2017
ღიმილს შეუძლია სიტუაციის შეცვლა.
იანვარი 2017


ახალგაზრდები

ღიმილს შეუძლია სიტუაციის შეცვლა.

პრეზიდენტი უხთდორფი აღნიშნავს ორ მიზანს, რომელიც უნდა ვიქონიოთ მოქმედებისას: გიყვარდეთ ღმერთი და გიყვარდეთ მოყვასი თქვენი. მაგრამ ზოგჯერ ასე ადვილი არ არის სხვების შეყვარება. ცხოვრებაში შეიძლება დაგიდგეთ დრო, როცა აღმოაჩენთ, რომ გიჭირთ სხვებთან ურთიერთობა. შეიძლება იმის გამო, რომ ვინმემ გული გატკინათ ან გიჭირთ ურთიერთობა ან ვიღაცასთან ვერ გამოძებნეთ საერთო ენა. ასეთ მომენტებში, ეცადეთ გაიხსენოთ ის სიყვარული, რომელიც მიგიღიათ მეგობრებისგან, ოჯახისგან, მამაზეციერისგან და იესო ქრისტესგან. გაიხსენეთ სიყვარული, რომელიც იგრძენით იმ სიტუაციებში და ეცადეთ წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა, ყველას რომ ჰქონოდა საშუალება, ეგრძნო მსგავსი სიყვარული. გახსოვდეთ, რომ ყოველი ადამიანი ღვთის შვილია და იმსახურებს როგორც მის ასევე თქვენს სიყვარულს.

გაიხსენეთ კონკრეტული ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელთანაც გიჭირთ ურთიერთობა. ილოცეთ ასეთ ადამიანებზე და სთხოვეთ მამაზეციერს, გაგიხსნათ მათ მიმართ გული. მალე თქვენ მას დაინახავთ ისე, როგორც ღმერთი ხედავს მათ: როგორც ერთ-ერთ შვილს, რომელიც იმსახურებს სიყვარულს.

ლოცვის შემდეგ რაიმე კარგი გაუკეთეთ მათ! დაპატიჟეთ ისინი რომელიმე ერთობლივ ღონისძიებაზე ან მეგობრებთან შეკრებაზე. შესთავაზეთ დახმარება საშინაო დავალების შესრულებაში. ან უბრალოდ მიესალმეთ ან გაუღიმეთ. პატარა მოვლენას შეუძლია იქონიოს დიდი გავლენა… როგორც თქვენს, ასევე იმ პიროვნების ცხოვრებაზე!