2017
შობას ვეძიოთ ქრისტე
December 2017


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, დეკემბერი, 2017 წ

შობას ვეძიოთ ქრისტე

ყველას, ვისაც გსურთ, გაიგოთ, ვინ ვართ ჩვენ, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, გთავაზობთ ამ სამ სიტყას: ჩვენ ვეძიებთ ქრისტეს.

ჩვენ ვეძიებთ, შევიტყოთ მის შესახებ. მის კვალზე ვიაროთ. მეტად დავემსგასოთ მას.

ჩვენ ყოველ დღე ვეძიებთ მას. განსაკუთრებით წელიწადის ამ დროს - შობას, როცა აღვნიშნავთ ჩვენი საყვარელი მხსნელის შობას, ჩვენი გულები უფრო მეტად იხრება მისკენ.

საშობაო ზეიმისთვის მზადებისას, მოდით განვიხილოთ, როგორ მოემზადნენ ისინი, ვინც ორი ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ, მხსნელის შესახვედრად.

მწყემსები

ჩვენ არ ვიცით ბევრი რამ მწყემსების შესახებ, მხოლოდ ის, რომ ისინი „მინდორში იყვნენ და ღამით თვალყურს ადევნებდნენ ცხვარს“.1 მწყემსები სულ უბრალო ადამიანები იყვნენ, ისეთივე საქები ადამიანები, როგორებიც მრავლად არიან და ყოველდღიურ საშოვარზე ფიქრობენ.

ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ იმ ადამიანთა წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად არ ეძებდნენ ეკლესიას, მაგამ გული შეეცვალათ, როცა ზეცა გაიხსნა და ქრისტემ უქადაგა მათ.

ესენი არიან, რომლებმაც მას შემდეგ, რაც გაიგონეს ზეციური მაცნეების ხმა, უმალვე წავიდნენ ბეთლემში სანახავად.2

მოგვები

მოგვები იყვნენ ნასწავლი ადამიანები, რომლებმაც შეისწავლეს ღვთის შვილის, მესიის, მოსვლა. იმ ცოდნაზე დაყრდნობით, მათ ამოიცნეს ნიშნები, რომლებიც უფლის შობას მიუთითებდა. როცა მათ ისინი ამოიცნეს, მიატოვეს სახლები და გაემგზავრნენ იერუსალიმში კითხვით: სად არის ის, იუდეველთა ახლადშობილი მეფე“?3

მათი ცოდნა ქრისტეს შესახებ არ იყო მხოლოდ თეორიული. როცა მათ იხილეს მისი შობის ნიშნები, უმოქმედოდ არ დარჩენილან. მათ გადაწყვიტეს ქრისტეს პოვნა.

მოგვები წარმოადგენენ მათ, ვინც ეძიებს ქრისტეს სწავლითა და აკადემიური სწავლების გზით. მათი ჭეშარიტების მიმართ ერთგულება უბიძგებს მათ ქრისტეს პოვნისკენ და თაყვანისცემისკენ, როგორც მეფეთა მეფის და კაცობრიობის მხსნელისა.4

სიმონი და ანა

სიმონი და ანა შეიძლება წარმოადგენდნენ მათ, ვინც ეძიებს ქრისტეს სულიწმინდის მეშვეობით. ეს საოცარი სულები რელიგიის ერთგულნი იყვნენ და ლოცვისა და მარხვის საშუალებით ერთგული და მორჩილი ცხოვრებით, მოუთმენლად ელოდებოდნენ ღვთის ძის მოსვლას.

ერთგულებით, თავმდაბლობით, რწენით ისინი მოთმინებით ელოდნენ მხსნელის მოსვლას.

ბოლოს, მათი ერთგულება დაფასდა, როცა მარიამმა და იოსებმა აჩვენეს მათ ჩვილი, რომელიც ერთ დრეს საკუთარ თავზე აიღებდა კაცობრიობის ცოდვებს.5

მორწმუნეები ნეფიელთა და ლამანიელებთა შორის

მორმონის წიგნში ვპოულობთ გულისამაჩუყებელ ისტორიას იმაზე, თუ როგორ უყურებდნენ მხსნელის დაბადების ნიშნებს მორწმუნეები ახალ კონტინენტზე.

თქვენ გახსოვთ, რომ მათ, ვისაც ქრისტე სწამდათ, დასცინოდნენ და დევნიდნენ. იმ დროინდელი სწავლულები ადანაშაულებდნენ მორწმუნეებს სულელურ ცრურწმენებში. ფაქტიურად, ურწმუნოები იმდენად ხმამაღლა დასცინოდნენ სხვებს, რომ გამოიწვიეს „დიდი ხმაური იმ მიწაზე (3 ნეფი 1:7). ისინი აბუჩად იგდებდნენ მათ, ვისაც სწამდათ რომ ქრისტე დაიბადებოდა.

მათი წყრომა ისე გაიზარდა, რომ ისინი შეიპყრო იდეამ, ერთხელ და სამუდამოდ გაეჩუმებინათ ისინი, ვისაც ქრისტე სწამდა. მორმონის წიგნში მოიპოვება ეს დრამატული გადაწყვეტილება.6

იმ დროინდელი მორწმუნეები შეიძლება წარმოადგენდნენ მათ, ვინც ეძიებდნენ ქრისტეს მაშინაც კი, როცა სხვები იცინოდნენ, დასცინოდნენ და მასხარად იგდებდნენ მათ. ისინი ეძებდნენ ქრისტეს მაშინაც კი, როცა სხვები ცდილობდნენ მათ წარმოჩენას, როგორც არამეგობრულ, უსწავლელ და მიამიტ ადამიანებად.

მაგრამ სხვების არაფრად ჩაგდებამ არ გაუტეხა გული ჭეშმარიტ მორწმუნეებს ქრისტეს ძიებაში.

ჩვენ ვეძიებთ ქრისტეს

წლის განმავლობაში და ალბათ განსაკუთრებით შობის დროს, კარგი იქნება, თუ კიდევ ერთხელ ვკითხავთ საკუთარ თავს: „როგორ ვეძიებ ქრისტეს“?

დიადი მეფე დავითი, ცხოვრების მძიმე ჟამს, წერდა: „შენ ხარ ჩემი ღმერთი . სწყურიხარ ჩემს სულს . შენზე ნაღვლობს ჩემი სული“.7

იქნებ ღმერთის ძიების განწყობა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დავითი აღწერეს, როგორც ღმერთის რჩეული კაცი.8

ამ შობის დროს და მთელი წლის განმავლობაში, დაე, მთელი სულითა და გულით ვეძიოთ ჩვენს საყვარელ მხსნელს, სიმშვიდის მეფეს, ისრაელის წმინდას. ზუსტად ამ სურვილის გამო ჩვენ აღვიქმებით როგორც არა მხოლოდ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წმინდანები, არამედ უფრო როგორც ქრისტეს მოწაფეები.