით შეისწავლონ ის, რას წერია ტაძრების შესახებ წმინდა წერილებში და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებში. ეძიეთ, შეიტყოთ მეტი, გაიგოთ მეტი, იგრძნოთ მეტი ტაძრების შესახებ.

გასულ ივნისს ახალგაზრდებისთვის მიძღვნილ პროგრამაში მე ვისაუბრე ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომლის ცხოვრება შეიცვალა, როცა მშობლებმა სმარტფონი ჩვეულებრივ ტელეფონზე შეუცვალეს. ამ ახალგაზრდა ბიჭის დედა უშიშარი რწმენის ქალია. მან დაინახა, რომ შვილი ისეთ არჩევნებისკენ იხრება, რომლებიც მას მისიაში მსახურებაში ხელს შეუშლიდა. დედამ თავისი ვედრება ტაძარში მიიტანა, რათა გაეგო შვილის დახმარების საუკეთსო გზა. შემდეგ იგი ყოველ შთაბეჭდილებას მიჰყვა.

მან თქვა: „სულიწმინდის კარნახი ვიგრძენი და ვიცოდი, რომ შვილის ტელეფონი გარკვეულ დროს გარკვეული რაღაცეების გამო უნდა შემემოწმებინა. არ ვიცი სმარტფონების ხმარება, მაგრამ სულიწმინდა გამიძღვა ისეთი რამეების კეთებაში, რომლებიც არასდროს არც მინახავს. მე ვიცი, რომ სულიწმინდა ეხმარება მშობლებს, რომელბიც ეძიებენ მითითბებს იმის შესახებ, როგორ დაიცვან თავიანთი შვილები. [თავიდან] შვილი ძალაინ გამიბრაზდა. … მაგრამ სულ სამი დღის შემდეგ იგი მადლობას მიხდიდა! მან იგრძნო განსხვავება“.

მისი ვაჟის საქციელი და განწყობა კრიტიკულად შეიცვალა. იგი უფრო მეტს ეხმარებოდა სახლში, მეტს იღიმებოდა და ეკლესიაში უფრო ყურადღებიანი იყო. მას ძალიან მოეწონა ტაძარში მსახურება ნათლობასთან დაკავშირებულ საკითხებში და მისიისთვის მომზადება.

მეოთხე: ვისაც ეს ასაკით შეგეფერებათ, სრულად მიიღეთ მონაწილეობა მოწყალების საზოგადოებაში. მოგიწოდებთ, შეისწავლოთ მოწყალების საზოგადოების მიზნის ამჟამინდელი მტკიცებულება. იგი შთამაგონებელია. შესაძლებელია, ეს გახდეს თქვენი პირადი მიზნის განვითარების გზამკვლევი. ასევე მოგიწოდებთ, იპოვოთ დაახლოებით 20 წლის წინ გამოქვეყნებული მოწყალების საზოგადოების დეკლარაციაში მოცემული შეშმარიტებანი.3 ამ დეკლარაციის ასლი ჩარჩოში კიდია პირველი პრეზიდენტობის ოფისის კედელზე. ყოველთვის ვღლავ, როცა ვკითხულობ მას. იქ ახსნილია, ვინ ხართ და რა სურს უფალს, რომ იყოთ ზუსტად ამ დროში, როცა ცდილობთ, შეასრულოთ თქვენი როლი გაფანტული ისრაელის შეკრებაში.

ჩემო ძვირფასო დებო, გვჭირდებით! ჩვენ გვჭირდება თქვენი ძალა, თქვენი მოქცევა, თქვენი დაჯერებულება, თქვენი ხელმძღვანელობის უნარი, თქვენი სიბრძნე და თქვენი ხმები.”4 ჩვენ უბრალოდ ვერ შევკრებთ უთქვენოდ ისრაელს.

მიყვარხართ, მადლობას გიხდით და გლოცავთ უნარით, უკან მოიტოვოთ ამასოფელი, როცა გვეხმარებით ამ მნიშვენლოვან, სასწრაფო საქმეს. ჩვენ ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი, რაც მამაზეციერს სურს, რათ მოვამზადოთ სამყარო მისი საყვარელი ძის მეორე მოსვლისთვის.

იესო არის ქრისტე. ეს მისი ეკლესიაა. მე ამაზე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. Russell M. Nelson, “Hope of Israel” (worldwide youth devotional, June 3, 2018), HopeofIsrael.lds.org. hopeofisrael.lds.org.

  2. იხ. 2 ნეფი 25:26.

  3. For the Relief Society declaration, see Mary Ellen Smoot, “Rejoice, Daughters of Zion,” Liahona, Jan. 2000, 111–14.

  4. Russell M. Nelson, “A Plea to My Sisters,” Liahona, Nov. 2015, 96; emphasis added.