2017
ვხდებით რა ჭეშმარიტი მოციქულები
October 2017


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, ოქტომბერი, 2017 წ.

ვხდებით რა ჭეშმარიტი მოციქულები

ზიარების ყოველ შეკრებაზე ჩვენ გვეძლევა უპირატესობა, შევპირდეთ მამაზეციერს, რომ ყოველთვის გვეხსომება მხსნელი და დავიცავთ მის მცნებებს, რათა მისი სული იყოს ჩვენთან (იხ. მორონი 4-3; 5:2: მოძღვრება და აღთქმები 20:77,79). ყოველთვის, როცა ვიღებთ საკუთარ თავზე მის სახელს, ჩვენ იგი ბუნებრივად გვახსენდება. ამას მრავალი სხვადასხვა ხერხით ვაკეთებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვებს ვემსახურებით მისი სახელით, ვკითხულობთ მის წმინდა სიტყვებს და ვლოცულობთ, რათა გავიგოთ, რას ელის იგი ჩვენგან.

მე ეს გამოვცადე, როცა ახალგაზრდა მამაკაცს ვნათლავდი. მე ვიცოდი, რომ მხსნელის კურთხეულმა მსახურებმა მომიწოდეს მისიონერის პოზიციაზე, რათა გამეზიარებინა უფლის სახარება და დამოწმება მისი და მისი ჭეშმარიტი ეკლესიის შესახებ. ჩემი ძმადნაფიცი და მე დავპირდით ახალგაზრდას, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალით იგი განიწმინდებოდა, თუკი მოინანიებდა მსხნელის რწმენით და მოინათლებოდა მისი უფლებამოსილი მსახურების მიერ.

როცა ეს ახალგაზრდა მამაკაცი წყლიდან ამოვიყვანე, მან ყურში ჩამჩურჩულა: „მე სუფთა ვარ, მე სუფთა ვარ“. იმ მომენტში მე გამახსენდა მხსნელის ნათლობა მდინარე იორდანეში, როცა მას იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა. იმაზე მეტიც, მე გამახსენდა, რომ ვასრულებდი აღმდგარი ცოცხალი მხსნელის ხსნის საქმეს და რომ ისევე, როგორც იოანეს, სულიწმინდა მეწვია.

ჩემთვის და ყოველი ჩვენგანისთვის მხსნელის გახსენება შეიძლება ნიშნავდეს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ჩვენს ცოდნაზე დაყდნობას და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შემთხვევებს. ჩვენ ყოველდღიურად შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც აწმყოში მასთან ახლოს მიგვიყვანს.

ყველაზე ადვილი არჩევანია წმინდა წერილის წაკითხვა. როცა ასე ვიქცევით, ჩვენ ეს მასთან სიახლოვის გრძნობას გვგვრის. ჩემთვის სიახლოვე მოდის მორმონის წიგნის წაკითხვისას. 2 ნეფის წაკითხვისას პირველივე წუთებიდან გონებაში ნეფისა და ლეჰის ხმები მესმის, როცა ისინი აღწერენ მხსნელს, თითქოს პირადად იცნობდნენ მას. და მოდის სიახლოვის გრძნობა.

თქვენთვის შეიძლება არსებობდეს სხვა ნაწყვეტები წმინდა წერილიდან, რომლებსაც უფალთან ახლოს მიჰყავხართ. მაგრამ სადაც და როდესაც არ უნდა კითხულობდეთ ღვთის სიტყვას, მორჩილი და ჭეშმარიტი ზრახვით, გახსოვდეთ ქრისტე, გაიზრდება თქვენი სურვილი, აიღოთ საკუთარ თავზე უფლის სახელი.

ეს სურვილი შეცვლის თქვენს უფლის ეკლესიაში მსახურების ხედვას. თქვენ ილოცებთ მამაზეციერისადმი დახმარებისთვის, განადიდოთ ისეთი მოწოდებაც კი, რომელიც თქვენს თვალში პატარაა. დახმარება, რომელსაც ითხოვთ, არის უნარი - დაივიწყო საკუთარი თავი და მთელი ყურადრება გადაიტანო იმაზე, რაც უფალს სურს მათთვის, ვისი მსახურებისთვისაც მოგიწოდეს.

მე მიგრძვნია მისი ხელი და სიახლოვე ჩვენი შვილებისთვის მსახურებისას, როცა ვლოცულობდი იმისთვის, რომ გამეგო, როგორ დავხმარებოდი მათ იმ სიმშვიდის პოვნაში, რომელიც მხოლოდ სახარებას მოაქვს. ასეთ მომენტებში მე ნაკლებად მაწუხებდა წარმატებული მშობლის სახე და გაცილებით მეტად მაინტერესებდა ჩემი შვილების წარმატება და კეთილდღობა.

სურვილი, მივცეთ მათ, ვისაც ვემსახურებით ის, რასაც მათ მხსნელი მისცემდა, მიგვიყვანს ლოცვამდე, რაც არის ვედრება მამაზეციერეისადმი იესო ქრისტეს სახელით. როცა ასე ვლოცულობთ, მხსნელის სახელით, მასში რწმენით, მამაზეციერი გვპასუხობს. იგი გვიგზავნის სულიწმინდას, რომელიც წინ მიგვიძღვის, გვანუგეშებს და გვამხნევებს. ვინაიდან სულიწმინდა ყოველთვის მოწმობს მხსნელის შესახებ (იხ. 3 ნეფი 11:32, 36; 28:11; ეფერი 12:41), იზრდება ჩვენი შესაძლებლობა, გვიყვარდეს უფალი მთელი გულით, გონებითა და ძალით (იხ. მარკოზი 12:30; ლუკა 10:27; მოძღვრება და აღთქმები 69:5).

უფლის მსახურების, მისი სიტყვის ნადიმისა და მისი სახელისადმი რწმენით ლოცვისას ნელ-ნელა, თუმცა მყარად, მოვა ყოველდღიური და ამჟამინდელი უფლის ხსენებასთან დაკავშირებული კურთხევები. და ამ ხსენების გამო ჩამოვყალიბდებით უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეებად მის სასუფეველში დედამიწაზე და შემდგომ მის მამასთან ერთად დიდებულ სასუფეველში, რომელიც გველის.