2017
რათა იყვნენ ერთნი
July 2017


შინა მასწავლებლის მოწოდება, ივლისი 2017

რათა იყვნენ ერთნი

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ მოამზადებს მოწყალების საზოგადოების მიზნის გააზრება ღვთის ასულთ, მარადიული ცხოვრების დალოცვებისთვის?

გამოსახულება
Relief Society seal

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

“იესომ მიაღწია სრულყოფილ ერთობას მამასთან, რადგან დაემორჩილა მის ნებას სულიერად და ხორციელად”, — გვასწავლიდა უხუცესი დ. თოდ კრისტოფერსონი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან.

“… რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით ერთნი ღმერთთან და ქრისტესთან, სანამ მათი ნება და ინტერესები ჩვენს ყველაზე დიდ სურვილად არ იქცევა. ასეთი მორჩილება ერთ დღეში როდი მიიღწევა, მაგრამ სულიწმინდის მეშვეობით უფალი გვასწავლის, თუკი ამის სურვილი გვაქვს, მანამ, სანამ დროის განმავლობაში ვერ ვიტყვით, რომ იგი ჩვენშია, როგორც მამაა მასში“.

ლინდა კ. ბერტონი, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტი, გვასწავლიდა, როგორ მივაღწიოთ ამ ერთობას: „ჩვენი აღთქმების დადება და მათი დაცვა გამოხატავს ჩვენ მიერ დადებულ პირობას - დავემსგავსოთ მხსნელს. იდეალურ შემთხვევაში უნდა ვესწრაფოდეთ ისეთ განწყობას, რომელიც საუკეთესოდ გამოიხატება საყვარელი ჰიმნის რამდენიმე ფრაზაში: „მე წავალ იქ, სადაც შენ მიხმობ. … ვიტყვი იმას, რაც შენ გსურს, რომ ვთქვა. … ვიქნები ის, რაც შენ გსურს, რომ ვიყო.’”2

უხუცესმა კრისტოფერსონმა ასევე შეგვახსენა, რომ “როცა ჩვენ ყოველ დღე და ყოველ კვირა მივყვებით ქრისტეს გზას, ჩვენი სული ამტკიცებს საკუთარ განსაკუთრებულობას, შინაგანი ბრძოლა ცხრება და ცდუნებები აღარ გვაღელვებს“.3

ნილ ფ. მარიოტი, ახალგაზრდა ქალების გენერალური პრეზიდენტობიდან, მოწმობს დალოცვების შესახებ, რომლებიც ჩვენს ნებას ღვთის ნებას დაუმორჩილებენ: “მე ვცდილობდი განმედევნა მიწიერი სურვილი, ყველაფერი ყოფილიყო ისე, როგორც მე მინდოდა, და ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი გზა იყო შეზღუდული, ნაკლოვანი და აბრკოლებდა იესო ქრისტეს გზას. ‘[ჩვენი მამაზეციერის] გზა არის ის გეზი, რომელსაც მივყავართ ბედნიერებისკენ ამ ცხოვრებაში და მარადიულ ცხოვრებაში, რომელიც გველის’“.4 მოდით, თავმდაბლად ვეცადოთ, გავხდეთ მამაზეციერთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან, ერთნი.

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან და ინფორმაცია

4:13იოანე 17:20-21; ეფესელთა 4:13; მოძღვრება და აღთქმები 38:27; reliefsociety.lds.org

შენიშვნები

  1. დ. თოდ კრისტოფერსონი “That They May Be One in Us”, ლიახონა, ნოემბერი 2002, 73.

  2. ლინდა კ. ბერტონი“The Power, Joy, and Love of Covenant Keeping,” Liahona, Nov. 2013, 111.

  3. დ. თოდ კრისტოფერსონი “That They May Be One in Us”, ლიახონა, ნოემბერი 2002, 71.

  4. Neill F. Marriott, “Yielding Our Hearts to God,” Liahona, Nov. 2015, 32.