2016
წინასწარმეტყველება და პირადი გამოცხადება
აპრილი 2016


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, აპრილი 2016

წინასწარმეტყველება და პირადი გამოცხადება

იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია აღდგენილ იქნა და არსებობს დღეს დედამიწაზე. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას ყოველთვის წინ მიუძღოდნენ წინასწარმეტყველები და მოციქულები, რომლებიც უწყვეტად იღებენ ზეციდან მითითებებს.

ეს ღვთიური ნიმუში ძველ დღოშიც არსებობდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: “ჭეშმარიტად, უფალი ღმერთი არაფერს არ მოიმოქმედებს, თუ არ გაუმხელს თავის საიდუმლოს თავისავე მსახურებს, წინასწარმეტყველებს” (ამოსი 3:7).

ღმერთი კვლავ დაგველაპარაკა ჩვენს დროში წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის მეშვეობით. მან წინასწამეტყველი ჯოზეფ სმითის მეშვეობით გაგვიმხილა იესო ქრისტეს სახარება მთელი თავისი სისრულით. მან აღადგინა თავისი წმინდა სამღვდელოება გასაღებებთან და მასზედ დართულ ყველა უფლებასმოსილებასთან, ძალაუფლებასთან და წმინდა სამღვდელოებასთან დაკავშირებულ ყველა ფუნქციასთან ერთად.

ჩვენს დროში ცოცხალი წინასწარმეტყველები და მოციქულები უფლაბამოსილნი არიან ისაუბრონ და მითითებები მისცენ მამაღმერთისა და უფალ იესო ქრისტეს უფლებამოსილებით. მხსნელმა უთხრა წინასწარმეტყველს: “ის, რაც მე, უფალმა, ვთქვი – ვთქვი და არ ვიმართლებ თავს; ზეცა და დედამიწა გადაივლის, ჩემი სიტყვა კი არ გადავა, არამედ ყველაფერი ახდება, იქნება ეს ჩემი საკუთარი ხმით თუ ჩემი მსახურების ხმით – სულერთია” (მოძღვრება და აღთქმები 1:38).

გენერალურ კონფერენციაზე წელიწადში ორჯერ ჩვენ დალოცვილნი ვართ იმით, რომ ვისმენთ უფლის სიტყვას მისი მსახურების მეშვეობით. ეს არის ფასდაუდებელი უპირატესობა. მაგრამ ამ შესაძლებლობის ღირებულებას განაპირობებს ის, ვიღებთ თუ არა ამ სიტყვებს იმავე სულიწმინდის გავლენის ქვეშ, რომელმაც მან იმ მსახურებს გადმოსცა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 50:19–22). ზუსტად ისე, როგორ ისინი იღებენ მითითებებს ზეციდან, ჩვენც ასევე უნდა მივიღოთ ისინი. და ეს ჩვენგან მოითხოვს იგივე სულიერ ძალისხმევას.

“შეასრულე საშინაო დავალება”

წლების წინ თორმეტ მოციქულთა ქვორუმის ერთ-ერთმა წევრმა მთხოვა, წამეკითხა მისი საკონფერენციო გამოსვლა. ეს იყო ქვორუმის უმცროსი წევრი. ჩემთვის პატივი იყო მისი ნდობა იმისა, რომ შევძლებდი დავხმარებოდი მას, ეპოვა სიტყვები, რომლებიც უფალს სურდა, რომ ეთქვა. მან ღიმილით მითხრა: “ეს გამოსვლის 22-ე შავი პირია”.

მე მახსოვს მოსიყვარულე, კეთილი პრეზიდენტის, ჰაროლდ ბ. ლის (1899–1973) მიერ მოცემული რჩევა, რომელზედაც მან ადრე განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება: “ჰალ, თუ გინდა, გამოცხადება მიიღო, შეასრულე საშინაო დავალება”.

მე წავიკითხე, გავიაზრე და ვილოცე 22-ე გამოსვლის შავი პირის შესახებ. მე მთელი ძალისხმევით შევეცადე, შემესწავლა იგი სულიწმინდის გავლენის ქვეშ. იმ დროისთვის, სანამ ქვორუმის ეს წევრი სიტყვით გამოვიდოდა, მე საშინაო დავალება შევასრულე. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მას დავეხმარე, თუმცა ვიცი, რომ მე შევიცვალე, როცა ის გამოსვლა მოვისმინე. მე მივიღე გზავნილები, რომლებიც ბევრად აღემატებოდა სიტყვებს, რომლებიც წავიკითხე და რომლებიც მოვისმინე. იმ სიტყვებს უფრო ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე სიტყვებს შავ პირში. და ეს გზავნილი თითქოს ჩემთვის იყო, ჩემს საჭიროებებს ეხებოდა.

ღვთის მსახურები მარხულობენ და ლოცულობენ, გამოცხადებისა და შთაგონების მაძიებელთათვის უფლისგან გზავნილის მისაღებად. ამ და მრავალი მსგავსი გამოცდილებიდან ვისწავლე, რომ დიადი დალოცვების მისაღებად - ცოცხალი წინასწარმეტყელებისა და მოციქულების მოსმენისგან სარგებლის მისაღებად, ჩვენ თავად უნდა გადავიხადოთ გამოცხადების მიღების საფასური.

უფალს უყვარს ყოველი ადამიანი, რომელსაც ესმის მისი გზავნილი, მან იცის ყოველი ადამიანის გული და ვითარება. მან იცის, რა სახის ჩასწორება, შეგულიანება და სახარების ჭეშმარიტება საუკეთესოდ დაეხმარება ყოველ ადამიანს აირჩიოს საკუთარი გზა მარადისობისკენ.

ჩვენ, რომელნიც ვუსმენთ და ვუყურებთ გენერალურ კონფერენციას, ხშირად ვფიქრობთ მისი დასრულების შემდეგ: “ყველაზე კარგად რა დამამახსოვრდა”? უფლის იმედი თითოეული ჩვენგანისთვის არის ის, რომ პასუხი იქნება: “არასდროს არ დამავიწყდება ის წუთები, როცა სულიწნინდის ხმა გავიგონე გონებაში და გულში, რომელიც მეუბნებოდა, რისი გაკეთება შემეძლო მამაზეციერისა და მხსნელის გასახარებლად”.

ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ასეთი პირადი გამოცდილება, როცა ვუსმენთ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, ასევე რწმენაში ვშრომობთ მის მისაღებად, ზუსტად ისე, როგორც პრეზიდენტმა ლიმ გვითხრა. საკუთარი გამოცდილებიდან და სულიწმინდის დამოწმებიდან ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა.

ამ გზავნილის სწავლება

წაიკითხეთ ხმამაღლა პრეზიდენტ აირინგის ისტორია ქვორუმის ერთ-ერთი წევრის საკონფერენციო გამოსვლის შავ პირზე მუშაობის შესახებ. შეიძლება იკითხოთ: “რა ფასად გვიჯდება გამოცხადების მიღება”? დისკუსიის შემდეგ შეგიძლიათ მოიპატიჟოთ ისინი, ვისაც სტუმრობთ და შეიმუშაოთ გეგმა მომავალი გენერალური კონფერენციის გზავნილების მიღებასთან დაკავშირებით “იმავე სულიწმინდის გავლენის ქვეშ, რომლითაც ისინი მიეცათ [ღვთის] მსახურებს”.