2017
იესო ქრისტეს შესაძლებლობების მომცემი ძალა და მისი გამოსყიდვა.
March 2017


შინა მასწავლებლის გზავნილი, მარტი, 2017 წ.

იესო ქრისტეს შესაძლებლობების მომცემი ძალა და მისი გამოსყიდვა

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ მოამზადებს მოწყალების საზოგადოების მიზნის გააზრება ღვთის ასულთ მარადიული ცხოვრების დალოცვებისთვის?

გამოსახულება
Relief Society seal

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

“ყოველივე ძალმიძს ჩემს განმტკიცებელში, ქრისტეში” (ფილიპელთა 4:13). „მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს სისუსტეები, ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ისინი“, - ბრძანა პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა, დიტერ ფ. უხთდორფმა. „ჭეშმარიტად, ღმერთის მადლით, თუკი თავს დავიმდაბლებთ და ვიქონიებთ რწმენას, რაც სუსტია - ძლიერი გახდება“.1

მხსნელი გვეუბნება მოძღვრება და აღთქმებში: ვივლი შენ წინ. მე ვიქნები შენს მარჯვენა და მარცხენა მხარეს და ჩემი სული იქნება თქვენს გულებში, ჩემი ანგელოზები იქნებიან შენს თავს გარშემორყმულნი, რათა მხარში ამოგიდგნენ” (მოძღვრება და აღთქმები 84:88).

„ნეფი არის მაგალითი იმისა, ვინც იცოდა, ვისაც ესმოდა და ვინც ეყრდნობოდა მხსნელის შესაძლებლობების მომცემ ძალას“, - ამბობს უხუცესი დევიდ ა. ბედნარი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან. „ნეფის ძმებმა შებოჭეს იგი თოკებით და გადაწყვიტეს მისი განადგურება. ყურადღება მიაქციეთ ნეფის ლოცვას: ‘ო, ღმერთო, ჩემი რწმენის შესაბამისად, რომელიც შენშია, გამომიხსენი ჩემი ძმების ხელიდან; დიახ, მომეცი ძალა, რომ გავწყვიტო ეს თოკები რომელბითაც ვარ შებოჭილი’ (1 ნეფი 7:17).

“… ნეფიმ არ ილოცა ვითარების შესაცვლელად. იგი უფრო ლოცულობდა ძალისთვის, რომელიც მის ვითარებას შეცვლიდა. და მე მწამს, რომ იგი ლოცულობდა ამ ხერხით ზუსტად იმიტომ, რომ იცოდა, ესმოდა და გამოუცდია გამოსყიდვის შესაძლებლების მომცემი ძალა.

„მე არ ვფიქრობ, რომ თოკები, რომლებითაც ნეფი იყო შებოჭილი, ჯადოსნურად ჩამოცვივდა მისი ხელებიდან და მაჯებიდან. მე უფრო ვფიქრობ, რომ იგი დალოცვილი იყო როგორც შეუპოვრობით, ისე პირადი ძალით, რაც აღემატებოდა მის ბუნებრივ შესაძლებლობებს, რათა მას შემდგომ შეძლებოდა „უფლის ძალაში’ (მოსია 9:17) თოკების დაგრეხვა, გაწევ-გამოწევა და საბოლოო ჯამში მათი გაწყვეტა“.2

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან და ინფორმაცია

ესაია 41:10; ეთერი 12:27; reliefsociety.lds.org

შენიშვნები

  1. დიტერ ფ. უხტდორფი, “The Gift of Grace,” Liahona, მაისი 2015, 108.

  2. დევიდ ა. ბედნარი, “Strength beyond Our Own,” New Era, Mar. 2015, 4.